პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თემურ უგულავას ივანიშვილის კარზე ნიკუშა შენგელაია მფარველობს" - ვინ და რის გამო მიმართავს პროკურატურას ბიზნესმენის კომპანიის წინააღმდეგ
"თემურ უგულავას ივანიშვილის კარზე ნიკუშა შენგელაია მფარველობს" - ვინ და რის გამო მიმართავს პროკურატურას ბიზნესმენის კომპანიის წინააღმდეგ

საყ­დრი­სის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან მცხე­თა­ში აე­როდ­რო­მის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბას და ფაქ­ტის შეს­წავ­ლას ითხოვს.

საყ­დრი­სის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­მა ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ და ანა მი­ქა­უ­ტა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს, რო­მელ­ზეც კომ­პა­ნია "აჭა­რა ჯგუ­ფის" მიერ მცხე­თა­ში, კერ­ძოდ, "სვე­ტი­ცხოვ­ლი­დან 100 მეტრში აე­როდ­რო­მის უნე­ბარ­თვოდ მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" ისა­უბ­რეს.

რო­გორც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მათ ახ­ლა­ხან გა­ა­სა­ჯა­რო­ვეს მცხე­თა­ში აე­როდ­რო­მის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს მშე­ნებ­ლო­ბა არის უკა­ნო­ნო და მიმ­დი­ნა­რე­ობს ნე­ბარ­თვის გა­რე­შე აე­როდ­რო­მი­სა და საფ­რე­ნი ბი­ლი­კის მო­წყო­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მუ­შა­ოს ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას კომ­პა­ნია "აჭა­რა ჯგუ­ფი" ახორ­ცი­ე­ლებს.

"თე­მურ უგუ­ლა­ვას წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თა­ვი­დან უარ­ყვეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათ რა­ი­მე კავ­ში­რი ჰქონ­დათ სა­ჰა­ე­რო ფრე­ნებ­თან და კომ­პა­ნი­ას რა­ი­მე მსგავ­სი ლი­ცენ­ზია ჰქონ­და, თუმ­ცა გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა მათი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა. მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ თე­მურ უგუ­ლა­ვას კომ­პა­ნია აპი­რებს შე­ვი­დეს სა­ჰა­ე­რო გა­და­ზიდ­ვე­ბის ბიზ­ნეს­ში. მას თვითმფრი­ნა­ვიც ჰქო­ნია შე­ძე­ნი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აე­რო­პორ­ტე­ბის მო­წყო­ბას გეგ­მავს. ერთ-ერთი არის მცხე­თა, სა­დაც სურს ამ ბიზ­ნეს­მენს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იფ­რი­ნოს. ჩვენ ვა­ცხა­დებთ, რომ ეს არის სა­ბო­ტა­ჟი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი თე­მურ უგუ­ლა­ვა და კონ­სტან­ტი­ნე მარ­გო­შია სა­ბო­ტაჟს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. მა­მა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამის მი­ზე­ზი არის ის, რომ მცხე­თა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხი­დან ამო­ვარ­დეს.

ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის თქმით, მცხე­თა­ში არის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ ბიზ­ნეს­მე­ნებს ეკუთ­ვნით და ისი­ნი ვერ იყე­ნე­ბენ მი­წის ნაკ­ვე­თებს, რად­გან მცხე­თა­ში ერთი წლით მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე მო­რა­ტო­რი­უ­მია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მა­მა­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­რა­ტო­რი­უმს ვადა დე­კემ­ბერ­ში გას­დის.

საყ­დრი­სის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტის წევ­რის ანა მი­ქა­უ­ტა­ძის თქმით, ად­გილ­ზე მწვა­ნე სა­ფა­რი უკვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, მი­ტა­ნი­ლია სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა და მცხე­თის მე­რი­ის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში შე­ტა­ნი­ლი სა­ჩივ­რის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მელ­საც ეს მშე­ნებ­ლო­ბა უნდა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა, ად­გილ­ზე მშე­ნებ­ლო­ბა მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ანა მი­ქა­უ­ტა­ძემ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ 2009 წელს იუ­ნეს­კომ მცხე­თა საფრ­თხე­ში მყოფ ძეგლ­თა ნუს­ხა­ში შე­ი­ტა­ნა და თუ იქ რა­ი­მე მშე­ნებ­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სვე­ტი­ცხო­ვე­ლი, ჯვა­რი და სამ­თავ­როს მო­ნას­ტე­რი იუ­ნეს­კოს ძეგლ­თა დაც­ვის ნუს­ხი­დან ამო­ვარ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, "აჭა­რა-ჯგუ­ფი" მცხე­თა­ში 18 ჰა. მი­წის ნაკ­ვეთს ფლობს.

საყ­დრი­სის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ "ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზე მფარ­ვე­ლო­ბას რე­ჟი­სო­რი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ია უწევს", რო­მე­ლიც უგუ­ლა­ვას მე­გო­ბა­რია.

საყ­დრი­სის დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტის წევ­რე­ბი აპი­რე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თონ და გა­დას­ცენ მას ვი­დე­ო­მა­სა­ლა. ისი­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა­გან ფაქ­ტის გა­მო­ძი­ე­ბას ითხო­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თემურ უგულავას ივანიშვილის კარზე ნიკუშა შენგელაია მფარველობს" - ვინ და რის გამო მიმართავს პროკურატურას ბიზნესმენის კომპანიის წინააღმდეგ

"თემურ უგულავას ივანიშვილის კარზე ნიკუშა შენგელაია მფარველობს" - ვინ და რის გამო მიმართავს პროკურატურას ბიზნესმენის კომპანიის წინააღმდეგ

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტი პროკურატურისგან მცხეთაში აეროდრომის მშენებლობის შეჩერებას და ფაქტის შესწავლას ითხოვს.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა ირაკლი მამალაძემ და ანა მიქაუტაძემ პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც კომპანია "აჭარა ჯგუფის" მიერ მცხეთაში, კერძოდ, "სვეტიცხოვლიდან 100 მეტრში აეროდრომის უნებართვოდ მშენებლობის შესახებ" ისაუბრეს.

როგორც პრესკონფერენციაზე ირაკლი მამალაძემ განაცხადა, მათ ახლახან გაასაჯაროვეს მცხეთაში აეროდრომის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ ეს მშენებლობა არის უკანონო და მიმდინარეობს ნებართვის გარეშე აეროდრომისა და საფრენი ბილიკის მოწყობა. მათივე ინფორმაციით, სამუშაოს ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანია "აჭარა ჯგუფი" ახორციელებს.

"თემურ უგულავას წარმომადგენლებმა თავიდან უარყვეს ინფორმაცია, რომ მათ რაიმე კავშირი ჰქონდათ საჰაერო ფრენებთან და კომპანიას რაიმე მსგავსი ლიცენზია ჰქონდა, თუმცა გუშინ გამოქვეყნდა მათი ოფიციალური განცხადება. მასში აღნიშნულია, რომ თემურ უგულავას კომპანია აპირებს შევიდეს საჰაერო გადაზიდვების ბიზნესში. მას თვითმფრინავიც ჰქონია შეძენილი და საქართველოს მასშტაბით აეროპორტების მოწყობას გეგმავს. ერთ-ერთი არის მცხეთა, სადაც სურს ამ ბიზნესმენს სხვადასხვა მიმართულებით იფრინოს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინაშე, საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის წინაშე", - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ბიზნესმენები თემურ უგულავა და კონსტანტინე მარგოშია საბოტაჟს მიზანმიმართულად ახორციელებენ. მამალაძის განცხადებით, ამის მიზეზი არის ის, რომ მცხეთა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოვარდეს.

ირაკლი მამალაძის თქმით, მცხეთაში არის მიწის ნაკვეთები, რომლებიც გარკვეულ ბიზნესმენებს ეკუთვნით და ისინი ვერ იყენებენ მიწის ნაკვეთებს, რადგან მცხეთაში ერთი წლით მშენებლობებზე მორატორიუმია გამოცხადებული. მამალაძის ინფორმაციით, მორატორიუმს ვადა დეკემბერში გასდის.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრის ანა მიქაუტაძის თქმით, ადგილზე მწვანე საფარი უკვე განადგურებულია, მიტანილია სამშენებლო მასალა და მცხეთის მერიის მიერ სასამართლოში შეტანილი საჩივრის მიუხედავად, რომელსაც ეს მშენებლობა უნდა შეეჩერებინა, ადგილზე მშენებლობა მაინც მიმდინარეობს.

ანა მიქაუტაძემ საუბრისას განაცხადა, რომ 2009 წელს იუნესკომ მცხეთა საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში შეიტანა და თუ იქ რაიმე მშენებლობა განხორციელდება, სვეტიცხოველი, ჯვარი და სამთავროს მონასტერი იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხიდან ამოვარდება. მისივე თქმით, "აჭარა-ჯგუფი" მცხეთაში 18 ჰა. მიწის ნაკვეთს ფლობს.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ "ბიზნესმენ თემურ უგულავას ივანიშვილის კარზე მფარველობას რეჟისორი ნიკუშა შენგელაია უწევს", რომელიც უგულავას მეგობარია.

საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები აპირებენ პროკურატურას მიმართონ და გადასცენ მას ვიდეომასალა. ისინი პროკურატურისაგან ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი