Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ წაართვა კეზერაშვილმა "სენტა პეტროლიუმი" მფლობელებს - დეტალები გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესიდან
როგორ წაართვა კეზერაშვილმა "სენტა პეტროლიუმი" მფლობელებს - დეტალები გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესიდან

სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს წარ­თმე­უ­ლი ბიზ­ნე­სი და კი­დევ ერთი საქ­მე კე­ზე­რაშ­ვი­ლის და მისი ყო­ფი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ - 10 ივ­ნისს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა.

თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა, კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მე­პატ­რო­ნე­ებს და­ვით მი­მი­ნოშ­ვილს და ზაალ ია­კო­ბი­ძეს შ.პ.ს. "სენ­ტა პეტ­რო­ლე­უ­მი­სა" და შ.პ.ს "ბე­მო­ნის" ქო­ნე­ბა იძუ­ლე­ბი­თა და მუ­ქა­რით გა­და­ა­ფორ­მე­ბი­ნა "გალ­ფის" ბრენ­დის ქვეშ მოქ­მედ შპს-ებზე: "სან პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯია Sun Petroleum Georgia"-სა (ყო­ფი­ლი შპს "სან ოილ ჯორ­ჯია") და შპს "ჯორ­ჯი­ან პეტ­რო­ლი­უმ ექ­ვი­თის­ზე".

ბო­ლოს გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე საქ­მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე მა­მუ­კა მუ­ჯი­რი და­ი­კი­თხა. კე­ზე­რაშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლემ აღი­ა­რა, რომ ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა "სენ­ტა პეტ­რო­ლი­უ­მის" დამ­ფუძ­ნებ­ლებს ბიზ­ნე­სი ძა­ლა­დობ­რი­ვი გზით, მუ­ქა­რის და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ზე­წო­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით წა­არ­თვა.

2010 წლის ნო­ემ­ბერ­ში, თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა "სენ­ტა პეტ­რო­ლი­უ­მის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და­ი­ბა­რა ე.წ. "პიქ­სე­ლი"-ს შე­ნო­ბა­ში და შპს "სენ­ტა პეტ­რო­ლი­უ­მის" და შპს "ბე­მო­ნის" აქ­ტი­ვე­ბის მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე, შე­უ­სა­ბა­მოდ და­ბალ ფა­სად, მი­ყიდ­ვა მოს­თხო­ვა. მას შემ­დეგ, რაც კე­ზე­რაშ­ვილ­მა უარი მი­ი­ღო, 2012 წლის მა­ის­ში კომ­პა­ნი­ის ორი­ვე დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ზაალ ია­კო­ბი­ძე და და­ვით მი­მი­ნოშ­ვი­ლი აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რე­ბი­ნა.

არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის, შან­ტა­ჟის, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რის გზით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სი ფაქ­ტობ­რი­ვად უსას­ყიდ­ლოდ მი­ით­ვი­სა. წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის ბა­ზა­ზე კე­ზე­რაშ­ვილ­მა და მის­მა კომ­პა­ნი­ო­ნებ­მა შექ­მნეს ახა­ლი კომ­პა­ნია "გალ­ფი", რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე ამ­ჟა­მა­დაც ოპე­რი­რებს.

მა­მუ­კა მუ­ჯირ­მა "პიქ­სე­ლის" შე­ნო­ბა­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე ისა­უბ­რა, რისი თვითმხილ­ვე­ლიც თა­ვად იყო: "იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლი რომ რა­ღა­ცას გთხოვ­და ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავ­და, რომ ან და­გი­ჭერ­დნენ, ან სხვა ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენ­დნენ. ზაალ ია­კო­ბი­ძეს და და­ვით მი­მი­ნოშ­ვილს და­მუქ­რე­ბია კი­დეც პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე, რომ თუ არ და­ე­თან­ხმე­ბოდ­ნენ ბიზ­ნე­სის გა­და­ცე­მა­ზე, ვერ და­ამ­თავ­რებ­დნენ კარ­გად. მერე იქ პირ­და­პი­რი მუ­ქა­რე­ბი იყო, რა­საც მე შე­ვეს­წა­რი. და­ჭე­რი­თაც და­ე­მუქრნენ და სი­ცო­ცხლი­თაც. მე თვი­თო­ნაც შე­ვეს­წა­რი გარ­კვე­ულ მოვ­ლე­ნებს.

ყვე­ლა ამ ქვეყ­ნის შვი­ლე­ბი ვართ და ზო­გა­დად ვი­ცით, იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც ხდე­ბო­და - სულ იყო მმარ­თვე­ლი გუნ­დის 3-4 ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც წყვეტ­და ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ბედს. მათ შო­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი დათო კე­ზე­რაშ­ვი­ლი იყო. კე­ზე­რაშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მი ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავ­და ადე­იშ­ვი­ლის ნათ­ქვამ­საც და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ნათ­ქვამ­საც. რას ქვია იტყო­და და­გი­ჭე­რო და არ შე­ას­რუ­ლებ­დნენ მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ან ადე­იშ­ვი­ლი?

2010 წელს, თუ არ მეშ­ლე­ბა ნო­ემ­ბრის ბო­ლოს, 23 ან 24 რი­ცხვი იყო და­მი­რე­კეს ია­კო­ბი­ძემ და მი­მი­ნოშ­ვილ­მა. მი­ვე­დი მათ­თან ოფის­ში მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე და მო­მიყ­ვნენ, რომ და­ბა­რე­ბუ­ლი ჰყო­ლი­ათ პიქ­სე­ლის შე­ნო­ბა­ში კე­ზე­რაშ­ვილს და მო­უ­თხო­ვია მათი კუთ­ვნი­ლი ქსე­ლის მის­თვის გა­და­ფორ­მე­ბა.

მო­სა­მარ­თლე: რას ნიშ­ნავს და­ბა­რე­ბუ­ლი ჰყო­ლია? ასე იბა­რებ­და კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხალ­ხს? ვინ იყო კე­ზე­რაშ­ვი­ლი იმ დროს, რომ ვინ­მე და­ე­ბა­რე­ბი­ნა?

"კე­ზე­რაშ­ვი­ლი იმ დროს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რი­გი­თი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო. ზო­გა­დად, იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლი რო­დე­საც და­ი­ბა­რებ­და გა­სა­გე­ბი იყო, რომ იქ ბიზ­ნესს და­ათ­მო­ბი­ნებ­და, თუ სხვა რა­ღა­ცას იზამ­და მგო­ნი, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რო­გორც ხდე­ბო­და ხოლ­მე ასე ვთქვათ ბიზ­ნე­სის "ახე­ვა".

სხვის შემ­თხვე­ვა­ში რას შვე­ბო­და არ ვიცი, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მე ვიცი, რომ და­უ­რე­კეს, და­ი­ბა­რეს კე­ზე­რაშ­ვილ­თან პიქ­სე­ლის შე­ნო­ბა­ში, მე­ა­თე სარ­თულ­ზე ჰქონ­და კა­ბი­ნე­ტი, სა­დაც შეხ­ვედ­რია და მო­უ­თხო­ვია, რომ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი უნდა წა­ვი­ღოო.

იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლი რომ რა­ღა­ცას გთხოვ­და ეს ავ­ტო­მა­ტუ­რად ნიშ­ნავ­და, რომ ან და­გი­ჭერ­დნენ, ან სხვა ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენ­დნენ. და­მუქ­რე­ბია კი­დეც პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე, რომ თუ არ და­ე­თან­ხმე­ბოდ­ნენ, ვერ და­ამ­თავ­რებ­დნენ კარ­გად.

მერე იქ პირ­და­პი­რი მუ­ქა­რე­ბი იყო, რა­საც მე შე­ვეს­წა­რი. და­ჭე­რი­თაც და­ე­მუქრნენ და სი­ცო­ცხლი­თაც. მე თვი­თო­ნაც შე­ვეს­წა­რი გარ­კვე­ულ მოვ­ლე­ნებს. შემ­დეგ დღე­ებ­ში, ამ მოვ­ლე­ნე­ბი­დან სა­დღაც ერთი თვის ფარ­გლებ­ში ისევ და­მი­რე­კეს ია­კო­ბი­ძემ და მი­მი­ნოშ­ვილ­მა და მი­თხრეს, რომ ყო­ველ­დღე იბა­რებ­დნენ იქ. ხან კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხვდე­ბო­და, ხან კე­ზე­რაშ­ვილს პარტნი­ო­რე­ბი ჰყავ­და ებ­რა­ე­ლე­ბი, გვა­რე­ბი აღარ მახ­სოვს. ძი­რი­თა­დად ისი­ნი ზე­მოქ­მე­დებ­დნენ მათ­ზე.

შეხ­ვედ­რე­ბი იყო პიქ­სე­ლის შე­ნო­ბა­ში, ძი­რი­თა­დად მე­ცხრე სარ­თულ­ზე, მო­ლა­პა­რა­კე­ბის დარ­ბა­ზი ჰქონ­დათ და კე­ზე­რაშ­ვი­ლის ებ­რა­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი იქ ის­ხდნენ, ვის­გა­ნაც მო­დი­ო­და აგ­რე­სია ამათ მი­მართ. თუ არ მეშ­ლე­ბა, ორი, ან სამი ეგე­თი შეხ­ვედ­რის დამ­სწრე ვარ. იქ მუდ­მი­ვი მუ­ქა­რა იყო, რომ ცი­ხე­ში წა­ვი­დოდ­ნენ, ცო­ცხლე­ბი ვერ გა­მო­ვი­დოდ­ნენ და ა.შ. ეს მო­დი­ო­და იმ პარტნი­ო­რე­ბის­გა­ნაც და კე­ზე­რაშ­ვი­ლის­გა­ნაც".

მო­სა­მარ­თლე: კე­ზე­რაშ­ვილ­თან ოფის­ში იჭერ­დნენ ხალ­ხს?

მა­მუ­კა მუ­ჯი­რი: არა, იქ ოფის­ში არ იჭერ­დნენ, მაგ­რამ გა­მო­ვი­დო­და იქი­დან, ჩა­უ­დებ­დნენ რა­ღა­ცას და და­ი­ჭერ­დნენ, რა პრობ­ლე­მა იყო მათ­თვის.

რო­გორც ჩემ­თვის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, და­ი­თან­ხმეს იმ 22 მი­ლი­ონ­ზე და მო­ა­წე­რი­ნეს ხელი. კე­ზე­რაშ­ვი­ლი თა­ვი­დან არ იყო ნავ­თობ პრო­დუქ­ტე­ბის საქ­მე­ში. მი­ლი­ო­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა იყო, რა­საც ეძებ­და, საით გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა თა­ვი­სი ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა. ერთ-ერთი იყო სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი. მა­შინ და­ინ­ტე­რე­სე­ბა იმა­ზე იყო, რომ "მა­რი­ო­ტი" აშე­ნებ­და მე­ო­რე კორ­პუსს რუს­თა­ველ­ზე და "ნო­ლას" ჰქონ­და მო­გე­ბუ­ლი ამის აშე­ნე­ბის ტენ­დე­რი. ინ­ტე­რე­სი იყო, რომ აწი ჩვენ ავა­შე­ნო­თო. მაგ­რამ მერე ჩა­ი­შა­ლა.

ასეთ თე­მებს ეძებ­და. შემ­დგომ­ში, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, და­ი­წყო ბი­ტუ­მის შე­მო­ტა­ნა. ას­ფალ­ტის დამ­გებ ფირ­მებს ამა­რა­გებ­და თვი­თონ და საკ­მა­ოდ მალე მი­აღ­წია წარ­მა­ტე­ბას. და­ნარ­ჩენს აღა­რა­ვის შე­მოჰ­ქონ­და. შემ­დეგ ამ ბი­ტუ­მის თე­მე­ბით შე­ვი­და ნავ­თო­ბის ბიზ­ნეს­შიც. და­ი­წყო საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი, რა თქმა უნდა, თვი­თონ რო­დე­საც ეს და­ი­წყო სხვა ფირ­მებს შე­ე­ზღუ­დათ აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გარ­კვე­ულ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­დნენ მათ­ზე, ან არ უნ­ბა­ჟებ­დნენ, ან პრობ­ლე­მებს უქ­მნიდ­ნენ."

ად­ვო­კა­ტი: თქვენ თქვით, რომ პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე კე­ზე­რაშ­ვილს უთხა­რით, და­ე­ნე­ბე­ბი­ნა თავი ია­კო­ბი­ძი­სა და მი­მი­ნოშ­ვი­ლის­თვის, რა­ზეც გი­პა­სუ­ხათ, რომ სა­კი­თხი გა­და­წყვე­ტი­ლი იყო ზე­ვი­დან, სა­ა­კაშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ხელ­დე­ბო­და.

მა­მუ­კა მუ­ჯი­რი: მი­შას­თან, ვა­ნოს­თან და ადე­იშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი მაქ­ვსო, ასე თქვა.

ად­ვო­კა­ტი: უშუ­ა­ლოდ კე­ზე­რაშ­ვილ­მა გი­თხრათ, ასე თუ არ მო­იქ­ცე­ვი­ან, ცი­ხი­დან მო­უ­წევთ გა­და­ფორ­მე­ბაო?

მა­მუ­კა მუ­ჯი­რი: დიახ, უშუ­ა­ლოდ კე­ზე­რაშ­ვილ­მა პი­რა­დად მი­თხრა და და­ა­ყო­ლა, ვის­თვის მიგ­ვი­ცია 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფული, შენ თვი­თონ არ იცი, რო­გორ ხდე­ბა ქო­ნე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა და ჩუ­ქე­ბაო. მად­ლო­ბა თქვან, რომ იმ 28 მი­ლი­ონს ვაძ­ლევ­თო.

მო­სა­მარ­თლე: ადე­იშ­ვი­ლი და მე­რა­ბიშ­ვი­ლი რა შუ­ა­ში იყ­ვნენ? რა­ი­მე ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­დათ?

მა­მუ­კა მუ­ჯი­რი: ჩემი აზ­რით, ასე­თი მსხვი­ლი ინ­ვეს­ტო­რის შე­მოყ­ვა­ნა როცა ხდე­ბო­და, ცხა­დია, დას­ხდე­ბოდ­ნენ და იმ­სჯე­ლებ­დნენ. მარ­ტო კე­ზე­რაშ­ვილს ხომ არ მო­უ­ვი­დო­და თავ­ში.

(R)

როგორ წაართვა კეზერაშვილმა "სენტა პეტროლიუმი" მფლობელებს - დეტალები გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესიდან

როგორ წაართვა კეზერაშვილმა "სენტა პეტროლიუმი" მფლობელებს - დეტალები გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესიდან

სააკაშვილის ხელისუფლების დროს წართმეული ბიზნესი და კიდევ ერთი საქმე კეზერაშვილის და მისი ყოფილი კომპანიების წინააღმდეგ - 10 ივნისს გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი გაიმართა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, კეთილსინდისიერ მეპატრონეებს დავით მიმინოშვილს და ზაალ იაკობიძეს შ.პ.ს. "სენტა პეტროლეუმისა" და შ.პ.ს "ბემონის" ქონება იძულებითა და მუქარით გადააფორმებინა "გალფის" ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ებზე: "სან პეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia"-სა (ყოფილი შპს "სან ოილ ჯორჯია") და შპს "ჯორჯიან პეტროლიუმ ექვითისზე".

ბოლოს გამართულ სასამართლო პროცესზე საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმე, დავით კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე მამუკა მუჯირი დაიკითხა. კეზერაშვილის მოადგილემ აღიარა, რომ ყოფილმა მინისტრმა "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებლებს ბიზნესი ძალადობრივი გზით, მუქარის და არაადამიანური ზეწოლის გამოყენებით წაართვა.

2010 წლის ნოემბერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა "სენტა პეტროლიუმის" დამფუძნებლები დაიბარა ე.წ. "პიქსელი"-ს შენობაში და შპს "სენტა პეტროლიუმის" და შპს "ბემონის" აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე, შეუსაბამოდ დაბალ ფასად, მიყიდვა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც კეზერაშვილმა უარი მიიღო, 2012 წლის მაისში კომპანიის ორივე დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი აბსურდული ბრალდებით დააპატიმრებინა.

არაადამიანური მოპყრობის, შანტაჟის, სიცოცხლის მოსპობის მუქარის გზით, საბოლოო ჯამში, დავით კეზერაშვილმა აღნიშნული ბიზნესი ფაქტობრივად უსასყიდლოდ მიითვისა. წართმეული ქონების ბაზაზე კეზერაშვილმა და მისმა კომპანიონებმა შექმნეს ახალი კომპანია "გალფი", რომელიც ბაზარზე ამჟამადაც ოპერირებს.

მამუკა მუჯირმა "პიქსელის" შენობაში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა, რისი თვითმხილველიც თავად იყო: "იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი რომ რაღაცას გთხოვდა ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ან დაგიჭერდნენ, ან სხვა ზემოქმედებას მოახდენდნენ. ზაალ იაკობიძეს და დავით მიმინოშვილს დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ ბიზნესის გადაცემაზე, ვერ დაამთავრებდნენ კარგად. მერე იქ პირდაპირი მუქარები იყო, რასაც მე შევესწარი. დაჭერითაც დაემუქრნენ და სიცოცხლითაც. მე თვითონაც შევესწარი გარკვეულ მოვლენებს.

ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ზოგადად ვიცით, იმ პერიოდში საქართველოში რაც ხდებოდა - სულ იყო მმართველი გუნდის 3-4 ადამიანი, რომელიც წყვეტდა ნებისმიერი ადამიანის ბედს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი დათო კეზერაშვილი იყო. კეზერაშვილის ნათქვამი ავტომატურად ნიშნავდა ადეიშვილის ნათქვამსაც და მერაბიშვილის ნათქვამსაც. რას ქვია იტყოდა დაგიჭერო და არ შეასრულებდნენ მერაბიშვილი, ან ადეიშვილი?

2010 წელს, თუ არ მეშლება ნოემბრის ბოლოს, 23 ან 24 რიცხვი იყო დამირეკეს იაკობიძემ და მიმინოშვილმა. მივედი მათთან ოფისში მიცკევიჩის ქუჩაზე და მომიყვნენ, რომ დაბარებული ჰყოლიათ პიქსელის შენობაში კეზერაშვილს და მოუთხოვია მათი კუთვნილი ქსელის მისთვის გადაფორმება.

მოსამართლე: რას ნიშნავს დაბარებული ჰყოლია? ასე იბარებდა კეზერაშვილი ხალხს? ვინ იყო კეზერაშვილი იმ დროს, რომ ვინმე დაებარებინა?

"კეზერაშვილი იმ დროს ჩვეულებრივი რიგითი ბიზნესმენი იყო. ზოგადად, იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი როდესაც დაიბარებდა გასაგები იყო, რომ იქ ბიზნესს დაათმობინებდა, თუ სხვა რაღაცას იზამდა მგონი, ყველასთვის ცნობილია, როგორც ხდებოდა ხოლმე ასე ვთქვათ ბიზნესის "ახევა".

სხვის შემთხვევაში რას შვებოდა არ ვიცი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცი, რომ დაურეკეს, დაიბარეს კეზერაშვილთან პიქსელის შენობაში, მეათე სართულზე ჰქონდა კაბინეტი, სადაც შეხვედრია და მოუთხოვია, რომ თქვენი ბიზნესი უნდა წავიღოო.

იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი რომ რაღაცას გთხოვდა ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ან დაგიჭერდნენ, ან სხვა ზემოქმედებას მოახდენდნენ. დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ, ვერ დაამთავრებდნენ კარგად.

მერე იქ პირდაპირი მუქარები იყო, რასაც მე შევესწარი. დაჭერითაც დაემუქრნენ და სიცოცხლითაც. მე თვითონაც შევესწარი გარკვეულ მოვლენებს. შემდეგ დღეებში, ამ მოვლენებიდან სადღაც ერთი თვის ფარგლებში ისევ დამირეკეს იაკობიძემ და მიმინოშვილმა და მითხრეს, რომ ყოველდღე იბარებდნენ იქ. ხან კეზერაშვილი ხვდებოდა, ხან კეზერაშვილს პარტნიორები ჰყავდა ებრაელები, გვარები აღარ მახსოვს. ძირითადად ისინი ზემოქმედებდნენ მათზე.

შეხვედრები იყო პიქსელის შენობაში, ძირითადად მეცხრე სართულზე, მოლაპარაკების დარბაზი ჰქონდათ და კეზერაშვილის ებრაელი პარტნიორები იქ ისხდნენ, ვისგანაც მოდიოდა აგრესია ამათ მიმართ. თუ არ მეშლება, ორი, ან სამი ეგეთი შეხვედრის დამსწრე ვარ. იქ მუდმივი მუქარა იყო, რომ ციხეში წავიდოდნენ, ცოცხლები ვერ გამოვიდოდნენ და ა.შ. ეს მოდიოდა იმ პარტნიორებისგანაც და კეზერაშვილისგანაც".

მოსამართლე: კეზერაშვილთან ოფისში იჭერდნენ ხალხს?

მამუკა მუჯირი: არა, იქ ოფისში არ იჭერდნენ, მაგრამ გამოვიდოდა იქიდან, ჩაუდებდნენ რაღაცას და დაიჭერდნენ, რა პრობლემა იყო მათთვის.

როგორც ჩემთვის შემდეგ გახდა ცნობილი, დაითანხმეს იმ 22 მილიონზე და მოაწერინეს ხელი. კეზერაშვილი თავიდან არ იყო ნავთობ პროდუქტების საქმეში. მილიონი მიმართულება იყო, რასაც ეძებდა, საით განეხორციელებინა თავისი ბიზნეს საქმიანობა. ერთ-ერთი იყო სამშენებლო ბიზნესი. მაშინ დაინტერესება იმაზე იყო, რომ "მარიოტი" აშენებდა მეორე კორპუსს რუსთაველზე და "ნოლას" ჰქონდა მოგებული ამის აშენების ტენდერი. ინტერესი იყო, რომ აწი ჩვენ ავაშენოთო. მაგრამ მერე ჩაიშალა.

ასეთ თემებს ეძებდა. შემდგომში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დაიწყო ბიტუმის შემოტანა. ასფალტის დამგებ ფირმებს ამარაგებდა თვითონ და საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას. დანარჩენს აღარავის შემოჰქონდა. შემდეგ ამ ბიტუმის თემებით შევიდა ნავთობის ბიზნესშიც. დაიწყო საწვავის იმპორტი, რა თქმა უნდა, თვითონ როდესაც ეს დაიწყო სხვა ფირმებს შეეზღუდათ აღნიშნულ საქმიანობაში მონაწილეობა. გარკვეულ ზეგავლენას ახდენდნენ მათზე, ან არ უნბაჟებდნენ, ან პრობლემებს უქმნიდნენ."

ადვოკატი: თქვენ თქვით, რომ პირველ შეხვედრაზე კეზერაშვილს უთხარით, დაენებებინა თავი იაკობიძისა და მიმინოშვილისთვის, რაზეც გიპასუხათ, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო ზევიდან, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი სახელდებოდა.

მამუკა მუჯირი: მიშასთან, ვანოსთან და ადეიშვილთან შეთანხმებული მაქვსო, ასე თქვა.

ადვოკატი: უშუალოდ კეზერაშვილმა გითხრათ, ასე თუ არ მოიქცევიან, ციხიდან მოუწევთ გადაფორმებაო?

მამუკა მუჯირი: დიახ, უშუალოდ კეზერაშვილმა პირადად მითხრა და დააყოლა, ვისთვის მიგვიცია 9 წლის განმავლობაში ფული, შენ თვითონ არ იცი, როგორ ხდება ქონების გადაფორმება და ჩუქებაო. მადლობა თქვან, რომ იმ 28 მილიონს ვაძლევთო.

მოსამართლე: ადეიშვილი და მერაბიშვილი რა შუაში იყვნენ? რაიმე ბიზნეს ინტერესები ჰქონდათ?

მამუკა მუჯირი: ჩემი აზრით, ასეთი მსხვილი ინვესტორის შემოყვანა როცა ხდებოდა, ცხადია, დასხდებოდნენ და იმსჯელებდნენ. მარტო კეზერაშვილს ხომ არ მოუვიდოდა თავში.

(R)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ