ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, დღეში ხუთჯერ უყურეთ გადაცემას "OK Guide" ტელეკომპანია PALITRANEWS-ის ეთერში და გაიგეთ ყველაფერი მოდის, შოპინგის, თავის მოვლის, მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესის შესახებ.
OK GUIDE-ს წამყვანი, ეშლი მალიანი: "დაახლოებით ერთი თვის წინ დავიწყეთ ინტერნეტ გადაცემა OK GUIDE, რომლის მთავარი მიზანია, მაყურებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ამა თუ იმ ბიზნეს საქმიანობაზე. ჩვენ უკვე ვესტუმრეთ "ალტერსოქსს", "ლეპონჩიკს", "ფაუნალენდს", "პორშეკლუბს", "სლიმენდსილქს", "სილქნეტს", სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლს", "დაინჰოლს"...
ამ ერთი თვის მანძილზე ჩვენმა პროექტმა მრავალი კომპანიის ნდობა და მაყურებლის სიმპათია მოიპოვა. სწორედ ამ დიდი ინტერესიდან გამომდინარე, OK-სდა ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გუნდებმა გადაწყვიტეს ამ პროექტზე ერთობლივი მუშაობა. ვფიქრობ, OK GUIDE ის პროექტია, რომელიც ძალიან საჭიროა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის. ჩვენ რადიკალურად განსხვავებული კუთხით ვაშუქებთ კომპანიების საქმიანობას და არ ვერიდებით პირდაპირ ეთერში მათი სერვისებისა თუ პროდუქტების დასახელებას".
ასე რომ, ახლა უკვე უყურეთ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის ეთერში OK Guide-ს, თვალი ადევნეთ ინტერნეტის მეშვეობით საიტზე www.okmagazine.ge და მოისმინეთ ტალღაზე 104.7 FM