Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"... - სად არიან და რას საქმიანობენ მდიდარი ქართველი წყვილები ზღაპრული ქორწილების შემდეგ
"ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"... - სად არიან და რას საქმიანობენ მდიდარი ქართველი წყვილები ზღაპრული ქორწილების შემდეგ

ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი ოჯა­ხის შექ­მნაა, მო­მა­ვა­ლი ბენ­დი­ე­რე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი კი ქორ­წი­ლი, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან გეგ­მავს.

ყვე­ლა ზღა­პა­რი ქორ­წი­ლის ეპი­ზო­დით მთავ­რდე­ბა. ზღა­პა­რი იყო მათი ქორ­წი­ლე­ბიც, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა. რო­გორ გაგ­რძელ­და გრან­დი­ზუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ცხოვ­რე­ბა, ამას სტა­ტი­ი­დან შე­ი­ტყობთ.

ლაკო ბუ­კია - რე­ზი­კო მან­ჯგა­ლა­ძე

ხო­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის გო­დერ­ძი ბუ­კი­ას ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წილ­მა შარ­შან მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აა­ლა­პა­რა­კა. წარ­მა­ტე­ბულ­მა ქარ­თველ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში რე­ზი­კო მან­ჯგა­ლა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. ლაკო რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლობს და მისი კო­ლექ­ცი­ე­ბის ჩვე­ნე­ბა ხში­რად ხდე­ბა მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე. ის დონა კა­რა­ნის საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია. ლა­კომ და რე­ზი­კომ ქორ­წი­ლი ჩაქვში გა­და­ი­ხა­დეს, გრან­დი­ო­ზულ ცე­რე­მო­ნი­ალს შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და კახა კა­ლა­ძეც ეს­წრე­ბოდ­ნენ. ქორ­წილს მუ­სი­კა­ლუ­რად ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლი აფორ­მებ­და.

ლაკო გა­თხო­ვე­ბის შემ­დეგ ისევ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. წყვი­ლი ხან ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს, ხან კი ამე­რი­კა­ში.

ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე - ნიკა ნა­ყო­ფია

"მის სა­ქარ­თვე­ლო 2008" ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გოს ტი­ტუ­ლის მორ­გე­ბი­დან მალე გა­თხოვ­და და 2009 წელს ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის, კობა ნა­ყო­ფი­ას ვაჟ­ზე იქორ­წი­ნა. ხა­თუ­ნამ და ნი­კამ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი თურ­ქეთ­ში გა­და­ი­ხა­დეს. მათ გაც­ნო­ბი­დან სამ თვე­ში იქორ­წი­ნეს. "მის სა­ქარ­თვე­ლო" მი­იჩ­ნევს, რომ გა­თხო­ვე­ბა ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნუ­რი ნა­ბი­ჯი იყო, რო­მე­ლიც ოდეს­მე გა­და­უდ­გამს. კობა ნა­ყო­ფი­ამ ვაჟს გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი სტამ­ბულ­ში, სას­ტუმ­რო "კემ­პინ­სკში" გა­და­უ­ხა­და. ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან ორი სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექს-პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლიც კი გა­ემ­გზავ­რაო. ხა­თუ­ნას ქორ­წილ­ში D&G-ს მიერ შე­კე­რი­ლი კაბა ეცვა. წყვილ­მა ჯვა­რი სტამ­ბულ­ში მდე­ბა­რე მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში და­ი­წე­რა. ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი მა­მა­ომ ქარ­თულ ენა­ზე აღას­რუ­ლა, მგა­ლობ­ლებ­მა კი ბერ­ძნუ­ლად იგა­ლო­ბეს. ქორ­წილ­ში უფ­რო­სი თა­ო­ბის­თვის მიწ­ვე­უ­ლი იყ­ვნენ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბი", ნანი ბრეგ­ვა­ძე და სხვა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი. ახალ­გაზ­რდე­ბის გან­წყო­ბა­ზე კი ლე­გენ­და­რულ­მა ჯგუფ­მა Earth, Wind & Fire იზ­რუ­ნა.

ნიკა და ხა­თუ­ნა ახლა სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რო­ბენ და პა­ტა­რა ბიჭს ზრდი­ან.

ია სარ­ქი­სო­ვა - მი­ხე­ილ მა­ხა­რა­ძე

"რესო გა­რან­ტის" მფლო­ბე­ლის, სერ­გეი სარ­ქი­სო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წილ­მა თვე­ე­ბის წინ რუ­სუ­ლი პრე­საც აა­ლა­პა­რა­კა. ია სარ­ქი­სო­ვამ ქარ­თველ მა­მა­კაც­ზე, მი­ხე­ილ მა­ხა­რა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. წყვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში სამდღი­ა­ნი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და, რო­მე­ლიც რუს­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შემ­დეგ­ნა­ი­რად შე­ა­ფა­სეს: "ჭამე, და­ლიე, იცეკ­ვე, მერე ისევ ჭამე". სტუმ­რე­ბი­სათ­ვის იმ­ღე­რეს: ნანი ბრეგ­ვა­ძემ, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძემ, თა­მარ გვერდწი­თელ­მა და რუს­მა ვარ­სკვლა­ვებ­მა. კულ­მი­ნა­ცია კი იყო რე­პე­რი მედ­კო­ნი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ჰიტი Beggin შე­ას­რუ­ლა.

56 წლის სერ­გეი სარ­ქი­სო­ვი რუსი მი­ლი­არ­დე­რია, რო­მე­ლიც შარ­შან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, Forbes-ის სი­ა­ში 106 ად­გილს იკა­ვებ­და. სარ­ქი­სო­ვა-მა­ხა­რა­ძის წყვი­ლი ამ­ჟა­მად კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.

თა­მუ­ნა ნემ­სიწ­ვე­რი­ძე - ირაკ­ლი არ­შბა

2007 წლის ვიცე-მის სა­ქარ­თვე­ლოს ტი­ტუ­ლის მფლო­ბელ­მა თა­მუ­ნა ნემ­სიწ­ვე­რი­ძემ 2009 წელს, მოს­კოვ­ში მცხოვ­რებ ირაკ­ლი არ­შბა­ზე იქორ­წი­ნა. თა­მუ­ნას და ირაკ­ლის ქორ­წილ­ზე სტუმ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­ვიდ­ნენ, მათ შო­რის იყ­ვნენ თა­მუ­ნას მე­გობ­რე­ბიც. ირაკ­ლი არ­შბა რუ­სე­თის დუ­მის მი­ლი­არ­დე­ლი დე­პუ­ტა­ტის ოთარ არ­შბას ვა­ჟია. ასე­ვე მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთ-ერთი უმ­სხვი­ლეს რუ­სულ სამ­თო-მე­ტა­ლურ­გი­ულ კომ­პა­ნი­ას­თან, "ევ­რა­ზჰოლ­დინგთან". სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვი­თი ცენ­ტრის International Iron and Steel Institute-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, "ევ­რაზ ჯგუ­ფი" (ყო­ფი­ლი "ევ­რა­ზი­აჰოლ­დინ­გი") მსოფ­ლი­ო­ში მე-14 უმ­სხვი­ლე­სი კომ­პა­ნი­აა მე­ტა­ლურ­გი­ის სფე­რო­ში და რამ­დე­ნი­მე წლის წინ მისი კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია 42 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენ­და. სხვა აქ­ცი­ო­ნე­რებს შო­რის, "ევ­რაზ ჯგუ­ფის" ერთ-ერთი მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რია რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩიც. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი ბა­თუმ­ში ოთარ არ­შბას ბიზ­ნეს­ცენ­ტრებს, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ცნო­ბი­ლია, რომ ბა­თუმ­ში სა­ვაჭ­რო სახ­ლის, სას­ტუმ­რო­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ქსე­ლის მფლო­ბე­ლია მისი მე­უღ­ლე მა­რი­ნა ზე­ნა­იშ­ვი­ლი. დე­პუ­ტა­ტის მე­უღ­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა ასე­ვე "სა­ხალ­ხო აფ­თი­ა­ქის" და ყო­ფი­ლი "სა­ხალ­ხო ბან­კის", ამ­ჟა­მად კი "ლი­ბერ­თი ბან­კის" აქ­ცი­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი წილი.

თა­მუ­ნამ და ირაკ­ლიმ და­ქორ­წი­ნე­ბა მოკ­ლე დრო­ში გა­და­წყვი­ტეს და მყა­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვი­ლი რუ­სუ­ლი ელი­ტუ­რი სა­ღა­მო­ე­ბის სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რია. მათ ორი შვი­ლი ჰყავთ.

გი­ორ­გი ოქ­რი­აშ­ვი­ლი - ნინო ქუ­რი­ძე

ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რის და ბიზ­ნეს­მე­ნის, კახა ოქ­რი­აშ­ვი­ლის ვაჟი გი­ორ­გი ერთი წლის წინ და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ნინო ქუ­რი­ძეა. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი მცხე­თა­ში რეს­ტო­რან "გუ­ჯარ­ში" გა­და­ი­ხა­და. ხელი "რე­დი­სონ­ში" მო­ა­წე­რეს, ჯვა­რი კი სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რეს. ნი­ნოს და გი­ორ­გის ქორ­წილ­ში და­ცუ­ლი იყო დრეს კოდი. ქორ­წილს უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და, სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი.

წყვი­ლი ამ­ჟა­მად ბავ­შვს ელო­დე­ბა.

გი­ორ­გი ფი­ფია - ანა­ნო მი­ქა­ძე

"დი­ნა­მოს" მფლო­ბე­ლის ვაჟ­მა გი­ორ­გი ფი­ფი­ამ 2013 წელს მო­ცეკ­ვა­ვე ანა­ნო მი­ქა­ძე­ზე იქორ­წი­ნა. წყვილ­მა გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი თბი­ლის­ში გა­და­ი­ხა­და. ანა­ნო და გი­ორ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ. მი­ლი­ო­ნე­რის რძალ­მა ცეკ­ვას თავი და­ა­ნე­ბა და მთელ დროს ოჯახს და სამ­სა­ხურს უთ­მობს. ანა­ნო მი­ქა­ძე "ჰა­ი­დელ­ბერგცე­მენ­ტში" პიარ-სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"... - სად არიან და რას საქმიანობენ მდიდარი ქართველი წყვილები ზღაპრული ქორწილების შემდეგ

"ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად"... - სად არიან და რას საქმიანობენ მდიდარი ქართველი წყვილები ზღაპრული ქორწილების შემდეგ

ცხოვრებაში ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ოჯახის შექმნაა, მომავალი ბენდიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი კი ქორწილი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ბავშვობის ასაკიდან გეგმავს.

ყველა ზღაპარი ქორწილის ეპიზოდით მთავრდება. ზღაპარი იყო მათი ქორწილებიც, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა. როგორ გაგრძელდა გრანდიზული საქორწინო ცერემონიალების მთავარი გმირების ცხოვრება, ამას სტატიიდან შეიტყობთ.

ლაკო ბუკია - რეზიკო მანჯგალაძე

ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ქალიშვილის ქორწილმა შარშან მთელი საქართველო აალაპარაკა. წარმატებულმა ქართველმა დიზაინერმა გასული წლის ივნისში რეზიკო მანჯგალაძეზე იქორწინა. ლაკო რამდენიმე წელია საზღვარგარეთ სწავლობს და მისი კოლექციების ჩვენება ხშირად ხდება მსოფლიოს წამყვანი მოდის კვირეულებზე. ის დონა კარანის საყვარელი დიზაინერია. ლაკომ და რეზიკომ ქორწილი ჩაქვში გადაიხადეს, გრანდიოზულ ცერემონიალს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი პოლიტიკოსები ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძეც ესწრებოდნენ. ქორწილს მუსიკალურად ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი აფორმებდა.

ლაკო გათხოვების შემდეგ ისევ საზღვარგარეთ წავიდა საცხოვრებლად. წყვილი ხან ლონდონში ცხოვრობს, ხან კი ამერიკაში.

ხათუნა სხირტლაძე - ნიკა ნაყოფია

"მის საქართველო 2008" ხათუნა სხირტლაძე ქვეყნის ყველაზე ლამაზი გოგოს ტიტულის მორგებიდან მალე გათხოვდა და 2009 წელს ქართველი მილიონერის, კობა ნაყოფიას ვაჟზე იქორწინა. ხათუნამ და ნიკამ გრანდიოზული ქორწილი თურქეთში გადაიხადეს. მათ გაცნობიდან სამ თვეში იქორწინეს. "მის საქართველო" მიიჩნევს, რომ გათხოვება ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომელიც ოდესმე გადაუდგამს. კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბულში, სასტუმრო "კემპინსკში" გადაუხადა. ამბობდნენ, რომ საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით მთავრობის წარმომადგენლები და ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კი გაემგზავრაო. ხათუნას ქორწილში D&G-ს მიერ შეკერილი კაბა ეცვა. წყვილმა ჯვარი სტამბულში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა. ჯვრისწერის ცერემონიალი მამაომ ქართულ ენაზე აღასრულა, მგალობლებმა კი ბერძნულად იგალობეს. ქორწილში უფროსი თაობისთვის მიწვეული იყვნენ "ქართული ხმები", ნანი ბრეგვაძე და სხვა ქართველი მომღერლები. ახალგაზრდების განწყობაზე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა Earth, Wind & Fire იზრუნა.

ნიკა და ხათუნა ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ და პატარა ბიჭს ზრდიან.

ია სარქისოვა - მიხეილ მახარაძე

"რესო გარანტის" მფლობელის, სერგეი სარქისოვის ქალიშვილის ქორწილმა თვეების წინ რუსული პრესაც აალაპარაკა. ია სარქისოვამ ქართველ მამაკაცზე, მიხეილ მახარაძეზე იქორწინა. წყვილმა საქართველოში სამდღიანი ქორწილი გადაიხადა, რომელიც რუსმა ჟურნალისტებმა შემდეგნაირად შეაფასეს: „ჭამე, დალიე, იცეკვე, მერე ისევ ჭამე". სტუმრებისათვის იმღერეს: ნანი ბრეგვაძემ, ვახტანგ კიკაბიძემ, თამარ გვერდწითელმა და რუსმა ვარსკვლავებმა. კულმინაცია კი იყო რეპერი მედკონი, რომელმაც თავისი ჰიტი Beggin შეასრულა.

56 წლის სერგეი სარქისოვი რუსი მილიარდერია, რომელიც შარშანდელი მონაცემებით, Forbes-ის სიაში 106 ადგილს იკავებდა. სარქისოვა-მახარაძის წყვილი ამჟამად კალიფორნიაში ცხოვრობს.

თამუნა ნემსიწვერიძე - ირაკლი არშბა

2007 წლის ვიცე-მის საქართველოს ტიტულის მფლობელმა თამუნა ნემსიწვერიძემ 2009 წელს, მოსკოვში მცხოვრებ ირაკლი არშბაზე იქორწინა. თამუნას და ირაკლის ქორწილზე სტუმრები საქართველოდან ჩავიდნენ, მათ შორის იყვნენ თამუნას მეგობრებიც. ირაკლი არშბა რუსეთის დუმის მილიარდელი დეპუტატის ოთარ არშბას ვაჟია. ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-ერთი უმსხვილეს რუსულ სამთო-მეტალურგიულ კომპანიასთან, "ევრაზჰოლდინგთან". საერთაშორისო კვლევითი ცენტრის International Iron and Steel Institute-ის მონაცემებით, "ევრაზ ჯგუფი" (ყოფილი "ევრაზიაჰოლდინგი") მსოფლიოში მე-14 უმსხვილესი კომპანიაა მეტალურგიის სფეროში და რამდენიმე წლის წინ მისი კაპიტალიზაცია 42 მილიარდ დოლარს შეადგენდა. სხვა აქციონერებს შორის, "ევრაზ ჯგუფის" ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია რომან აბრამოვიჩიც. რაც შეეხება საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში ოთარ არშბას ბიზნესცენტრებს, არაოფიციალური მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში სავაჭრო სახლის, სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მფლობელია მისი მეუღლე მარინა ზენაიშვილი. დეპუტატის მეუღლის სახელს უკავშირდება ასევე "სახალხო აფთიაქის" და ყოფილი "სახალხო ბანკის", ამჟამად კი "ლიბერთი ბანკის" აქციების გარკვეული წილი.

თამუნამ და ირაკლიმ დაქორწინება მოკლე დროში გადაწყვიტეს და მყარი ოჯახი აქვთ. წყვილი რუსული ელიტური საღამოების სასურველი სტუმარია. მათ ორი შვილი ჰყავთ.

გიორგი ოქრიაშვილი - ნინო ქურიძე

ქართველი პარლამენტარის და ბიზნესმენის, კახა ოქრიაშვილის ვაჟი გიორგი ერთი წლის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ნინო ქურიძეა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში რესტორან "გუჯარში" გადაიხადა. ხელი "რედისონში" მოაწერეს, ჯვარი კი სვეტიცხოველში დაიწერეს. ნინოს და გიორგის ქორწილში დაცული იყო დრეს კოდი. ქორწილს უამრავი უცხოელი სტუმარი ესწრებოდა, სტუმრებს შორის იყვნენ ქართველი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

წყვილი ამჟამად ბავშვს ელოდება.

გიორგი ფიფია - ანანო მიქაძე

"დინამოს" მფლობელის ვაჟმა გიორგი ფიფიამ 2013 წელს მოცეკვავე ანანო მიქაძეზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი თბილისში გადაიხადა. ანანო და გიორგი საქართველოში ცხოვრობენ. მილიონერის რძალმა ცეკვას თავი დაანება და მთელ დროს ოჯახს და სამსახურს უთმობს. ანანო მიქაძე "ჰაიდელბერგცემენტში" პიარ-სამსახურის თანამშრომელია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

როდიდან გაიზრდება მინიმალური ანაზღაურება საქართველოში  - 23 ათასზე მეტ ადამიანს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი აქვს

რას ამბობს მეუფე იოანე მღვდლის განცხადებაზე, რომ მეუფე ზოსიმემ მასზე სექსუალური ძალადობა სცადა

სად მიდის რესტორნებში მორჩენილი საკვები საქართველოში?

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"