Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს კომენტარი ბათუმში 27 წლის ქალის ცემისა და დაჭრის ფაქტზე
შსს-ს კომენტარი ბათუმში 27 წლის ქალის ცემისა და დაჭრის ფაქტზე

ყო­ფი­ლი ქმრის მიერ ბა­თუმ­ში 27 წლის ქა­ლის ცე­მი­სა და დაჭ­რის ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს. რო­გორც "ambebi.ge"-ს შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108-ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას და 126 1-ე ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლით.

შსს-ს ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნი­ლია, დად­გე­ნი­ლია სა­ვა­რა­უ­დო ბრალ­დე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც იმო­ფე­ბა ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ "უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მას­ზე გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა".

"ambebi.ge"-ს რე­გი­ო­ნუ­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ყო­ფილ­მა ქმარ­მა ბა­თუმ­ში 27 წლის ქალი სას­ტი­კად სცე­მა და დაჭ­რა. და­ზა­რა­ლე­ბულს თა­ვის არე­ში ბას­რი საგ­ნით მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ქალ­ბა­ტონს მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა ხე­ლის არე­ში, მთელ სხე­ულ­ზე კი ცე­მის შე­დე­გად მრავ­ლო­ბი­თი და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი აქვს.

შემ­თხვე­ვა 10 ივ­ნისს, სა­ღა­მოს, ბა­თუმ­თან ახ­ლოს, ჩა­ი­სუ­ბან­ში მოხ­და, როცა ნინა ტ. მის ყო­ფილ ქმარს არ­კა­დი ტ.-ს გარ­დაც­ვლი­ლი მე­ზობ­ლის ოჯახ­ში სამ­ძი­მარ­ზე გაჰ­ყვა.

რო­გორც "ambebi.ge"-ს ნინა ტ-მა გა­ნუ­ცხა­და, ყო­ფილ­მა ქმარ­მა მო­ტო­ციკ­ლის მო­შო­რე­ბით გა­ჩე­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა იმ მი­ზე­ზით, რომ არ უნ­დო­და მე­ზობ­ლებს მას­თან ერ­თად ენა­ხათ.

"სა­დაც ვცხოვ­რობ­დით ხუთი წელი, იქ გარ­და­იც­ვა­ლა მე­ზო­ბე­ლი. და­მი­რე­კა ყო­ფილ­მა ქმარ­მა და მი­თხრა, რომ გა­მო­მივ­ლი­და და გარ­დაც­ვლი­ლის ცო­ლის სა­ნა­ხა­ვად წა­მიყ­ვან­და. ვმე­გობ­რობ­დი იმ ქალ­თან და მეც დავ­თან­ხმდი. სამ­სა­ხუ­რის მერე გა­მო­მი­ა­რა მო­ტო­ციკ­ლე­ტით და წა­ვე­დით. სახ­ლამ­დე მი­სუ­ლე­ბიც არ ვი­ყა­ვით, მი­თხრა, რომ არ მინ­და ერ­თად დაგ­ვი­ნა­ხონ, გზი­დან გა­და­ვუხ­ვევ, და­ვა­ყე­ნებ მო­ტო­ციკ­ლეტს და ცალ-ცალ­კე ავი­დე­თო. გა­და­ვუხ­ვი­ეთ, სა­დღაც მი­ფა­რე­ბულ ად­გილ­ზე, გად­მო­ვი­და მო­ტო­ციკ­ლე­ტი­დან, პარკში გახ­ვე­უ­ლი რა­ღაც ნივ­თი ამო­ი­ღო, თურ­მე ეჩო ჰქო­ნია. მახ­სოვს მხო­ლოდ ერთი დარ­ტყმა თავ­ში და მეტი არა­ფე­რი. ჩემი გა­თიშ­ვის მერე გა­უგ­რძე­ლე­ბია თავ­ში ეჩოს ჩარ­ტყმა და ცემა. მარ­ჯვე­ნა ხელი მაქვს მო­ტე­ხი­ლი, მარ­ცხე­ნა ხელ­ზე ჭრი­ლო­ბა მაქვს, თავ­ში ძვა­ლი მაქვს გაბ­ზა­რუ­ლი, ტვი­ნის შერ­ყე­ვა მაქვს, ძა­ლი­ან ბევ­რი, 15-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა მაქვს თავ­ზე, მთლი­ა­ნად სხე­უ­ლი ჩა­შა­ვე­ბუ­ლი მაქვს. რო­გორც ჩანს ძა­ლი­ან მცე­მა და და­მაგ­დო იქ ეკ­ლებ­ში", - აღ­ნიშ­ნა ნინა ტ-მ.

მი­სი­ვე თქმით, შემ­თხვე­ვა სა­ღა­მოს 23:00 სა­ათ­ზე მოხ­და და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დი­ლით 10:00 სა­ა­თის­თვის გამ­ვლელ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა. ნინა ტ.-ის თქმით, მის და­სა­კი­თხად პო­ლი­ცია იყო მი­სუ­ლი, ვის­გა­ნაც გა­ი­გო, რომ ყო­ფილ­მა ქმარ­მა არ­კა­დი ტ.-მა სარ­ფის სა­ზღვა­რი მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­დან სა­ათ­ნა­ხევ­რის შემ­დეგ და­ტო­ვა.

ნინა ტ. ქმარს ერთი წლის წინ გა­შორ­და და სამ მცი­რე­წლო­ვან შვი­ლან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად ე.წ ბენ­ზეს და­სახ­ლე­ბა­ში მშობ­ლებ­თან გა­და­ვი­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობს, რომ 14 წლის იყო, როცა მის­მა ქმარ­მა მო­ი­ტა­ცა. მათ 11, 8 და 6 წლის შვი­ლე­ბი ჰყავთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შსს-ს კომენტარი ბათუმში 27 წლის ქალის ცემისა და დაჭრის ფაქტზე

შსს-ს კომენტარი ბათუმში 27 წლის ქალის ცემისა და დაჭრის ფაქტზე

ყოფილი ქმრის მიერ ბათუმში 27 წლის ქალის ცემისა და დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. როგორც "ambebi.ge"-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას და 126 1-ე ოჯახური ძალადობის მუხლით.

შსს-ს ცნობით, დანაშაული გახსნილია, დადგენილია სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა, რომელიც იმოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "უახლოეს მომავალში მასზე გამოცხადდება ძებნა".

"ambebi.ge"-ს რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით კი, ყოფილმა ქმარმა ბათუმში 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და დაჭრა. დაზარალებულს თავის არეში ბასრი საგნით მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული. ქალბატონს მოტეხილობა აღენიშნება ხელის არეში, მთელ სხეულზე კი ცემის შედეგად მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს.

შემთხვევა 10 ივნისს, საღამოს, ბათუმთან ახლოს, ჩაისუბანში მოხდა, როცა ნინა ტ. მის ყოფილ ქმარს არკადი ტ.-ს გარდაცვლილი მეზობლის ოჯახში სამძიმარზე გაჰყვა.

როგორც "ambebi.ge"-ს ნინა ტ-მა განუცხადა, ყოფილმა ქმარმა მოტოციკლის მოშორებით გაჩერება შესთავაზა იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა მეზობლებს მასთან ერთად ენახათ.

"სადაც ვცხოვრობდით ხუთი წელი, იქ გარდაიცვალა მეზობელი. დამირეკა ყოფილმა ქმარმა და მითხრა, რომ გამომივლიდა და გარდაცვლილის ცოლის სანახავად წამიყვანდა. ვმეგობრობდი იმ ქალთან და მეც დავთანხმდი. სამსახურის მერე გამომიარა მოტოციკლეტით და წავედით. სახლამდე მისულებიც არ ვიყავით, მითხრა, რომ არ მინდა ერთად დაგვინახონ, გზიდან გადავუხვევ, დავაყენებ მოტოციკლეტს და ცალ-ცალკე ავიდეთო. გადავუხვიეთ, სადღაც მიფარებულ ადგილზე, გადმოვიდა მოტოციკლეტიდან, პარკში გახვეული რაღაც ნივთი ამოიღო, თურმე ეჩო ჰქონია. მახსოვს მხოლოდ ერთი დარტყმა თავში და მეტი არაფერი. ჩემი გათიშვის მერე გაუგრძელებია თავში ეჩოს ჩარტყმა და ცემა. მარჯვენა ხელი მაქვს მოტეხილი, მარცხენა ხელზე ჭრილობა მაქვს, თავში ძვალი მაქვს გაბზარული, ტვინის შერყევა მაქვს, ძალიან ბევრი, 15-ზე მეტი ჭრილობა მაქვს თავზე, მთლიანად სხეული ჩაშავებული მაქვს. როგორც ჩანს ძალიან მცემა და დამაგდო იქ ეკლებში", - აღნიშნა ნინა ტ-მ.

მისივე თქმით, შემთხვევა საღამოს 23:00 საათზე მოხდა და უგონო მდგომარეობაში დილით 10:00 საათისთვის გამვლელმა აღმოაჩინა. ნინა ტ.-ის თქმით, მის დასაკითხად პოლიცია იყო მისული, ვისგანაც გაიგო, რომ ყოფილმა ქმარმა არკადი ტ.-მა სარფის საზღვარი მის მიმართ განხორციელებული ძალადობიდან საათნახევრის შემდეგ დატოვა.

ნინა ტ. ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და სამ მცირეწლოვან შვილან ერთად საცხოვრებლად ე.წ ბენზეს დასახლებაში მშობლებთან გადავიდა. დაზარალებული ქალბატონი ამბობს, რომ 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. მათ 11, 8 და 6 წლის შვილები ჰყავთ.

"პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად, მომაკვდავი ბავშვი გაწერეს სარეაბილიტაციო ცენტრში" - რა პრეტენზიები აქვს გარდაცვლილი ერეკლე თედლიაშვილის ოჯახს კლინიკასთან

"იყო ვერსია, თითქოს თამარის მანქანა ავტოფარეხში იყო შეყვანილი, რაც გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი 1 ეტრზე მეტად არ იღებოდა" - პროკურორი

"ვილა ალგეთის ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა - ბევრი ნივთია წამოღებული, რაზეც ექსპერტიზა ჩატარდება"