საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა
პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა შე­წყდა, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

"გაც­ნო­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ას­რუ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით.

გვინ­და გან­ვმარ­ტოთ, რომ რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გებ­ზე, მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ გვაქვს მხო­ლოდ ცალ­კე აღე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი, ჩვენ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლივ, თან­მიმ­დევ­რულ და ლო­გი­კურ ანა­ლიზს.

მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი, თან­მი­დევ­რუ­ლი და ლო­გი­კუ­რი ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე არა­ვის არ მი­უყ­ვა­ნია და არა­ვის არ მო­უკ­ლავს. მან თავი მო­იკ­ლა, რად­გან კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია მკვლე­ლო­ბა იყოს ჩა­დე­ნი­ლი რო­მე­ლი­მე სხვა პი­რის მიერ. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ის არ სჯე­რა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის ოჯახს. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კიწ­მა­რიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოჯა­ხი ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თავს.

"ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით დღეს შე­ვი­ტყვეთ პრო­კუ­რა­ტუ­რის პო­ზი­ცია. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბე­ბის პე­რი­ოდ­ში გა­მო­ძი­ე­ბამ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც გა­სა­ჯა­როვ­და არ ეთან­ხმე­ბი­ან არც ოჯა­ხის წევ­რე­ბი და არც ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტე­ბი", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გაგი მო­სი­აშ­ვილ­მა.

"შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ თვით­მკვლე­ლო­ბის ვერ­სი­ას არ ვე­თან­ხმე­ბით, ხვალ გვექ­ნე­ბა პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და უფრო დე­ტა­ლუ­რად ვი­ტყვით და­ნარ­ჩენს. ამ პო­ზი­ცი­ა­ზეა ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეც. უფრო არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რებთ ხვალ", - "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ძმა, ზუ­რაბ კიწ­მა­რიშ­ვი­ლი.

პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა - ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

გვინდა განვმარტოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ გამოძიების შედეგებზე, მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ ცალკე აღებული რომელიმე საგამოძიებო მოქმედების შედეგი, ჩვენ ვითვალისწინებთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივ, თანმიმდევრულ და ლოგიკურ ანალიზს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს. მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის მიერ დასახელებული თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კიწმარიშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახი ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

"ამ ფაქტთან დაკავშირებით დღეს შევიტყვეთ პროკურატურის პოზიცია. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებების პერიოდში გამოძიებამ შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ამ ინფორმაციას, რაც გასაჯაროვდა არ ეთანხმებიან არც ოჯახის წევრები და არც ოჯახის ადვოკატები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გაგი მოსიაშვილმა.

"შემიძლია გითხრათ, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ ვეთანხმებით, ხვალ გვექნება პრესკონფერენცია და უფრო დეტალურად ვიტყვით დანარჩენს. ამ პოზიციაზეა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლეც. უფრო არგუმენტირებულად და დეტალურად ვისაუბრებთ ხვალ", - "ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს გარდაცვლილი ბიზნესმენის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ