საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიუბილეო Tbilisi Summer Set 2016-ის ჩატარების ადგილი და არტისტების სია უკვე ცნობილია
საიუბილეო Tbilisi Summer Set 2016-ის ჩატარების ადგილი და არტისტების სია უკვე ცნობილია

8 და 9 ივ­ლისს რი­გით მე­ხუ­თე, სა­ი­უ­ბი­ლეო Tbilisi Summer Set ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა (ყო­ფილ ლა­ბო­რა­ტო­რი­ის შე­ნო­ბა­ში).

წელს SET FEST 5 წლის ხდე­ბა, რაც აი­სა­ხე­ბა კი­დეც მო­ნა­წი­ლე არ­ტის­ტე­ბის სი­ა­ზე: მსმე­ნე­ლის მო­თხოვ­ნით ჩა­მოვ­ლენ 2015 წლის ზამ­თრის ღო­ნის­ძი­ე­ბის ჰედ­ლა­ი­ნე­რი ISHOME, ასე­ვე შარ­შან­დე­ლი Summer Set-ის ჰედ­ლა­ი­ნე­რი KIASMOS. ასე­ვე უზო­მოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი KOLLEKTIV TURMSTRASSE, ძა­ლი­ან მე­ლან­ქო­ლი­უ­რი EDUARDO DE LA CALLE, ნო­ვა­ტო­რი YokoO,- ჯამ­ში ორ­დღი­ა­ნი ფეს­ტი­ვა­ლი 30-მდე მუ­სი­კოსს უმას­პინ­ძლებს.

ფეს­ტი­ვალს ორი, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მო­მუ­შა­ვე სცე­ნა ექ­ნე­ბა: შე­ნო­ბა­ში მდე­ბა­რე სცე­ნა ტექ­ნო მუ­სი­კას და­ეთ­მო­ბა, რომ­ლის სა­ხე­ლია #onlylove ხოლო ღია ცის ქვეშ დად­გმუ­ლი სცე­ნა #musicunites, უფრო მე­ტად სა­ცეკ­ვაო და ექ­სპე­რი­მენ­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, ფეს­ტი­ვა­ლი წელ­საც შე­მო­იკ­რებს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის ხე­ლო­ვა­ნებს, და­ა­ფი­ნან­სებს მათ ნა­წილს და სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს შექ­მნან ახა­ლი თუ გა­მო­ი­ტა­ნონ ძვე­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

"2012 წელს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი Summer Set სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე ბიძ­გი იყო, რომ კლუ­ბუ­რი და სა­ფეს­ტი­ვა­ლო კულ­ტუ­რა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. იმ პე­რი­ოდ­ში მსგავ­სი მას­შტა­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლა­დაც კი ჟღერ­და. უკვე დღეს ამ სფე­რო­ში უამ­რა­ვი კონ­კუ­რენ­ტია, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფოც. გვი­ხა­რია, რომ სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეთ ამ კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში",-ამ­ბობს ფეს­ტი­ვა­ლის პიარ მე­ნე­ჯე­რი ნიკა დვა­ლი­ძე.

ის­ტო­რია:

SET FEST 2012 წელს და­არ­სდა. ის ჯერ ბა­თუმ­ში, ხოლო შემ­დეგ თბი­ლის­ში იმარ­თე­ბო­და. SET FEST პირ­ვე­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლია, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად 10 000-ზე მეტ ადა­მი­ანს ერთ სივ­რცე­ში აერ­თი­ა­ნებს და მსოფ­ლი­ო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ფეს­ტი­ვა­ლე­ბის კულ­ტუ­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე მე­ხუ­თე წე­ლია ამ­კვიდ­რებს.

ფეს­ტი­ვა­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რია ამ­ბე­ბი.გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საიუბილეო Tbilisi Summer Set 2016-ის ჩატარების ადგილი და არტისტების სია უკვე ცნობილია

საიუბილეო Tbilisi Summer Set 2016-ის ჩატარების ადგილი და არტისტების სია უკვე ცნობილია

8 და 9 ივლისს რიგით მეხუთე, საიუბილეო Tbilisi Summer Set ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება (ყოფილ ლაბორატორიის შენობაში).

წელს SET FEST 5 წლის ხდება, რაც აისახება კიდეც მონაწილე არტისტების სიაზე: მსმენელის მოთხოვნით ჩამოვლენ 2015 წლის ზამთრის ღონისძიების ჰედლაინერი ISHOME, ასევე შარშანდელი Summer Set-ის ჰედლაინერი KIASMOS. ასევე უზომოდ პოპულარული KOLLEKTIV TURMSTRASSE, ძალიან მელანქოლიური EDUARDO DE LA CALLE, ნოვატორი YokoO,- ჯამში ორდღიანი ფესტივალი 30-მდე მუსიკოსს უმასპინძლებს.

ფესტივალს ორი, პარალელურ რეჟიმში მომუშავე სცენა ექნება: შენობაში მდებარე სცენა ტექნო მუსიკას დაეთმობა, რომლის სახელია #onlylove ხოლო ღია ცის ქვეშ დადგმული სცენა #musicunites, უფრო მეტად საცეკვაო და ექსპერიმენტულ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული.

ტრადიციულად, ფესტივალი წელსაც შემოიკრებს სხვადასხვა მიმართულების ხელოვანებს, დააფინანსებს მათ ნაწილს და საშუალებას მისცემს შექმნან ახალი თუ გამოიტანონ ძველი ნამუშევრები.

“2012 წელს ჩამოყალიბებული Summer Set საქართველოს ბაზარზე ბიძგი იყო, რომ კლუბური და საფესტივალო კულტურა განვითარებულიყო. იმ პერიოდში მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ჩატარება წარმოუდგენლადაც კი ჟღერდა. უკვე დღეს ამ სფეროში უამრავი კონკურენტია, მათ შორის სახელმწიფოც. გვიხარია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ კულტურის განვითარებაში”,-ამბობს ფესტივალის პიარ მენეჯერი ნიკა დვალიძე.

ისტორია:

SET FEST 2012 წელს დაარსდა. ის ჯერ ბათუმში, ხოლო შემდეგ თბილისში იმართებოდა. SET FEST პირველი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად 10 000-ზე მეტ ადამიანს ერთ სივრცეში აერთიანებს და მსოფლიოში პოპულარული ელექტრონული მუსიკის ფესტივალების კულტურას საქართველოში უკვე მეხუთე წელია ამკვიდრებს.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერია ამბები.გე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება