”ქუჩა-ქუჩა დიდი ნიანგი დასეირნობდა. პ.ს. სონკა სამოთხეშია, არ შეაწუხოთ”, - ხუმრობით მიაწერა ვერა ბრეჟნევას ქალიშვილმა ფოტოს, რომელიც საკუთარი "ინსტაგრამის" გვერდზე გამოაქვეყნა.
თინეიჯერმა სონია კიპერმანმა იტალიაში დასვენების დროს საკმაოდ პიკანტური ფოტოსესია მოაწყო. ფოტოზე ბრეჟნევას ქალიშვილი ვილის ეზოში პოზირებს, სადაც როგორც ჩანს, გოგონა ისვენებს. ის ზურგითაა გადაღებული და საკმაოდ ღია საცურაო კოსტუმი აცვია.