თვითმხილველის მტკიცებით, მაგდა პაპიძის დედამ ომარ ქაფიაშვილის დედას ხელი დაარტყა

თვითმხილველის მტკიცებით, მაგდა პაპიძის დედამ ომარ ქაფიაშვილის დედას ხელი დაარტყა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლული ომარ ქაფიაშვილისა და ბრალდებული მაგდა პაპიძის ახლობლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც ქაფიაშვილის ახლობლები ამტკიცებენ, საპირფარეშოში შესულ ომარ ქაფიაშვილის დედას, დარეჯან მინდიკაურს მაგდა პაპიძის დედამ ხელი დაარტყა. ფიზიკურ დაპირისპირებაში მოგვიანებით მამაკაცებიც ჩაერთნენ.

ქაფიაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ დაპირისპირება ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის დედისა და დის მიერ იყო პროვოცირებული. როგორც ისინი ამტკიცებენ, პაპიძეები საპირფარეშოში სპეციალურად შევიდნენ იმ დროს, როცა დარეჯან მინდიკაური იქ იმყოფებოდა.

ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. როგორც ისინი ამბობენ, ომარ ქაფიაშვილის დედის რეპლიკაზე ლია შამუგიამ რეაგირება ხელის დარტყმით მოახდინა. "შენს სისხლს დავლევო ეუბნებოდა მაგდას დედა ლილის (დარეჯან მინდიკაურს)" - აცხადებს ქაფიაშვილების ოჯახის ახლობელი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ დარეჯან მინდიკაურისთვის ხელის დარტყმის შემდეგ, მაგდა პაპიძის დედის ლია შამუგიას მისამართით ვიღაცამ ჩანთა ისროლა. საპირფარეშოში ამის შემდეგ შევიდა რამდენიმე მამაკაცი, რომლებიც ქაფიაშვილების ოჯახის ახლობლები არიან.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

დაპირისპირებაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე და დედა ლია შამუგია. როგორც ისინი ამბობენ ჩხუბი ქაფიაშვილების ოჯახის წევრების მიერ იყო პროვოცირებული და პირველად ხელი ლია შამუგიას დაარტყეს.

მხარეებს შორის დაპირისპირება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა განმუხტეს.

წაიკითხეთ: "მემუქრება, შენი სისხლით უნდა მოვრწყა სადარბაზოო" - მაგდა პაპიძის და და დედა მოკლული ომარ ქაფიაშვილის ოჯახის წევრებს დაუპირისპირდნენ

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ