პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ კიდევ გონზე მყოფი იხვეწებოდა თურმე, - გადამარჩინეთო..." - 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები
"ჯერ კიდევ გონზე მყოფი იხვეწებოდა თურმე, - გადამარჩინეთო..." - 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მკვლე­ლო­ბა მოხ­და ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალ­მატ­ში, სა­დაც 18 წლის დათო კიკ­ნა­ძე თა­ნა­ტოლ­მა ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ბიჭი სო­ფელ ენი­სე­ლი­დან იყო და ალ­მატ­ში მა­მი­დას­თან სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

ბიჭს ჭრი­ლო­ბა გულ­მკერ­დის არე­ში და­ნით მი­ა­ყე­ნეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის გან­ცა­ხა­დე­ბით, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. იგი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"დათო მა­მი­დას­თან ხში­რად მო­დი­ო­და. ძა­ლი­ან უბ­რა­ლო, მხი­ა­რუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი ბიჭი იყო. ის და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ და ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნობ­დნენ. რა გახ­და მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი, ზუს­ტად არა­ვინ იცის. რო­გორც ბი­ჭებ­მა თქვეს, მკვლე­ლო­ბამ­დე, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე უნა­ხავთ ერ­თმა­ნე­თი და შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოს­ვლი­ათ..." - ამ­ბო­ბენ ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალ­მა­ტის მცხოვ­რებ­ლე­ბი.

ცნო­ბი­ლია, რომ დაჭ­რი­ლი გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გო­დერ­ძი ჭი­ტაშ­ვილ­მა წა­იყ­ვა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში,"ალ­მატ­ში ვი­ყა­ვი მაგ დროს და ჩემი მან­ქა­ნით წა­ვიყ­ვა­ნე დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნით იყო დაჭ­რი­ლი. მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად არ ვი­ცით. მა­მი­დაშ­ვილ­მაც იცნო, ვინც გა­იყ­ვა­ნა სახ­ლი­დან, მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი", - გა­ნუ­ცხა­და მან კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს.

გიო, სო­ფელ ალ­მა­ტის მცხოვ­რე­ბი:

- დათო, ლა­მის აქ გა­ი­ზარ­და, ჩვენს გვერ­დით, მა­მი­დას­თან ხში­რად მო­დი­ო­და და მას ყვე­ლა პა­ტა­რო­ბი­დან იც­ნობ­და... სტუ­მა­რი არც კი ერ­ქვა, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ისე­თი რა უნდა ჩა­ე­დი­ნა, რომ სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ე­მე­ტე­ბი­ნათ. თქვეს, რომ რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა აქვს და­ნით გულ-მკერ­დში მი­ყე­ნე­ბუ­ლიო. შე­ლა­პა­რა­კე­ბა უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ვი­დეს, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლის­თვის რო­გორ უნდა გა­ი­მე­ტო ადა­მი­ა­ნი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ჯერ კიდევ გონზე მყოფი იხვეწებოდა თურმე, - გადამარჩინეთო..." - 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები

"ჯერ კიდევ გონზე მყოფი იხვეწებოდა თურმე, - გადამარჩინეთო..." - 18 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები

რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში, სადაც 18 წლის დათო კიკნაძე თანატოლმა ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ბიჭი სოფელ ენისელიდან იყო და ალმატში მამიდასთან სტუმრად იმყოფებოდა.

ბიჭს ჭრილობა გულმკერდის არეში დანით მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცახადებით, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"დათო მამიდასთან ხშირად მოდიოდა. ძალიან უბრალო, მხიარული და მეგობრული ბიჭი იყო. ის და ეჭვმიტანილი თანასოფლელები იყვნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ზუსტად არავინ იცის. როგორც ბიჭებმა თქვეს, მკვლელობამდე, რამდენიმე დღით ადრე უნახავთ ერთმანეთი და შელაპარაკება მოსვლიათ..." - ამბობენ ჩვენთან საუბარში ყვარლის რაიონის სოფელ ალმატის მცხოვრებლები.

ცნობილია, რომ დაჭრილი გამგებლის წარმომადგენელმა გოდერძი ჭიტაშვილმა წაიყვანა საავადმყოფოში,"ალმატში ვიყავი მაგ დროს და ჩემი მანქანით წავიყვანე დაჭრილი საავადმყოფოში, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. დანით იყო დაჭრილი. მიზეზი ნამდვილად არ ვიცით. მამიდაშვილმაც იცნო, ვინც გაიყვანა სახლიდან, მისი თანასოფლელი", - განუცხადა მან კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

გიო, სოფელ ალმატის მცხოვრები:

- დათო, ლამის აქ გაიზარდა, ჩვენს გვერდით, მამიდასთან ხშირად მოდიოდა და მას ყველა პატარობიდან იცნობდა... სტუმარი არც კი ერქვა, ვერ წარმომიდგენია ისეთი რა უნდა ჩაედინა, რომ სასიკვდილოდ გაემეტებინათ. თქვეს, რომ რამდენიმე ჭრილობა აქვს დანით გულ-მკერდში მიყენებულიო. შელაპარაკება უახლოეს მეგობართანაც შეიძლება მოგივიდეს, მაგრამ სიკვდილისთვის როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი