საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძვირადღირებული" საპირფარეშო ბათუმის ბულვარში
"ძვირადღირებული" საპირფარეშო ბათუმის ბულვარში

ბა­თუმ­ში ძვე­ლი ბულ­ვა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სას­ტუმ­რო "ინ­ტუ­რის­ტე­ბის" მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი სა­პირ­ფა­რე­შო 70 თეთ­რი ღირს. ეს შად­რევ­ნე­ბის პე­რი­მეტრზე ერ­თა­დერ­თი სა­პირ­ფა­რე­შოა, შე­სა­ბა­მი­სად, მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ბევ­რი ჰყავს.

"ეს არის ბიზ­ნე­სი, ფასს მე თვი­თონ ვა­რე­გუ­ლი­რებ" - ასე უპა­სუ­ხა სა­პირ­ფა­რე­შოს მფლო­ბელ­მა რო­მან კირ­კი­ტა­ძემ AMBEBI.GE-ს კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ ღირს მისი სა­პირ­ფა­რე­შო­თი სარ­გებ­ლო­ბა 70 თეთ­რი.

მფლო­ბელს ობი­ექ­ტი ბა­თუ­მის მე­რი­ის­გან იჯა­რით აქვს აღე­ბუ­ლი. მე­რი­ამ 2005 წელს ბულ­ვარ­ში სა­პირ­ფა­რე­შოს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე კონ­კურ­სი გა­მო­ა­ცხა­და. გა­მარ­ჯვე­ბულს ტე­რი­ტო­რია 49 წლით გა­და­ე­ცა, ყო­ველ­წლი­უ­რად კი 2 000 ლა­რის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

რო­მან კირ­კი­ტა­ძე აცხა­დებს, რომ ქა­ღალ­დი და ხელ­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გაძ­ვირ­და, შე­სა­ბა­მი­სად ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა მის ბიზ­ნეს­ზეც აი­სა­ხა. ბიზ­ნეს­მე­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­რის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გამო და აცხა­დებს, რომ სწო­რედ ეს გახ­და ფა­სე­ბის ზრდის მი­ზე­ზი:

"ქა­ღალ­დი, თუ ღირ­და 1.70 ლარი, ახლა ღირს 2-დან 3 ლა­რამ­დე. ყვე­ლა წუთ­ში ცვლი­ან ფა­სებს. ხელ­სა­ბა­ნი საპ­ნე­ბი, და­სა­სუფ­თა­ვე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ყვე­ლა­ფე­რი გაძ­ვირ­და და მეც შე­სა­ბა­მი­სად მო­ვუ­მა­ტე ფასს. მე რომ მის­ვამთ კი­თხვას, რა­ტომ გაძ­ვირ­და, მთავ­რო­ბას ჰკი­თხეთ, დო­ლარს რომ აუ­წე­ვენ-და­უ­წე­ვენ, ეკო­ნო­მი­კა რომ არაა სტა­ბი­ლუ­რი, რა გა­ვა­კე­თო? ზამ­თარ­შიც ეს ფასი მქონ­და და ზა­ფხულ­შიც. ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე შე­მო­სა­ვა­ლი მე­ტია, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ზამ­თარ­შიც მყავს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ისი­ნი ხომ უნდა შე­ვი­ნა­ხო, ხელ­ფა­სი არ მივ­ცე?" - აღ­ნიშ­ნა რო­მან კე­კე­ლი­ძემ.

კე­კე­ლი­ძეს სა­პირ­ფა­რე­შოს მიმ­დე­ბა­რედ ბულ­ვარ­ში წყლი­სა და გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბის ჯი­ხუ­რიც აქვს. მი­სი­ვე თქმით, ნა­ხე­ვარ ლიტრ წყალს ბი­თუ­მად 35 თეთ­რად ყი­დუ­ლობს, სა­ცა­ლოდ კი ჯი­ხურ­ში 1 ლა­რად ყი­დის.

ცნო­ბი­სათ­ვის, კი­დევ ერთი სა­პირ­ფა­რე­შო, რო­მე­ლიც ან­ბა­ნის კოშკთან მდე­ბა­რე­ობს, ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გას­ცა იჯა­რით და ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი არა­უ­მე­ტეს 50 თეთ­რი უნდა იყოს, ხოლო არა­სა­კუ­რორ­ტო სე­ზონ­ზე 30 თეთ­რი.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე ბა­თუ­მი­დან AMBEBI.GE-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"ძვირადღირებული" საპირფარეშო ბათუმის ბულვარში

"ძვირადღირებული" საპირფარეშო ბათუმის ბულვარში

ბათუმში ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, სასტუმრო "ინტურისტების" მიმდებარედ არსებული საპირფარეშო 70 თეთრი ღირს. ეს შადრევნების პერიმეტრზე ერთადერთი საპირფარეშოა, შესაბამისად, მომხმარებელიც ბევრი ჰყავს.

"ეს არის ბიზნესი, ფასს მე თვითონ ვარეგულირებ" - ასე უპასუხა საპირფარეშოს მფლობელმა რომან კირკიტაძემ AMBEBI.GE-ს კითხვაზე, თუ რატომ ღირს მისი საპირფარეშოთი სარგებლობა 70 თეთრი.

მფლობელს ობიექტი ბათუმის მერიისგან იჯარით აქვს აღებული. მერიამ 2005 წელს ბულვარში საპირფარეშოს მშენებლობაზე კონკურსი გამოაცხადა. გამარჯვებულს ტერიტორია 49 წლით გადაეცა, ყოველწლიურად კი 2 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

რომან კირკიტაძე აცხადებს, რომ ქაღალდი და ხელსაბანი საშუალებები გაძვირდა, შესაბამისად ფასების ცვლილება მის ბიზნესზეც აისახა. ბიზნესმენი უკმაყოფილებას გამოთქვამს მთავრობის მუშაობისა და ეროვნული ვალურის არასტაბილურობის გამო და აცხადებს, რომ სწორედ ეს გახდა ფასების ზრდის მიზეზი:

"ქაღალდი, თუ ღირდა 1.70 ლარი, ახლა ღირს 2-დან 3 ლარამდე. ყველა წუთში ცვლიან ფასებს. ხელსაბანი საპნები, დასასუფთავებელი საშუალებები ყველაფერი გაძვირდა და მეც შესაბამისად მოვუმატე ფასს. მე რომ მისვამთ კითხვას, რატომ გაძვირდა, მთავრობას ჰკითხეთ, დოლარს რომ აუწევენ-დაუწევენ, ეკონომიკა რომ არაა სტაბილური, რა გავაკეთო? ზამთარშიც ეს ფასი მქონდა და ზაფხულშიც. ზაფხულის სეზონზე შემოსავალი მეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ზამთარშიც მყავს თანამშრომლები და ისინი ხომ უნდა შევინახო, ხელფასი არ მივცე?" - აღნიშნა რომან კეკელიძემ.

კეკელიძეს საპირფარეშოს მიმდებარედ ბულვარში წყლისა და გაზიანი სასმელების ჯიხურიც აქვს. მისივე თქმით, ნახევარ ლიტრ წყალს ბითუმად 35 თეთრად ყიდულობს, საცალოდ კი ჯიხურში 1 ლარად ყიდის.

ცნობისათვის, კიდევ ერთი საპირფარეშო, რომელიც ანბანის კოშკთან მდებარეობს, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გასცა იჯარით და ზაფხულის სეზონზე მომსახურების საფასური არაუმეტეს 50 თეთრი უნდა იყოს, ხოლო არასაკურორტო სეზონზე 30 თეთრი.

ნინო ხოზრევანიძე ბათუმიდან AMBEBI.GE-სთვის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი