ტეხასელმა ქალმა 15 წლის წინ ხუთი შვილი დაახრჩო. დღეს ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია და დღეებს ბედნიერი ოჯახური ვიდეოების ყურებაში ატარებს, რომელზეც მისი ოთხი ვაჟი და ახალშობილი ქალიშვილი არიან აღბეჭდილები.
2001 წელს ანდრეა იეითსმა მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო, როდესაც საკუთარი ხუთი შვილი, რომელთაგან უფროსი - შვიდი წლის, უმცროსი კი ექვსი თვის იყო, სახლის აბაზანაში ერთმანეთის მიყოლებით დაახრჩო. მან ეს საუზმის დროს გააკეთა, სანამ ბავშვები ჭამდნენ, სათითაოდ გაყავდა ისინი აბაზანაში და ისე კლავდა, რომ სხვები ვერ მიმხვდარიყვნენ. 7 წლის ნოამ თითქმის მოახერხა გაქცევა, როდესაც თავისი ახალშობილი დის უსულო სხეული დაინახა, თუმცა დედამ დაიჭირა და ბოლოს ის გამოასალმა სიცოცხლეს. ქალმა შემდეგ პოლიციაში დარეკა. ქმარსაც დაურეკა და სთხოვა სახლში დაბრუნებულიყო.
ანდრეა იეითსი ახლა 51 წლისაა. მას არ აქვს უფლება ფსიქიატრიული კლინიკა დატოვოს და დიდი ალბათობით, ცხოვრებას მის კედლებში დაასრულებს. მას ხანგრძლივად ტანჯავდა დეპრესია. 1999 წელს ფსიქიატრიულში მკურნალობდა თვითმკვლელობის მცდელობის გამო, რაც ხუთი დღის მანძილზე ორჯერ სცადა. მან წამლების მიღება ქალიშვილზე ფეხმძიმობისას შეწყვიტა. ფსიქიატრი აფრთხილებდა, რომ მეტი შვილი აღარ გაეჩინა.
ქალის დეპრესია 2001 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ გაღრმავდა. ფსიქიატრმა ანდრეას ქმარს უთხრა კიდეც, რომ მისი ბავშვებთან მარტო დატოვება არ იქნებოდა მართებული. ქმარმა ანდრეა ერთი საათით დატოვა მარტო ბავშვებთან სწორედ იმ დღეს, როდესაც მან ისინი დახოცა. ქალმა სასამართლოზე განაცხადა, რომ იძულებული იყო მოეკლა შვილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სატანა დატანჯავდა.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo