"ხალხო, ხომ არ გაგიჟდით რა ოქროულობა?! ვის ეცალა მაგისთვის?" - მაგდა პაპიძის დამ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

"ხალხო, ხომ არ გაგიჟდით რა ოქროულობა?! ვის ეცალა მაგისთვის?" - მაგდა პაპიძის დამ პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ლანა პაპიძის პროტესტი გამომძიებლის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც 22 დეკემბერს მას ლანა პაპიძემ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

"აინტერესებდა საქმის დეტალები და მათ შორის, ოქროულობის ბედი", - განაცხადა გამომძიებელმა ნუგზარ ნათელაშვილმა.

გამომძიებლის ამ განცხადებას დარბაზში მყოფი ლანა პაპიძის რეპლიკა მოჰყვა - "რა სისულელეა, თავად დამირეკა". ამის შემდეგ ლანა პაპიძე პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა. როგორც მან აღნიშნა, გამომძიებელი თავად დაუკავშირდა და დედამისთან ერთად მოუწია გარდაცვლილი ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების პანაშვიდიდან წასვლა. რაც შეეხება ოქროულობის საკითხს, ბრალდებულის დის ინფორმაციით, მას სამართალდამცველებისგან აღნიშნული ოქრო არ მოუთხოვია.

"ხალხო ხომ არ გაგიჟდით, რა ოქროულობა?! ვის ეცალა მაგისთვის, მიცვალებულები გვესვენა სახლში. საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იძიებდა საქმეს და როგორ დავურეკავდი გამომძიებელს? თვითონ დამირეკა და მისვლა გვთხოვა მე და დედაჩემს. 40 გრადუსი სიცხით მივედი და დამკითხეს. კიდევ მაქსიმალურად ვცდილობ თავი შევიკავო. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს", - განაცხადა ლანა პაპიძემ.

იხილეთ ვიდეო

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ