მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი მკვლელები, რომლებიც მართლმსაჯულებას დაუძვრნენ
სასტიკი მკვლელები, რომლებიც მართლმსაჯულებას დაუძვრნენ

კარ­გია იმის გა­აზ­რე­ბა, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა ჯერ კი­დევ მუ­შა­ობს და მკვლე­ლებს იჭერს, რათა მათ სა­მარ­თლი­ა­ნად მი­უ­ზღოს ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის, თუმ­ცა არ­სე­ბობს ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა. ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ყვე­ლა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, სხვა­დას­ხვა დროს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოხ­და:

3 წლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კე­ი­სი ენ­ტო­ნი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს

დღეს­დღე­ო­ბით კე­ი­სი ენ­ტო­ნი გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე სა­ძულ­ვე­ლი ქალი ამე­რი­კა­ში, თუ მსოფ­ლი­ო­ში არა. 2008 წელს ორ­ლან­დო­ში მომ­ხდარ­მა მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი აშშ შეძ­რა. კე­ი­სი ენ­ტო­ნის 3 წლის გო­გო­ნა კე­ი­ლი უკ­ვა­ლოდ და­ი­კარ­გა, რის შე­სა­ხე­ბაც ბავ­შვის ბე­ბი­ამ, სინ­დიმ 911-ში ერთი თვის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ბავ­შვი 31 დღეა არ უნა­ხავს, მისი ქა­ლიშ­ვი­ლის მან­ქა­ნა­ში კი გვა­მის სუნი იყო. კე­ი­სი ბავ­შვის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ დე­დას სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ას ეუბ­ნე­ბო­და, ბო­ლოს გა­მო­უ­ტყდა, რომ ბავ­შვი და­ი­კარ­გა...

კე­ი­სი 21 წლის იყო. წვე­უ­ლე­ბებ­ზე და­დი­ო­და, სვამ­და, მო­ნა­წი­ლე­ობ­და კონ­კურ­სში "ცხე­ლი სხე­უ­ლი" და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ადარ­დებ­და შვი­ლი. რო­დე­საც, ბო­ლოს და ბო­ლოს, ბავ­შვის ცხე­და­რი ენ­ტო­ნის სახ­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ტყე­ში იპო­ვეს, ქალი სა­სა­მარ­თლო­ში მოხ­ვდა.

ბრალ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი იყო - ქა­ლის ავ­ტო­მო­ბილ­ში ცხედ­რის სუნი იდგა, იმ ად­გი­ლას, სა­დაც ბავ­შვის გვა­მი იპო­ვეს, აღ­მო­ა­ჩი­ნეს სამ­ხი­ლე­ბი - სა­ბა­ნი და ეტი­კე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კე­ი­სის სახ­ლის თეთ­რე­უ­ლის კომ­პლექტს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. თა­ნაც დედა გა­მუდ­მე­ბით ტყუ­ო­და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. მი­უ­ხე­და­ვად სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნი­სა, რო­მე­ლიც 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და 90 მოწ­მი­სა, ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ვერ­დიქ­ტი თათ­ბი­რის მე­ო­რე დღეს­ვე გა­მო­ი­ტა­ნეს - კე­ი­სი ენ­ტო­ნის შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნა.

პო­ლი­ცი­ე­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი რო­ბერტ ბლე­ი­ქი ცო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის არ დას­ჯი­ლა

რო­ბერტ ბლე­ი­ქი, ცნო­ბი­ლი რო­გორც პო­ლი­ცი­ე­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სე­რი­ალ­ში "ბა­რე­ტა", რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კა­ნონ­მორ­ჩი­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. 2001 წლის 4 მა­ისს ბლე­ი­ქი და მისი იმ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე ბონი ლი ბაკ­ლი, რეს­ტო­რან­ში ვახ­შმობ­დნენ. წყვილ­მა მან­ქა­ნა ბნელ ვიწ­რო ქუ­ჩა­ზე და­ტო­ვეს რეს­ტორ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე კვარ­ტალ­ში. ვახ­შმის შემ­დეგ ცოლ-ქმა­რი მან­ქა­ნის­კენ გა­ე­მარ­თა. ბლე­ი­ქის თქმით, მას გა­ახ­სენ­და, რომ ია­რა­ღი რეს­ტო­რან­ში დარ­ჩა. რო­დე­საც ავ­ტო­მო­ბილ­თან დაბ­რუნ­და, მოკ­ლუ­ლი მე­უღ­ლე აღ­მო­ა­ჩი­ნა - ქალს ტყვია თავ­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. საქ­მე, რო­მელ­საც მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი დიდი ინ­ტე­რე­სით აშუ­ქებ­დნენ, მარ­ტი­ვი და იო­ლად და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლი ჩან­და: 2 ადა­მი­ა­ნი იყო მოწ­მე, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და ბლე­ი­ქი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბის დაკ­ვე­თას, თა­ნაც იმ სა­ღა­მოს ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ო­და. თუმ­ცა, იგი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ლიზი ბორ­დე­ნი და ნა­ჯა­ხი...

ლიზი ბორ­დე­ნის სა­ხე­ლი ნა­ჯა­ხის სი­ნო­ნი­მად იქცა. ბორ­დე­ნი, რო­მე­ლიც მა­მი­სა და დე­დი­ნაც­ვლის, ენ­დრი­უ­სა და ების მკვლე­ლო­ბა­ში ერ­თა­დერ­თი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გახ­ლდათ, უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს. მკვლე­ლო­ბა 1892 წლის 4 აგ­ვის­ტოს მოხ­და მა­სა­ჩუ­სეტსში. არ­სე­ბობ­და უამ­რა­ვი ირი­ბი სამ­ხი­ლი, რო­მე­ლიც ქა­ლის და­ნა­შა­ულ­ზე მი­უ­თი­თებ­და: მკვლე­ლო­ბის დღეს ბორ­დენ­მა სა­წამ­ლა­ვი შე­ი­ძი­ნა, ღა­მით კი დაწ­ვა კაბა, რო­მე­ლიც იმ დღეს ეცვა. თუმ­ცა, იღ­ბალ­მა, ნა­ფიც­თა მსა­ჯუ­ლებ­მა და იმ ფაქ­ტმა, რომ ვე­რა­ვის წარ­მო­ედ­გი­ნა, რო­გორ შე­ეძ­ლო ახალ­გაზ­რდა ქალს მსგავ­სი სი­სას­ტი­კის ჩა­დე­ნა, გავ­ლე­ნა იქო­ნია იმა­ზე, რომ მსა­ჯუ­ლებ­მა თათ­ბი­რი­დან 1 სა­ათ­ში გა­მო­ი­ტა­ნეს მისი უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის ვერ­დიქ­ტი. მა­მი­სა და დე­დი­ნაც­ვა­ლის მკვლე­ლო­ბა არ გახ­სნი­ლა და დღემ­დე მას­ზე უამ­რა­ვი თე­ო­რია არ­სე­ბობს.

ვინს ნილ­მა სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი მოკ­ლა

იცო­დით, რომ ჯგუ­ფის Mötley Crüe სო­ლის­ტი მკვლე­ლია? ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ნილი თა­ვის მე­გო­ბარ­თან, ნი­კო­ლას "რაზ­ლი" დინ­გლის­თან და კი­დევ ორ ადა­მი­ან­თან ერ­თად ავ­ტო­მო­ბი­ლით სას­მე­ლის შე­სა­ძე­ნად წა­ვი­და მა­ღა­ზი­ა­ში. ვინსმა მარ­თვა­ზე კონ­ტრო­ლი და­კარ­გა. შე­დე­გად, დინ­გლი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, და­ნარ­ჩენ­მა მგზავ­რებ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მე­ბი მი­ი­ღეს. ნილი წყლი­დან მშრა­ლი ამო­ვი­და - ცი­ხე­ში მხო­ლოდ 15 დღის გა­ტა­რე­ბა მო­უხ­და, გა­და­ი­ხა­და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით და შე­ე­ფარ­და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი 5 წელი. თით­ქოს­და ეს საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა - მოგ­ვი­ა­ნე­ბით Mötley Crüe-მ სა­ში­ნე­ლი ალ­ბო­მი - Theatre of Pain გა­მო­უშ­ვა, რო­მე­ლიც დინ­გლის მი­ე­ძღვნა.

რი­ჩარდ ჯე­იმს ჰე­რი­ნი, "იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მკვლე­ლო­ბის საქ­მე"

ეს გახ­ლავთ იუს­ტი­ცი­ის ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მა, და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ზე არა­სო­დეს გსმე­ნი­ათ. თუმ­ცა, ეს საქ­მე 1977 წელს აშშ-ში საკ­მა­ოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი იყო. 1977 წლის 7 ივ­ლისს რი­ჩარდ ჯე­იმს ჰე­რინ­მა ჩა­ქუ­ჩით სას­ტი­კად მოკ­ლა თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, ბონი გარ­ლან­დი. წყვილ­მა იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს გა­იც­ნო ერ­თმა­ნე­თი. ჰე­რინ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა კი­დეც. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, საქ­მე­ში ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი გახ­ლდათ თა­ნაგ­რძნო­ბის გა­მოვ­ლე­ნა... მკვლე­ლი­სად­მი. და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან, მას დიდი სიფრ­თხი­ლით და მო­წი­წე­ბით ეპყრო­ბოდ­ნენ.

ამ­ბობ­დნენ, რომ ის ლოს-ან­ჯე­ლე­სის ღა­რიბ უბან­ში გაზ­რდი­ლი სა­წყა­ლი მო­ზარ­დია, ის არამ­ხო­ლოდ ვერ მო­ერ­გო იე­ლის უნი­ვერ­სი­ტეტს (მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე სწავ­ლას თავი და­ა­ნე­ბა), არა­მედ ბო­ნი­მაც მი­ა­ტო­ვა - გა­ნუ­ცხა­და, რომ მის გარ­და სხვა მა­მა­კა­ცებ­თა­ნაც სურს ურ­თი­ერ­თო­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჰე­რი­ნი ნამ­დვილ "მსხვერ­პლად" იქცა. ეს თა­ნად­გო­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მაც აი­ტა­ცეს, რა­მაც რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენ­ზეც იქო­ნია გავ­ლე­ნა. გარ­ლან­დი მონ­სტრად გა­მოჰ­ყავ­დათ, რო­მელ­მაც საბ­რა­ლო ბიჭს გული ატ­კი­ნა და სხვა გზა არ და­უ­ტო­ვა, გარ­და მისი მოკ­ვლი­სა. ხალ­ხმა ეს იმ­დე­ნად ირ­წმუ­ნა, რომ ჰე­რი­ნი წი­ნას­წარ გან­ზრა­ხულ მკვლე­ლო­ბა­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გან­ცვიფ­რე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლემ პა­ტიმ­რო­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა - 25 წელი მი­უ­სა­ჯა, 1995 წელს, მას შემ­დეგ, რაც მკვლელ­მა პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის 2/3 მო­ი­ხა­და, იგი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ალ კა­პო­ნეს პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა...

ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ განგსტერს, ალ კა­პო­ნეს ჩი­კა­გოს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სამ­ყა­რო სა­და­ვე­ებ­ში მძლავ­რად ჰქონ­და მოქ­ცე­უ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი მა­ფი­ო­ზუ­რი "კა­რი­ე­რის" შე­სა­ხებ შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო ცნო­ბი­ლი, და­ნა­შა­უ­ლებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და. მა­გა­ლი­თად, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბით წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს მო­ე­წყო სა­საკ­ლაო, სა­დაც კონ­კუ­რენ­ტი ბაგს მო­რა­ნის ბან­დის 7 წევ­რი და­ხო­ცეს.

კა­პო­ნემ უბ­რა­ლოდ შუკ­ვე­თა ეს მკვლე­ლო­ბა: ის ფლო­რი­და­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­წოლს მი­ჯაჭ­ვუ­ლი, თა­ნაც ალი­ბის­თვის ექი­მის ცნო­ბაც კი გა­აჩ­ნდა. მისი ქვე­შევ­რდო­მე­ბის წარ­მო­უდ­გე­ნელ­მა ერ­თგუ­ლე­ბამ თა­ვი­სი როლი შე­ას­რუ­ლა, ისე­ვე რო­გორ მკაცრ­მა სა­მარ­თლებ­რივ­მა დაც­ვამ, რო­მე­ლიც ჩხრე­კის ორ­დერს მუ­დამ მო­ი­თხოვ­და. გარ­და ამი­სა, ალ კა­პო­ნე მხო­ლოდ ნაღ­დი ფუ­ლით მუ­შა­ობ­და, მას ბან­კში ან­გა­რი­ში არ ჰქონ­და და ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ერთხელ გა­მო­წე­რა ჩეკი. სწო­რედ ამან მი­იყ­ვა­ნა იგი პა­ტიმ­რო­ბამ­დე. FBI-მ, სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რებ­თან და აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, მო­ა­ხერ­ხა მისი და­ნა­შა­უ­ლის საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მოგ­რო­ვე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მას ბრა­ლად გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვა და­ე­დო. ალ კა­პო­ნემ მის­ჯი­ლი 10 წლი­დან 7 ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა, რის შემ­დე­გაც სი­ფი­ლი­სით და­ა­ვად­და და გარ­და­იც­ვა­ლა.

დონ კინ­გი

ეს უც­ნა­უ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბის მქო­ნე ბოქ­სის პრო­მო­უ­ტე­რი არა მხო­ლოდ იმით არის ცნო­ბი­ლი, რომ მაიკ ტა­ი­სო­ნის შე­სა­ნიშ­ნავ კა­რი­ე­რა­ში მი­უ­ძღვის წვლი­ლი. კინ­გმა 2 ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა - ჰი­ლა­რი ბრა­უ­ნი და სემ გა­რე­ტი. მას ბრა­უ­ნის მკვლე­ლო­ბა­ში სდებ­დნენ ბრალს (ზურ­გში და­ა­ხა­ლა ტყვია), თუმ­ცა გა­ა­მარ­თლეს, რად­გან, თით­ქოს­და, თავ­დაც­ვის მიზ­ნით მოქ­მე­დებ­და. მის­ტერ გა­რე­ტის ცე­მით სიკ­ვდი­ლის პი­რამ­დე მიყ­ვა­ნის გამო (მა­მა­კაცს დონ კინ­გის ფული მარ­თებ­და), მას მხო­ლოდ 3-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ო. ჯეი სიმპსო­ნი

ეს გახ­ლავთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე მსოფ­ლი­ო­ში. ნი­კოლ ბრა­უნ სიმპსო­ნი (ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვის, ო. ჯეი სიმპსო­ნის მე­უღ­ლე) და მისი მე­გო­ბა­რი რო­ნალდ გოლდმა­ნი ქა­ლის სახ­ლის მახ­ლობ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლუ­ლე­ბი იპო­ვეს.

არ­სე­ბობ­და უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა: მკვლე­ლო­ბის ად­გი­ლას ნა­პოვ­ნი სის­ხლის კვა­ლი სიმპსო­ნის დნმ-ს ემ­თხვე­ო­და. სახ­ლში ო. ჯეის წინ­დე­ბი იპო­ვეს, რო­მე­ლიც მისი ცო­ლის და გოლდმა­ნის სის­ხლში იყო ამო­თხვრი­ლი. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სიმპსო­ნი ძველ მე­გო­ბარ­თან, რო­მერტ კარ­და­ში­ან­თან (კიმ კარ­და­ში­ა­ნის მამა) ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც სა­ეჭ­ვო ჩან­თით ხელ­ში შე­ნიშ­ნეს.

ორი­ვე მხრი­დან უამ­რა­ვი მოწ­მე არ­სე­ბობ­და და ამ და­ნა­შა­ულს სა­უ­კუ­ნის და­ნა­შა­უ­ლიც კი უწო­დეს. ბო­ლოს და ბო­ლოს, ო. ჯეი სიმფსო­ნი გა­ა­მარ­თლეს. რო­გორ მო­ა­ხერ­ხა სიმფსონ­მა ეს? ზო­გი­ერ­თი ამ­ბობს, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­მა, რო­გო­რი­ცაა მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე ნა­პოვ­ნი ხელ­თათ­მა­ნი და რო­მე­ლიც ზო­მით სიმპსონს არ ერ­გე­ბო­და, თა­ვი­სი როლი შე­ას­რუ­ლა. ზოგი კი ამ­ტკი­ცებს, რომ ად­ვო­კა­ტებ­მა რა­სობ­რივ აქ­ცენტზე ითა­მა­შეს. არ­სე­ბობს თე­ო­რი­ე­ბი, რომ ო. ჯეი სი­ნამ­დვი­ლე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოა და რომ ორი­ვე მის­მა ვაჟ­მა მოკ­ლა. ახალ დო­კუ­მენ­ტურ ფილმში კი და­ნა­შა­ულ­ში ბრალს სე­რი­ულ მკვლელს, გლენ რო­ჯერს სდე­ბენ.

დამ­ნა­შა­ვეა თუ არა სიმპსო­ნი, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, მაგ­რამ ამ საქ­მი­დან მან იო­ლად და­იძ­ვრი­ნა თავი. მისი კა­რი­ე­რა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და­ინ­გრა. ამ­ჟა­მად იგი ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა საქ­მის გამო, რო­მელ­საც მკვლე­ლო­ბას­თან კავ­ში­რი არ აქვს (ძარ­ცვა ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით და გა­ტა­ცე­ბა).

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

სასტიკი მკვლელები, რომლებიც მართლმსაჯულებას დაუძვრნენ

სასტიკი მკვლელები, რომლებიც მართლმსაჯულებას დაუძვრნენ

კარგია იმის გააზრება, რომ მართლმსაჯულების სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს და მკვლელებს იჭერს, რათა მათ სამართლიანად მიუზღოს ჩადენილი დანაშაულისთვის, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულებმა მოახერხეს მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება. ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა გახმაურებული საქმე, სხვადასხვა დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა:

3 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული კეისი ენტონი უდანაშაულოდ ცნეს

დღესდღეობით კეისი ენტონი გახლავთ ყველაზე საძულველი ქალი ამერიკაში, თუ მსოფლიოში არა. 2008 წელს ორლანდოში მომხდარმა მკვლელობამ მთელი აშშ შეძრა. კეისი ენტონის 3 წლის გოგონა კეილი უკვალოდ დაიკარგა, რის შესახებაც ბავშვის ბებიამ, სინდიმ 911-ში ერთი თვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბავშვი 31 დღეა არ უნახავს, მისი ქალიშვილის მანქანაში კი გვამის სუნი იყო. კეისი ბავშვის ადგილსამყოფელის შესახებ დედას სხვადასხვა ვერსიას ეუბნებოდა, ბოლოს გამოუტყდა, რომ ბავშვი დაიკარგა...

კეისი 21 წლის იყო. წვეულებებზე დადიოდა, სვამდა, მონაწილეობდა კონკურსში "ცხელი სხეული" და აბსოლუტურად არ ადარდებდა შვილი. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ბავშვის ცხედარი ენტონის სახლის მახლობლად მდებარე ტყეში იპოვეს, ქალი სასამართლოში მოხვდა.

ბრალდება სერიოზული იყო - ქალის ავტომობილში ცხედრის სუნი იდგა, იმ ადგილას, სადაც ბავშვის გვამი იპოვეს, აღმოაჩინეს სამხილები - საბანი და ეტიკეტები, რომლებიც კეისის სახლის თეთრეულის კომპლექტს შეესაბამებოდა. თანაც დედა გამუდმებით ტყუოდა მომხდარის შესახებ. მიუხედავად სასამართლო მოსმენისა, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 90 მოწმისა, ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი თათბირის მეორე დღესვე გამოიტანეს - კეისი ენტონის შვილის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.

პოლიციელის როლის შემსრულებელი რობერტ ბლეიქი ცოლის მკვლელობისთვის არ დასჯილა

რობერტ ბლეიქი, ცნობილი როგორც პოლიციელის როლის შემსრულებელი სერიალში "ბარეტა", რეალურ ცხოვრებაში კანონმორჩილი არ აღმოჩნდა. 2001 წლის 4 მაისს ბლეიქი და მისი იმჟამინდელი მეუღლე ბონი ლი ბაკლი, რესტორანში ვახშმობდნენ. წყვილმა მანქანა ბნელ ვიწრო ქუჩაზე დატოვეს რესტორნიდან რამდენიმე კვარტალში. ვახშმის შემდეგ ცოლ-ქმარი მანქანისკენ გაემართა. ბლეიქის თქმით, მას გაახსენდა, რომ იარაღი რესტორანში დარჩა. როდესაც ავტომობილთან დაბრუნდა, მოკლული მეუღლე აღმოაჩინა - ქალს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. საქმე, რომელსაც მასობრივი ინფორმაციების საშუალებები დიდი ინტერესით აშუქებდნენ, მარტივი და იოლად დასამტკიცებელი ჩანდა: 2 ადამიანი იყო მოწმე, თუ როგორ ცდილობდა ბლეიქი მეუღლის მკვლელობის დაკვეთას, თანაც იმ საღამოს ძალიან უცნაურად იქცეოდა. თუმცა, იგი უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს.

ლიზი ბორდენი და ნაჯახი...

ლიზი ბორდენის სახელი ნაჯახის სინონიმად იქცა. ბორდენი, რომელიც მამისა და დედინაცვლის, ენდრიუსა და ების მკვლელობაში ერთადერთი ეჭვმიტანილი გახლდათ, უდანაშაულოდ ცნეს. მკვლელობა 1892 წლის 4 აგვისტოს მოხდა მასაჩუსეტსში. არსებობდა უამრავი ირიბი სამხილი, რომელიც ქალის დანაშაულზე მიუთითებდა: მკვლელობის დღეს ბორდენმა საწამლავი შეიძინა, ღამით კი დაწვა კაბა, რომელიც იმ დღეს ეცვა. თუმცა, იღბალმა, ნაფიცთა მსაჯულებმა და იმ ფაქტმა, რომ ვერავის წარმოედგინა, როგორ შეეძლო ახალგაზრდა ქალს მსგავსი სისასტიკის ჩადენა, გავლენა იქონია იმაზე, რომ მსაჯულებმა თათბირიდან 1 საათში გამოიტანეს მისი უდანაშაულობის ვერდიქტი. მამისა და დედინაცვალის მკვლელობა არ გახსნილა და დღემდე მასზე უამრავი თეორია არსებობს.

ვინს ნილმა საუკეთესო მეგობარი მოკლა

იცოდით, რომ ჯგუფის Mötley Crüe სოლისტი მკვლელია? ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნილი თავის მეგობართან, ნიკოლას "რაზლი" დინგლისთან და კიდევ ორ ადამიანთან ერთად ავტომობილით სასმელის შესაძენად წავიდა მაღაზიაში. ვინსმა მართვაზე კონტროლი დაკარგა. შედეგად, დინგლი ადგილზე დაიღუპა, დანარჩენმა მგზავრებმა სერიოზული ტრავმები მიიღეს. ნილი წყლიდან მშრალი ამოვიდა - ციხეში მხოლოდ 15 დღის გატარება მოუხდა, გადაიხადა რამდენიმე მილიონი დოლარი კომპენსაციის სახით და შეეფარდა პირობითი მსჯავრი 5 წელი. თითქოსდა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - მოგვიანებით Mötley Crüe-მ საშინელი ალბომი - Theatre of Pain გამოუშვა, რომელიც დინგლის მიეძღვნა.

რიჩარდ ჯეიმს ჰერინი, "იელის უნივერსიტეტში მკვლელობის საქმე"

ეს გახლავთ იუსტიციის ყველაზე საშინელი შეცდომა, და სავარაუდოდ, მასზე არასოდეს გსმენიათ. თუმცა, ეს საქმე 1977 წელს აშშ-ში საკმაოდ გახმაურებული იყო. 1977 წლის 7 ივლისს რიჩარდ ჯეიმს ჰერინმა ჩაქუჩით სასტიკად მოკლა თავისი მეგობარი გოგონა, ბონი გარლანდი. წყვილმა იელის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო ერთმანეთი. ჰერინმა დანაშაული აღიარა კიდეც. მიუხედავად ამისა, საქმეში ყველაზე უცნაური გახლდათ თანაგრძნობის გამოვლენა... მკვლელისადმი. დაკავების მომენტიდან, მას დიდი სიფრთხილით და მოწიწებით ეპყრობოდნენ.

ამბობდნენ, რომ ის ლოს-ანჯელესის ღარიბ უბანში გაზრდილი საწყალი მოზარდია, ის არამხოლოდ ვერ მოერგო იელის უნივერსიტეტს (მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე სწავლას თავი დაანება), არამედ ბონიმაც მიატოვა - განუცხადა, რომ მის გარდა სხვა მამაკაცებთანაც სურს ურთიერთობა. საზოგადოებისთვის ჰერინი ნამდვილ "მსხვერპლად" იქცა. ეს თანადგომა მედიასაშუალებებმაც აიტაცეს, რამაც რასაკვირველია, სასამართლოს განაჩენზეც იქონია გავლენა. გარლანდი მონსტრად გამოჰყავდათ, რომელმაც საბრალო ბიჭს გული ატკინა და სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა მისი მოკვლისა. ხალხმა ეს იმდენად ირწმუნა, რომ ჰერინი წინასწარ განზრახულ მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნეს. მიუხედავად იმისა, რომ განცვიფრებულმა მოსამართლემ პატიმრობის მაქსიმალური ვადა - 25 წელი მიუსაჯა, 1995 წელს, მას შემდეგ, რაც მკვლელმა პატიმრობის ვადის 2/3 მოიხადა, იგი გაათავისუფლეს.

ალ კაპონეს პატიმრობა მიესაჯა...

ყველაზე ცნობილ განგსტერს, ალ კაპონეს ჩიკაგოს დანაშაულებრივი სამყარო სადავეებში მძლავრად ჰქონდა მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ მისი მაფიოზური "კარიერის" შესახებ შესანიშნავად იყო ცნობილი, დანაშაულებში მისი მონაწილეობის მტკიცებულებები არ არსებობდა. მაგალითად, მისი ორგანიზებით წმინდა ვალენტინის დღეს მოეწყო სასაკლაო, სადაც კონკურენტი ბაგს მორანის ბანდის 7 წევრი დახოცეს.

კაპონემ უბრალოდ შუკვეთა ეს მკვლელობა: ის ფლორიდაში იმყოფებოდა, საწოლს მიჯაჭვული, თანაც ალიბისთვის ექიმის ცნობაც კი გააჩნდა. მისი ქვეშევრდომების წარმოუდგენელმა ერთგულებამ თავისი როლი შეასრულა, ისევე როგორ მკაცრმა სამართლებრივმა დაცვამ, რომელიც ჩხრეკის ორდერს მუდამ მოითხოვდა. გარდა ამისა, ალ კაპონე მხოლოდ ნაღდი ფულით მუშაობდა, მას ბანკში ანგარიში არ ჰქონდა და ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გამოწერა ჩეკი. სწორედ ამან მიიყვანა იგი პატიმრობამდე. FBI-მ, საგადასახადო სამსახურებთან და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოახერხა მისი დანაშაულის საკმარისი მტკიცებულების მოგროვება, რომლის თანახმადაც მას ბრალად გადასახადების დამალვა დაედო. ალ კაპონემ მისჯილი 10 წლიდან 7 ციხეში გაატარა, რის შემდეგაც სიფილისით დაავადდა და გარდაიცვალა.

დონ კინგი

ეს უცნაური ვარცხნილობის მქონე ბოქსის პრომოუტერი არა მხოლოდ იმით არის ცნობილი, რომ მაიკ ტაისონის შესანიშნავ კარიერაში მიუძღვის წვლილი. კინგმა 2 ადამიანი მოკლა - ჰილარი ბრაუნი და სემ გარეტი. მას ბრაუნის მკვლელობაში სდებდნენ ბრალს (ზურგში დაახალა ტყვია), თუმცა გაამართლეს, რადგან, თითქოსდა, თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. მისტერ გარეტის ცემით სიკვდილის პირამდე მიყვანის გამო (მამაკაცს დონ კინგის ფული მართებდა), მას მხოლოდ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ო. ჯეი სიმპსონი

ეს გახლავთ ყველაზე გახმაურებული საქმე მსოფლიოში. ნიკოლ ბრაუნ სიმპსონი (ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის, ო. ჯეი სიმპსონის მეუღლე) და მისი მეგობარი რონალდ გოლდმანი ქალის სახლის მახლობლად განსაკუთრებული სისასტიკით მოკლულები იპოვეს.

არსებობდა უამრავი მტკიცებულება: მკვლელობის ადგილას ნაპოვნი სისხლის კვალი სიმპსონის დნმ-ს ემთხვეოდა. სახლში ო. ჯეის წინდები იპოვეს, რომელიც მისი ცოლის და გოლდმანის სისხლში იყო ამოთხვრილი. მკვლელობის შემდეგ სიმპსონი ძველ მეგობართან, რომერტ კარდაშიანთან (კიმ კარდაშიანის მამა) ცხოვრობდა, რომელიც საეჭვო ჩანთით ხელში შენიშნეს.

ორივე მხრიდან უამრავი მოწმე არსებობდა და ამ დანაშაულს საუკუნის დანაშაულიც კი უწოდეს. ბოლოს და ბოლოს, ო. ჯეი სიმფსონი გაამართლეს. როგორ მოახერხა სიმფსონმა ეს? ზოგიერთი ამბობს, რომ მტკიცებულებებმა, როგორიცაა მკვლელობის ადგილზე ნაპოვნი ხელთათმანი და რომელიც ზომით სიმპსონს არ ერგებოდა, თავისი როლი შეასრულა. ზოგი კი ამტკიცებს, რომ ადვოკატებმა რასობრივ აქცენტზე ითამაშეს. არსებობს თეორიები, რომ ო. ჯეი სინამდვილეში უდანაშაულოა და რომ ორივე მისმა ვაჟმა მოკლა. ახალ დოკუმენტურ ფილმში კი დანაშაულში ბრალს სერიულ მკვლელს, გლენ როჯერს სდებენ.

დამნაშავეა თუ არა სიმპსონი, რთული სათქმელია, მაგრამ ამ საქმიდან მან იოლად დაიძვრინა თავი. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება დაინგრა. ამჟამად იგი ციხეში იმყოფება საქმის გამო, რომელსაც მკვლელობასთან კავშირი არ აქვს (ძარცვა იარაღის გამოყენებით და გატაცება).

დუდანა ზაქარაია, AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს