Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგდა პაპიძის დედა და ომარ ქაფიაშვილის დედა პოლიციაში გადაიყვანეს
მაგდა პაპიძის დედა და ომარ ქაფიაშვილის დედა პოლიციაში გადაიყვანეს

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი უკვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის დე­და­სა და დას და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ამ დრო­ის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მომ­ხდარ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, მათ შო­რის მაგ­და პა­პი­ძის დედა, ლია შა­მუ­გია და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დედა და­რე­ჯან მინ­დი­კა­უ­რი და­სა­კი­თხად პო­ლი­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ცე­მის მუხ­ლი­თაა და­წყე­ბუ­ლი.

დღეს მაგ­და პა­პი­ძის და ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ორ­ჯერ მოხ­და. პირ­ვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­წყე­ბამ­დე მოხ­და, მე­ო­რე კი, ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლოს სა­პირ­ფა­რე­შო­ში.

რო­გორც ქა­ფი­აშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­სულ ომარ ქა­ფი­აშ­ვი­ლის დე­დას, და­რე­ჯან მინ­დი­კა­ურს მაგ­და პა­პი­ძის დე­დამ ხელი და­არ­ტყა. ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მა­კა­ცე­ბიც ჩა­ერ­თნენ, თუმ­ცა და­პი­რის­პი­რე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მა­ლე­ვე გან­მუხ­ტეს.

ქა­ფი­აშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ მაგ­და პა­პი­ძის დე­დი­სა და დის მიერ იყო პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სა­პირ­ფა­რე­შო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვიდ­ნენ იმ დროს, როცა და­რე­ჯან მინ­დი­კა­უ­რი იქ იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცე­ბენ ლია შა­მუ­გია და ლანა პა­პი­ძე. რო­გორც ისი­ნი აცხა­დე­ბენ, ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ქა­ფი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის მიერ იყო ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი.

მაგ­და პა­პი­ძის საქ­მეს ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მიზ­ნით მაგ­და პა­პი­ძემ მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი მოკ­ლა. ომარ და თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბი 2015 წლის 19 დე­კემ­ბერს გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მე­უღ­ლი­სა და შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით მაგ­და პა­პი­ძე 20 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მაგდა პაპიძის დედა და ომარ ქაფიაშვილის დედა პოლიციაში გადაიყვანეს

მაგდა პაპიძის დედა და ომარ ქაფიაშვილის დედა პოლიციაში გადაიყვანეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ დაპირისპირებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამომძიებლები უკვე იმყოფებოდნენ სასამართლოში, სადაც მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედასა და დას და ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მათ შორის მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია და ომარ ქაფიაშვილის დედა დარეჯან მინდიკაური დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება ცემის მუხლითაა დაწყებული.

დღეს მაგდა პაპიძის და ომარ ქაფიაშვილის ახლობლებს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. პირველი დაპირისპირება სასამართლო სხდომის დაწყებამდე მოხდა, მეორე კი, ცოტა მოგვიანებით, სასამართლოს საპირფარეშოში.

როგორც ქაფიაშვილის ახლობლები აცხადებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა. ფიზიკური დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ, თუმცა დაპირისპირება მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მალევე განმუხტეს.

ქაფიაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედისა და დის მიერ იყო პროვოცირებული. როგორც ისინი ამბობენ, ეს ადამიანები საპირფარეშოში სპეციალურად შევიდნენ იმ დროს, როცა დარეჯან მინდიკაური იქ იმყოფებოდა.

საპირისპიროს ამტკიცებენ ლია შამუგია და ლანა პაპიძე. როგორც ისინი აცხადებენ, ფიზიკური დაპირისპირება ქაფიაშვილის ოჯახის წევრების მიერ იყო ინსპირირებული.

მაგდა პაპიძის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

გამოძიების ვერსიით, ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობის გაგრძელების მიზნით მაგდა პაპიძემ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი მოკლა. ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის 19 დეკემბერს გარდაცვლილები იპოვეს. სამართალდამცველებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით მაგდა პაპიძე 20 დეკემბერს დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ