სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი კაცები, რომლებიც ცოლების და შვილების მშობიარობას დაესწრნენ
ცნობილი ქართველი კაცები, რომლებიც ცოლების და შვილების მშობიარობას დაესწრნენ

მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე მა­მა­კა­ცის დას­წრე­ბამ, შე­საძ­ლოა, მის ფსი­ქი­კას ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს. ეს დას­კვნა, თა­ვის დრო­ზე, ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა გა­ა­კე­თეს.

მათი გან­მარ­ტე­ბით, ბავ­შვის და­ბა­დე­ბის პრო­ცე­სის ყუ­რე­ბა მა­მა­კა­ცის­თვის ბევ­რად რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნია, ვიდ­რე ქა­ლის­თვის მშო­ბი­ა­რო­ბა. იმა­საც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მშო­ბი­ა­რო­ბის პრო­ცეს­ზე მა­მა­კა­ცის დას­წრე­ბამ მის ნერ­ვებ­სა და გო­ნე­ბა­ზე შე­საძ­ლოა, ისე­თი­ვე გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს, რო­გორც ომში ბრძო­ლამ...

სი­ტუ­ა­ცია სა­ხი­ფა­თოა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ქალს მძი­მე მშო­ბი­ა­რო­ბა აქვს. ამი­ტომ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ქალ­ბა­ტო­ნებს ურ­ჩე­ვენ, ბავ­შვი მე­უღ­ლის თან­დას­წრე­ბით არ გა­ა­ჩი­ნონ და საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს გა­უფრ­თხილ­დნენ.

თუმ­ცა, რო­გორც ჩვენ­ში, ასე­ვე უცხო­ეთ­ში, მშო­ბი­ა­რო­ბას მე­უღ­ლე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მა­ინც ეს­წრე­ბა, მათ შო­რის არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე

გია ჯა­ჯა­ნი­ძე ყვე­ლა­ფერ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია და ალ­ბათ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მა­მაა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას და­ეს­წრო. "ჩემს შვილს ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბი­სას ტყუ­პი და­ე­ღუ­პა, ამის მერე ვგრძნობ­დი, ში­ნა­გა­ნად რო­გორ უჭირ­და, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, მის მშო­ბი­ა­რო­ბას დავ­სწრე­ბო­დი. როცა ჩემს სი­ძეს­თან ერ­თად მეც გა­მოვ­თქვი სურ­ვი­ლი, ექიმ­მა ხუმ­რო­ბით გვი­თხრა: მე­ზობ­ლე­ბიც ხომ არ გინ­დათ, რომ მო­ვიყ­ვა­ნოთ? ბა­რემ სახ­ლში ემ­შო­ბი­ა­რა, ყვე­ლა­ნი ერ­თად იქ­ნე­ბო­დი­თო. ამის შემ­დეგ მი­სია ქა­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს და­ვუთ­მე, რო­მელ­მაც ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში და­ტო­ვა ბლო­კი. შემ­დეგ მე შე­ვე­დი, სა­დაც ისე­თი ემო­ცი­ე­ბი და­მე­უფ­ლა, ვერც გად­მოვ­ცემ. ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბა სა­ყუ­რებ­ლად სა­ო­ცა­რი რამ ყო­ფი­ლა. მსგავ­სი რამ მა­ნამ­დე არ მი­ნა­ხავს და გან­მიც­დია", - ამ­ბობს გია. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის თქმით, სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კი­დან გა­მო­სულს მთე­ლი სხე­უ­ლი სტკი­ო­და და ემო­ცი­ე­ბის­გან გა­შე­შე­ბუ­ლი იყო. იმ დღი­დან მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა მისი შე­ხე­დუ­ლე­ბა ქა­ლის, დე­დის, შვი­ლის მი­მართ.

ნიკა წუ­ლუ­კი­ძე

მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას და­ეს­წრო თე­ატრმ­ცოდ­ნე ნიკა წუ­ლუ­კი­ძე და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნახა პირ­ვე­ლი შვი­ლის ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლი­ნე­ბა. ბლოკ­ში იმის გამო შე­ვი­და, რომ მე­უღ­ლე ძა­ლი­ან შე­ე­ცო­და და მარ­ტო ვერ და­ტო­ვა, ამი­ტომ მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე დას­წრე­ბის გა­და­წყვეტ­ლე­ბა მი­ი­ღო. "მა­მა­კა­ცებ­მა ეს უნდა შეძ­ლონ, რად­გან იცოდ­ნენ, რა ტან­ჯვას იტანს ქალი შვი­ლის და­ბა­დე­ბი­სას, რომ შემ­დგომ მე­უღ­ლეს გული არა­ფერ­ზე დას­წყვი­ტონ. თან, ძა­ლი­ან მა­გა­რი გრძნო­ბაა, ამ ყვე­ლა­ფერს რომ უყუ­რებ. თუმ­ცა თეკ­ლამ ყვე­ლა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მის გა­რე­შე იმ­შო­ბი­ა­რა", - თქვა ბლო­კი­დან გა­მო­სულ­მა ნი­კამ.

კახა არა­ბი­ძე

ტე­ლე­წამ­ყვან ანი გი­უნ­ტე­რის ქმა­რი ორი­ვე ბავ­შვის და­ბა­დე­ბას და­ეს­წრო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლი მამ­კა­ცე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ამას ვერ რის­კავს, კახა არა­ბი­ძემ ეს შეძ­ლო. ანი გი­უნ­ტე­რი: "ჩემი მშო­ბი­ა­რო­ბა ძა­ლი­ან კლა­სი­კუ­რად მი­დის ხოლ­მე, ისე რო­გორც ფილ­მებ­შია, მშვი­დად და მა­ლე­ვე მთავ­რდე­ბა პრო­ცე­სი, ამი­ტომ ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემ­მა მე­უღ­ლემ რა­ი­მე სტრე­სი მი­ი­ღო... თან, სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ვაჟ­კა­ცუ­რად გა­და­ვი­ტან­დი იმ ყვე­ლა­ფერს, ნამ­დვი­ლად არ და­ვას­წრებ­დი მშო­ბი­ა­რო­ბას, არ მაქვს სურ­ვი­ლი, ქმარ­მა ჩემს კი­ვილ-წი­ვილს უყუ­როს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვთხოვ­დი, გა­რეთ გა­სუ­ლი­ყო. სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვი­ლე­ბის დროს ხმაც არ ამო­მი­ღია, ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია ყვი­რილ­სა და ტი­რილ­ზე".

ბაჩო ქა­ჯა­ია

მსა­ხი­ო­ბი ბაჩო ქა­ჯა­ია შვი­ლე­ბის და­ბა­დე­ბას და­ეს­წრო (სამი შვი­ლის მა­მაა). მას და მის მე­უღ­ლეს თა­ვი­დან­ვე სურ­ვი­ლი ჰქონ­დათ, ბაჩო სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში ყო­ფი­ლი­ყო და ამის შე­სა­ხებ ექი­მიც საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნეს. "გა­რეთ რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ვი­ნერ­ვი­უ­ლებ­დი, რად­გან არ მე­ცო­დი­ნე­ბო­და, შიგ­ნით რა ხდე­ბა. ასეთ დროს ადა­მი­ა­ნის ფიქ­რე­ბი ცუ­დის­კენ მი­დის. ექთან­მა და­მი­ძა­ხა, შე­გიძ­ლია, სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში შეხ­ვი­დეო, მაგ­რამ მა­ი­ძუ­ლებ­და, იქ­ნებ გა­და­ი­ფიქ­როო. როცა ვერ გა­და­მარ­წმუ­ნა, ბლოკ­ში შე­ვე­დი და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდა," - თქვა ბა­ჩომ. მი­აჩ­ნია, რომ შვი­ლის და­ბა­დე­ბა სას­წა­უ­ლია, რაც არ უნდა გა­მო­ტო­ვო. იმ დროს მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ებს იღებს ადა­მი­ა­ნი... "არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა ჩემი შვი­ლის პირ­ვე­ლი ამო­სუნ­თქვა და და­ნახ­ვა".

თემო მჟა­ვია

იუ­მო­რის­ტი თემო მჟა­ვი­აც და­ეს­წრო შვი­ლის და­ბა­დე­ბას, მი­აჩ­ნია, რომ ამით ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო. "მა­ნამ­დე მშო­ბი­ა­რო­ბა მარ­ტი­ვი მე­გო­ნა. ვფიქ­რობ­დი, ქალს შე­იყ­ვა­ნენ, 15 წუთ­ში ბავ­შვი გაჩ­ნდე­ბა, მო­გი­ლო­ცა­ვენ, შამ­პა­ნუ­რი გა­იხ­სნე­ბა-მეთ­ქი... მშო­ბი­ა­რო­ბა ჯა­დოს­ნუ­რი, მა­გი­უ­რი პრო­ცე­სი ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი­მე დღე გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. თურ­მე ქა­ლებს სა­კუ­თარ თავ­ზე რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლის აღე­ბა უწევთ".

ირაკ­ლი კე­ი­დია

მსა­ხი­ობ ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას მე­უღ­ლე ირაკ­ლი კე­ი­დია და­ეს­წრო, რა­საც ნან­კა ასე იხ­სე­ნებს: "და­ეს­წრო არ ჰქვია იმას, ირაკ­ლიმ მი­ი­ღო მშო­ბი­ა­რო­ბა! ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თი­დან ერ­თად ვი­ყა­ვით პა­ლა­ტა­ში და ბოლო წუ­თამ­დე გვერ­დი­დან არ მომ­შო­რე­ბია. ჩემ­მა ექიმ­მა მი­თხრა, - მომ­ხრე ვარ, მა­მე­ბი შვი­ლის და­ბა­დე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნე­ნო. თუმ­ცა მძი­მე პრო­ცე­სია, მაგ­რამ მე­უღ­ლე რომ არ მყო­ლო­და გვერ­დით, ალ­ბათ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. იმ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რას მი­ცხა­დებ­და, რომ მისი მხარ­და­ჭე­რა მამ­ხნე­ვებ­და... ირაკ­ლი მშვი­დია და მშო­ბი­ა­რო­ბის დრო­საც ძა­ლი­ან მა­წყა­რებ­და. როცა პა­ტა­რა და­ი­ბა­და, ირაკ­ლიმ თქვა, შვი­ლის და­ბა­დე­ბა ყვე­ლა კაც­მა უნდა ნა­ხოს, რა დღე­ში ყო­ფილ­ხართ ქა­ლე­ბი, ამას ვერც ერთი კაცი გა­და­ი­ტან­სო".

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე მომ­ღე­რა­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვაც და­ეს­წრო ცო­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას და ამ საქ­ცი­ე­ლით მე­უღ­ლეს დიდი მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და.

ნოდი ლან­დია (სოფო გე­ლო­ვა­ნის მე­უღ­ლე)

სოფო გე­ლო­ვა­ნი და ნოდი ლან­დია ორი ბი­ჭის მშობ­ლე­ბი არი­ან. მომ­ღე­რალს მე­უღ­ლე და მა­მამ­თი­ლი გი­ნე­კო­ლო­გე­ბი ჰყავს, ამი­ტომ ფეხ­მძი­მო­ბი­სას ოჯახ­შიც კი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო. მი­უ­ხე­და­ვად პრო­ფე­სი­ი­სა, ნო­დის მა­ინც გა­უ­ჭირ­და სო­ფოს მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე დას­წრე­ბა: "პირ­ვე­ლი შვი­ლი რომ გაჩ­ნდა, მე­უღ­ლე აქ არ იყო, რა­ზეც და­ნაკ­ლი­სი მქონ­და, ამი­ტომ მინ­დო­და, მე­ო­რე­ზე ჩემ­თან ერ­თად ყო­ფი­ლი­ყო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე­გო­ნა, საქ­მე-საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბო­და, ვე­ტყო­დი, არ და­ეს­წრო-მეთ­ქი, მაგ­რამ მო­მინ­და, ჩემ­თან ყო­ფი­ლი­ყო, იმ დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გჭირ­დე­ბა ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გვერ­დში გე­ყო­ლე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას მშო­ბი­ა­რო­ბა­ზე დას­წრე­ბის დიდი სურ­ვი­ლი არ ჰქო­ნია, ეს ჩემ გამო შეძ­ლო, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. მარ­თა­ლია, თა­ვად გი­ნე­კო­ლო­გია და ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის ახა­ლი არ იყო, მა­ინც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც ეს პრო­ცე­სი დიდ გან­ცდებს უკავ­შირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, როცა საქ­მე შენი ოჯა­ხის წევ­რს ეხე­ბა", - აღ­ნიშ­ნავს სოფო.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ცნობილი ქართველი კაცები, რომლებიც ცოლების და შვილების მშობიარობას დაესწრნენ

ცნობილი ქართველი კაცები, რომლებიც ცოლების და შვილების მშობიარობას დაესწრნენ

მშობიარობაზე მამაკაცის დასწრებამ, შესაძლოა, მის ფსიქიკას ზიანი მიაყენოს. ეს დასკვნა, თავის დროზე, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გააკეთეს.

მათი განმარტებით, ბავშვის დაბადების პროცესის ყურება მამაკაცისთვის ბევრად რთული გადასატანია, ვიდრე ქალისთვის მშობიარობა. იმასაც ამტკიცებენ, რომ მშობიარობის პროცესზე მამაკაცის დასწრებამ მის ნერვებსა და გონებაზე შესაძლოა, ისეთივე გავლენა მოახდინოს, როგორც ომში ბრძოლამ...

სიტუაცია სახიფათოა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალს მძიმე მშობიარობა აქვს. ამიტომ, სპეციალისტები ქალბატონებს ურჩევენ, ბავშვი მეუღლის თანდასწრებით არ გააჩინონ და საყვარელ ადამიანს გაუფრთხილდნენ.

თუმცა, როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში, მშობიარობას მეუღლეების გარკვეული ნაწილი მაინც ესწრება, მათ შორის არაერთი ცნობილი ადამიანი.

გია ჯაჯანიძე

გია ჯაჯანიძე ყველაფერში გამორჩეულია და ალბათ ერთ-ერთი პირველი მამაა, რომელიც საკუთარი ქალიშვილის მშობიარობას დაესწრო. "ჩემს შვილს ნაადრევი მშობიარობისას ტყუპი დაეღუპა, ამის მერე ვგრძნობდი, შინაგანად როგორ უჭირდა, ამიტომაც გადავწყვიტე, მის მშობიარობას დავსწრებოდი. როცა ჩემს სიძესთან ერთად მეც გამოვთქვი სურვილი, ექიმმა ხუმრობით გვითხრა: მეზობლებიც ხომ არ გინდათ, რომ მოვიყვანოთ? ბარემ სახლში ემშობიარა, ყველანი ერთად იქნებოდითო. ამის შემდეგ მისია ქალიშვილის მეუღლეს დავუთმე, რომელმაც ნახევარ საათში დატოვა ბლოკი. შემდეგ მე შევედი, სადაც ისეთი ემოციები დამეუფლა, ვერც გადმოვცემ. ახალი სიცოცხლის დაბადება საყურებლად საოცარი რამ ყოფილა. მსგავსი რამ მანამდე არ მინახავს და განმიცდია", - ამბობს გია. ტელეწამყვანის თქმით, სამშობიარო ბლოკიდან გამოსულს მთელი სხეული სტკიოდა და ემოციებისგან გაშეშებული იყო. იმ დღიდან მთლიანად შეიცვალა მისი შეხედულება ქალის, დედის, შვილის მიმართ.

ნიკა წულუკიძე

მეუღლის მშობიარობას დაესწრო თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე და საკუთარი თვალით ნახა პირველი შვილის ამქვეყნად მოვლინება. ბლოკში იმის გამო შევიდა, რომ მეუღლე ძალიან შეეცოდა და მარტო ვერ დატოვა, ამიტომ მშობიარობაზე დასწრების გადაწყვეტლება მიიღო. "მამაკაცებმა ეს უნდა შეძლონ, რადგან იცოდნენ, რა ტანჯვას იტანს ქალი შვილის დაბადებისას, რომ შემდგომ მეუღლეს გული არაფერზე დასწყვიტონ. თან, ძალიან მაგარი გრძნობაა, ამ ყველაფერს რომ უყურებ. თუმცა თეკლამ ყველანაირი პრობლემის გარეშე იმშობიარა", - თქვა ბლოკიდან გამოსულმა ნიკამ.

კახა არაბიძე

ტელეწამყვან ანი გიუნტერის ქმარი ორივე ბავშვის დაბადებას დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მამკაცების უმეტესობა, ამას ვერ რისკავს, კახა არაბიძემ ეს შეძლო. ანი გიუნტერი: "ჩემი მშობიარობა ძალიან კლასიკურად მიდის ხოლმე, ისე როგორც ფილმებშია, მშვიდად და მალევე მთავრდება პროცესი, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ჩემმა მეუღლემ რაიმე სტრესი მიიღო... თან, საკუთარ თავში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ვაჟკაცურად გადავიტანდი იმ ყველაფერს, ნამდვილად არ დავასწრებდი მშობიარობას, არ მაქვს სურვილი, ქმარმა ჩემს კივილ-წივილს უყუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვთხოვდი, გარეთ გასულიყო. სამშობიარო ტკივილების დროს ხმაც არ ამომიღია, ლაპარაკი ზედმეტია ყვირილსა და ტირილზე".

ბაჩო ქაჯაია

მსახიობი ბაჩო ქაჯაია შვილების დაბადებას დაესწრო (სამი შვილის მამაა). მას და მის მეუღლეს თავიდანვე სურვილი ჰქონდათ, ბაჩო სამშობიარო ბლოკში ყოფილიყო და ამის შესახებ ექიმიც საქმის კურსში ჩააყენეს. "გარეთ რომ დავრჩენილიყავი, ვინერვიულებდი, რადგან არ მეცოდინებოდა, შიგნით რა ხდება. ასეთ დროს ადამიანის ფიქრები ცუდისკენ მიდის. ექთანმა დამიძახა, შეგიძლია, სამშობიარო ბლოკში შეხვიდეო, მაგრამ მაიძულებდა, იქნებ გადაიფიქროო. როცა ვერ გადამარწმუნა, ბლოკში შევედი და ყველაფერი კარგად დამთავრდა," - თქვა ბაჩომ. მიაჩნია, რომ შვილის დაბადება სასწაულია, რაც არ უნდა გამოტოვო. იმ დროს მხოლოდ სასიამოვნო ემოციებს იღებს ადამიანი... "არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილის პირველი ამოსუნთქვა და დანახვა".

თემო მჟავია

იუმორისტი თემო მჟავიაც დაესწრო შვილის დაბადებას, მიაჩნია, რომ ამით ცხოვრებაში ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო. "მანამდე მშობიარობა მარტივი მეგონა. ვფიქრობდი, ქალს შეიყვანენ, 15 წუთში ბავშვი გაჩნდება, მოგილოცავენ, შამპანური გაიხსნება-მეთქი... მშობიარობა ჯადოსნური, მაგიური პროცესი ყოფილა. რამდენიმე დღე გაოგნებული ვიყავი. თურმე ქალებს საკუთარ თავზე რამხელა ტკივილის აღება უწევთ".

ირაკლი კეიდია

მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის მშობიარობას მეუღლე ირაკლი კეიდია დაესწრო, რასაც ნანკა ასე იხსენებს: "დაესწრო არ ჰქვია იმას, ირაკლიმ მიიღო მშობიარობა! ღამის პირველი საათიდან ერთად ვიყავით პალატაში და ბოლო წუთამდე გვერდიდან არ მომშორებია. ჩემმა ექიმმა მითხრა, - მომხრე ვარ, მამები შვილის დაბადებას ესწრებოდნენო. თუმცა მძიმე პროცესია, მაგრამ მეუღლე რომ არ მყოლოდა გვერდით, ალბათ გამიჭირდებოდა. იმხელა მხარდაჭერას მიცხადებდა, რომ მისი მხარდაჭერა მამხნევებდა... ირაკლი მშვიდია და მშობიარობის დროსაც ძალიან მაწყარებდა. როცა პატარა დაიბადა, ირაკლიმ თქვა, შვილის დაბადება ყველა კაცმა უნდა ნახოს, რა დღეში ყოფილხართ ქალები, ამას ვერც ერთი კაცი გადაიტანსო".

ირაკლი ფირცხალავა

რუსეთში მოღვაწე მომღერალი ირაკლი ფირცხალავაც დაესწრო ცოლის მშობიარობას და ამ საქციელით მეუღლეს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა.

ნოდი ლანდია (სოფო გელოვანის მეუღლე)

სოფო გელოვანი და ნოდი ლანდია ორი ბიჭის მშობლები არიან. მომღერალს მეუღლე და მამამთილი გინეკოლოგები ჰყავს, ამიტომ ფეხმძიმობისას ოჯახშიც კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მიუხედავად პროფესიისა, ნოდის მაინც გაუჭირდა სოფოს მშობიარობაზე დასწრება: "პირველი შვილი რომ გაჩნდა, მეუღლე აქ არ იყო, რაზეც დანაკლისი მქონდა, ამიტომ მინდოდა, მეორეზე ჩემთან ერთად ყოფილიყო. სიმართლე გითხრათ, მეგონა, საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა, ვეტყოდი, არ დაესწრო-მეთქი, მაგრამ მომინდა, ჩემთან ყოფილიყო, იმ დროს განსაკუთრებით გჭირდება ახლობელი ადამიანი, რომელიც გვერდში გეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ მას მშობიარობაზე დასწრების დიდი სურვილი არ ჰქონია, ეს ჩემ გამო შეძლო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. მართალია, თავად გინეკოლოგია და ეს ყველაფერი მისთვის ახალი არ იყო, მაინც რთული აღმოჩნდა, რადგანაც ეს პროცესი დიდ განცდებს უკავშირდება, მით უმეტეს, როცა საქმე შენი ოჯახის წევრს ეხება", - აღნიშნავს სოფო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს - სამთავისის ეკლესიის წინაშე ვფიცავ..." - ზაზა გახელაძის მამა

"AstraZeneca-ს და Pfizer-ის შერევით,  უფრო მძაფრი იმუნიტეტის წარმოქმნის ალბათობას ვარაუდობენ" - ნანა გეგეჭკორი

"5 ლარი მაქვს ჯიბეში და იმით მოვდივარ უკან" - გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს