მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"3 გრადუს ყინვაში ოთახის ფორმაში იყვნენ... არც ერთს ფეხზე არ ეცვა" - როგორ აღწერს ქაფიაშვილების საქმის მთავარი გამომძიებელი შემთხვევის ადგილს
"3 გრადუს ყინვაში ოთახის ფორმაში იყვნენ... არც ერთს ფეხზე არ ეცვა" - როგორ აღწერს ქაფიაშვილების საქმის მთავარი გამომძიებელი შემთხვევის ადგილს

სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. დღეს ბრალ­დე­ბის მხა­რემ საქ­მის მთა­ვა­რი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­კი­თხა, რო­მელ­მაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა, რა ვი­თა­რე­ბა დახ­ვდათ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტივ-გა­მომ­ძი­ებ­ლის პა­ა­ტა ნო­ზა­ძის და­კი­თხვა სუ­რა­თებ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით მოხ­და. ბრალ­დე­ბუ­ლი მაგ­და პა­პი­ძე და­კი­თხვის სა­წყის ეტაპს და­ეს­წრო, თუმ­ცა მოკ­ლუ­ლი ომარ და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის ცხედ­რე­ბის სუ­რა­თე­ბის ჩვე­ნე­ბი­სას, პა­პი­ძემ დარ­ბა­ზი­დან გაყ­ვა­ნა ითხო­ვა, რად­გან შე­უძ­ლოდ გახ­და. გა­მომ­ძი­ებ­ლის და­კი­თხვა ბრალ­დე­ბუ­ლის გა­რე­შე გაგ­რძელ­და.

ნო­ზა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ომარ ქა­ფი­აშ­ვილს რო­გორც ზურ­გზე, ასე­ვე ტან­საც­მელ­ზე თრე­ვის კვა­ლი ეტყო­ბო­და. რო­გორც გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა კი­ნო­ლო­გებ­თან, ექ­სპერტ კრი­მი­ნა­ლის­ტებ­თან და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად ჩა­ა­ტა­რა. მისი ჩვე­ნე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ძაღ­ლმა სუნი სა­დარ­ბა­ზოს­თან აიღო, თუმ­ცა გზის სა­ვალ ნა­წილ­თან გა­ჩერ­და და გზა აღარ გა­აგ­რძე­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლი­ლებს, გა­მომ­ძი­ებ­ლის თქმით, ცხედ­რე­ბი სა­დარ­ბა­ზოს წინ, ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მან­ქა­ნას­თან აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს რო­გორც ზურ­გზე, ასე­ვე ტან­საც­მელ­ზე ეტყო­ბო­და თრე­ვის კვა­ლი. მი­ნუს სამი გრა­დუ­სი ყინ­ვა იყო და შე­უ­ფე­რებ­ლად ეცვა, ოთა­ხი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ფორ­მა­ში. ფეხ­ზე არ ეცვა. და­ზი­ა­ნე­ბა მარ­ჯვე­ნა მხა­რეს თავ­ში აქვს, სა­დაც ძვლის ფრაგ­მენ­ტე­ბი ჩან­და. ყუ­რიც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და. ბავ­შვს ნაც­რის­ფე­რი მოკ­ლე მკლა­ვე­ბი­ა­ნი ზედა ეცვა. ისიც ოთა­ხის პი­რო­ბე­ბის ჩაც­მუ­ლო­ბით იყო. ბავ­შვსაც არ ეცვა ფეხ­ზე. ოთა­ხის ცალი ჩუს­ტი თავ­თან ეგდო მე­ო­რე კი ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში. ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ფეხ­საც­მე­ლიც. ბავ­შვს პირ­თან ჰქონ­და ნაჭ­დე­ვი. ტუ­ჩის ად­გილ­ზე სი­წით­ლე ეტყო­ბო­და", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა ნო­ზა­ძემ.

გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნის კარ­ნიზ­ზე და სა­ბუ­რავ­ზე ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის სის­ხლი აღ­მოჩ­ნდა.

"დე­რე­ფან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი სის­ხლის კვა­ლი, შიგ­ნი­დან ანუ ოთა­ხი­დან გა­რეთ გა­დი­ო­და. ოთახ­ში დივ­ნის წინ მდგა­რი მა­გი­დის ქვეშ იყო მოწ­მენ­დი­ლი სის­ხლის კვა­ლი, რო­მე­ლიც ია­ტაკს ზო­ლად გას­დევ­და. სა­წოლ­ზე თეთ­რე­უ­ლი ახა­ლი გა­მოც­ვლი­ლი იყო", - აღ­ნიშ­ნა საქ­მის მთა­ვარ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"3 გრადუს ყინვაში ოთახის ფორმაში იყვნენ... არც ერთს ფეხზე არ ეცვა" - როგორ აღწერს ქაფიაშვილების საქმის მთავარი გამომძიებელი შემთხვევის ადგილს

"3 გრადუს ყინვაში ოთახის ფორმაში იყვნენ... არც ერთს ფეხზე არ ეცვა" - როგორ აღწერს ქაფიაშვილების საქმის მთავარი გამომძიებელი შემთხვევის ადგილს

საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი გრძელდება. დღეს ბრალდების მხარემ საქმის მთავარი გამომძიებელი დაკითხა, რომელმაც დეტალურად აღწერა, რა ვითარება დახვდათ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს.

თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის პაატა ნოზაძის დაკითხვა სურათებზე დაფიქსირებული შემთხვევის ადგილის მიხედვით მოხდა. ბრალდებული მაგდა პაპიძე დაკითხვის საწყის ეტაპს დაესწრო, თუმცა მოკლული ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების ცხედრების სურათების ჩვენებისას, პაპიძემ დარბაზიდან გაყვანა ითხოვა, რადგან შეუძლოდ გახდა. გამომძიებლის დაკითხვა ბრალდებულის გარეშე გაგრძელდა.

ნოზაძის ინფორმაციით, ომარ ქაფიაშვილს როგორც ზურგზე, ასევე ტანსაცმელზე თრევის კვალი ეტყობოდა. როგორც გამომძიებელმა დაკითხვისას განაცხადა შემთხვევის ადგილის დათვალიერება კინოლოგებთან, ექსპერტ კრიმინალისტებთან და სამედიცინო ექსპერტებთან ერთად ჩაატარა. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ ძაღლმა სუნი სადარბაზოსთან აიღო, თუმცა გზის სავალ ნაწილთან გაჩერდა და გზა აღარ გააგრძელა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, გამომძიებლის თქმით, ცხედრები სადარბაზოს წინ, ომარ ქაფიაშვილის ავტომანქანასთან აღმოაჩინეს.

"ომარ ქაფიაშვილის ცხედარს როგორც ზურგზე, ასევე ტანსაცმელზე ეტყობოდა თრევის კვალი. მინუს სამი გრადუსი ყინვა იყო და შეუფერებლად ეცვა, ოთახისათვის დამახასიათებელ ფორმაში. ფეხზე არ ეცვა. დაზიანება მარჯვენა მხარეს თავში აქვს, სადაც ძვლის ფრაგმენტები ჩანდა. ყურიც დაზიანებული ჰქონდა. ბავშვს ნაცრისფერი მოკლე მკლავებიანი ზედა ეცვა. ისიც ოთახის პირობების ჩაცმულობით იყო. ბავშვსაც არ ეცვა ფეხზე. ოთახის ცალი ჩუსტი თავთან ეგდო მეორე კი ავტომანქანაში. ავტომანქანაში აღმოჩნდა ომარ ქაფიაშვილის ფეხსაცმელიც. ბავშვს პირთან ჰქონდა ნაჭდევი. ტუჩის ადგილზე სიწითლე ეტყობოდა", - აღნიშნა პაატა ნოზაძემ.

გამომძიებელმა ასევე აღნიშნა, რომ ავტომანქანის კარნიზზე და საბურავზე ომარ ქაფიაშვილის სისხლი აღმოჩნდა.

"დერეფანში აღმოჩენილი სისხლის კვალი, შიგნიდან ანუ ოთახიდან გარეთ გადიოდა. ოთახში დივნის წინ მდგარი მაგიდის ქვეშ იყო მოწმენდილი სისხლის კვალი, რომელიც იატაკს ზოლად გასდევდა. საწოლზე თეთრეული ახალი გამოცვლილი იყო", - აღნიშნა საქმის მთავარმა გამომძიებელმა.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს