აღმოსავლეთ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში, უახლოეს დღეებში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა-ელჭექით, ზოგან სეტყვა.
დღის განმავლობაში კი იქნება მზიანი ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღისით, მათ შორის თბილისში, 31-33 გრადუსი იქნება. ქარის შკვალური გაძლიერება მოსალოდნელია იმ რაიონებში, სადაც წვიმა-ელჭექით დაფიქსირდება. სეტყვა კი მოსალოდნელია კახეთში, მთიან და მაღალმთიან რაიონებში.
დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში კი მზიანი, უნალექო ამინდი შენარჩუნდება, თუმცა 23-24 ივნისს ღამისა და საღამოს საათებში იქაც იწვიმებს. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება არ მოხდება.