მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთაველი მოსწავლეების მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს
რუსთაველი მოსწავლეების მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს

დე­ზინ­ტე­რი­ის დი­აგ­ნო­ზით რუს­თა­ვის სა­ჯა­რო სკო­ლის 18 კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ა­თავ­სეს. რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ფექ­ცი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნილ 24-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უდ­გინ­დათ. რო­გორც გა­ირ­კვა, სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს, თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ბან­კე­ტი ჰქონ­დათ და სწო­რედ სუფ­რა­ზე მირ­თმე­უ­ლი საკ­ვე­ბით მო­ზარ­დე­ბი დე­ზინ­ტე­რი­ით და­ა­ვად­დნენ.

ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, "ყვე­ლა ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და რეს­ტო­რან­ში, სა­დაც მი­ი­ღეს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საკ­ვე­ბი. ძი­რი­თა­დად პა­ცი­ენ­ტე­ბი შე­მო­დი­ოდ­ნენ მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, მუც­ლის ტკი­ვი­ლით და გახ­ში­რე­ბუ­ლი ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბით, თით­ქმის ყვე­ლას მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის, მძი­მე შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია", - აღ­ნიშ­ნა ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა.

სკო­ლის 10 კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ამ დრომ­დე რჩე­ბა რუს­თა­ვის რე­ფე­რა­ლულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. რო­გორც AMBEBI.GE-ს ერთ-ერ­თმა მოს­წავ­ლემ გა­ნუ­ცხა­და, მათ ბან­კე­ტი თბი­ლის­ში, რეს­ტო­რან "ბერ­მუ­ხა­ში" გა­და­ი­ხა­დეს. AMBEBI.GE რეს­ტო­რან "ბერ­მუ­ხას" დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი ბა­რა­თელს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ბავ­შვე­ბი რეს­ტორ­ნის საკ­ვე­ბით მო­ი­წამლნენ.

"ჩვენ­თა­ნაც და სხვა ყვე­ლა შე­საძ­ლო ობი­ექ­ტზე მოხ­და შე­მოწ­მე­ბა, სა­დაც შე­საძ­ლოა ბავ­შვე­ბი ნაწ­ლა­ვუ­რი ინ­ფექ­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლიყ­ვნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გორ მუ­შა­ობს რუს­თა­ვის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა და შე­საძ­ლოა, წყლით მო­ი­წამლნენ ბავ­შვე­ბი. კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მოვ­რი­ცხავ მათ მო­წამ­ვლას ჩვე­ნი საკ­ვე­ბით", - გან­გვი­მარ­ტა ბა­რა­თელ­მა.

მომ­ხდარს უკვე სწავ­ლობს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო. "ჩვენ­მა სამ­სა­ხურ­მა ოპე­რა­ტი­უ­ლად მო­ახ­დი­ნა ფაქ­ტზე რე­ა­გი­რე­ბა, აღე­ბუ­ლია ნი­მუ­შე­ბი და დას­კვნა რამ­დე­ნი­მე დღე­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, ამის შემ­დეგ მი­ვი­ღებთ შე­სა­ბა­მის ზო­მებს" - აცხა­დე­ბენ სა­ა­გენ­ტოს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

მომ­ხმა­რე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე, ექ­სპერ­ტი მა­დო­ნა კო­ი­ძე ამ­ბობს, რომ თუ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტურ­და რეს­ტო­რან­ში მო­წამ­ვლის ფაქ­ტი, კვე­ბის ოფი­ექტს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დე­ბა:

"მაქვს ინ­ფორ­მა­ცია ამის თა­ო­ბა­ზე, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს და დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნა ამ ფაქ­ტზეც რე­ა­გი­რე­ბა. ახლა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სინ­ჯე­ბი ტარ­დე­ბა და შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, რამ გა­მო­იწ­ვია და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ აღ­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვე­ბი რეს­ტო­რან­ში მი­ღე­ბუ­ლი საკ­ვე­ბით მო­ი­წამლნენ და კრი­ტი­კუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­წეს­დე­ბა და ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრამ­დე რეს­ტო­რანს შე­უ­ჩერ­დე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბა", - აღ­ნიშ­ნა კო­ი­ძემ სა­უ­ბარ­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რუსთაველი მოსწავლეების მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს

რუსთაველი მოსწავლეების მოწამვლის ფაქტს სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს

დეზინტერიის დიაგნოზით რუსთავის საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საავადმყოფოში მოათავსეს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში გადაყვანილ 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნაწლავური ინფექციის დიაგნოზი დაუდგინდათ. როგორც გაირკვა, სკოლის კურსდამთავრებულებს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ბანკეტი ჰქონდათ და სწორედ სუფრაზე მირთმეული საკვებით მოზარდები დეზინტერიით დაავადდნენ.

ექიმის განმარტებით, "ყველა ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც მიიღეს მრავალფეროვანი საკვები. ძირითადად პაციენტები შემოდიოდნენ მაღალი ტემპერატურით, მუცლის ტკივილით და გახშირებული ნაწლავთა მოქმედებით, თითქმის ყველას მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, მძიმე შემთხვევა არ გვქონია", - აღნიშნა ჟურნალისტთან საუბარში ინფექციური განყოფილების უფროსმა.

სკოლის 10 კურსდამთავრებული ამ დრომდე რჩება რუსთავის რეფერალულ საავადმყოფოში. როგორც AMBEBI.GE-ს ერთ-ერთმა მოსწავლემ განუცხადა, მათ ბანკეტი თბილისში, რესტორან "ბერმუხაში" გადაიხადეს. AMBEBI.GE რესტორან "ბერმუხას" დირექტორს, გიორგი ბარათელს დაუკავშირდა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბავშვები რესტორნის საკვებით მოიწამლნენ.

"ჩვენთანაც და სხვა ყველა შესაძლო ობიექტზე მოხდა შემოწმება, სადაც შესაძლოა ბავშვები ნაწლავური ინფექციით დაავადებულიყვნენ. მოგეხსენებათ, როგორ მუშაობს რუსთავის წყალმომარაგება და შესაძლოა, წყლით მოიწამლნენ ბავშვები. კატეგორიულად გამოვრიცხავ მათ მოწამვლას ჩვენი საკვებით", - განგვიმარტა ბარათელმა.

მომხდარს უკვე სწავლობს სურსათის ეროვნული სააგენტო. "ჩვენმა სამსახურმა ოპერატიულად მოახდინა ფაქტზე რეაგირება, აღებულია ნიმუშები და დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ამის შემდეგ მივიღებთ შესაბამის ზომებს" - აცხადებენ სააგენტოს პრესსამსახურში.

მომხმარებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ექსპერტი მადონა კოიძე ამბობს, რომ თუ ლაბორატორიულად დადასტურდა რესტორანში მოწამვლის ფაქტი, კვების ოფიექტს სანქციები დაუწესდება:

"მაქვს ინფორმაცია ამის თაობაზე, სურსათის ეროვნული სააგენტო ეფექტურად მუშაობს და დროულად მოახდინა ამ ფაქტზეც რეაგირება. ახლა ლაბორატორიული სინჯები ტარდება და შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია დაინფიცირება. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ბავშვები რესტორანში მიღებული საკვებით მოიწამლნენ და კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა, სპეციალური სანქციები დაწესდება და ხარვეზების აღმოფხვრამდე რესტორანს შეუჩერდება საქმიანობა", - აღნიშნა კოიძემ საუბარში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი