მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა კლუბ "ბასიანთან", სადაც გიორგი გაბედავა და მხარდამჭერები მივიდნენ
რა ხდებოდა კლუბ "ბასიანთან",  სადაც გიორგი გაბედავა და მხარდამჭერები მივიდნენ

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გი­ორ­გი გა­ბე­და­ვა დი­ნა­მო სტა­დი­ონ­თან მდე­ბა­რე კლუბ "ბა­სი­ან­თან" მი­ვი­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლას გეი-ფარ­თის მო­წყო­ბა" იგეგ­მე­ბო­და.

დღეს, 21.00 სა­ათ­ზე ად­გილ­ზე მის­ვლამ­დე გა­ბე­და­ვამ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც თა­ნა­მო­აზ­რე­ებს მო­უ­წო­და კლუბ "ბა­სი­ან­თან" მი­სუ­ლიყ­ვნენ.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და პო­ლი­ცია. დი­ნა­მო სტა­დი­ონ­თან, კლუბ "ბა­სი­ა­ნის" წინ სპე­ცი­ა­ლუ­რი რკი­ნის ჯე­ბი­რე­ბი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. გა­ბე­და­ვას მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და კლუბ­ში შემსვლელ პი­რებს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

გი­ორ­გი გა­ბე­და­ვას თქმით, კლუბ­ში შეკ­რე­ბას ლგბტ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აპი­რებს.

"ჩვენ აქ იმი­ტომ ვართ, რომ გა­რეთ არ გაგ­რძელ­დეს უმ­სგავ­სო­ბა და გარ­ყვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­და არ იყოს. შიგ­ნით შეს­ვლას არ ვა­პი­რებთ. დარ­ბე­ვას, ჩხუბ­სა და გი­ნე­ბას არ ვა­პი­რებთ. ვიქ­ნე­ბით გა­რეთ. და­ვა­ფიქ­სი­რებთ ვინ შე­დის, მე ვი­ღებ ჩემს თავ­ზე, რომ არა­ნა­ი­რი და­პი­რის­პი­რე­ბა არ მოხ­დე­ბა. შიგ­ნით "ლგბტ სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი აწყობს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას. ელი­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მო­ვიდ­ნენ - ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­ვი­ზი­ით გვა­რი­გე­ბენ ჭკუ­ას და მო­რალს გვი­კი­თხა­ვენ. რამ­დე­ნი­მე პი­რია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი", - ამ­ბობს გა­ბე­და­ვა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

რა ხდებოდა კლუბ "ბასიანთან", სადაც გიორგი გაბედავა და მხარდამჭერები მივიდნენ

რა ხდებოდა კლუბ "ბასიანთან",  სადაც გიორგი გაბედავა და მხარდამჭერები მივიდნენ

უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დინამო სტადიონთან მდებარე კლუბ "ბასიანთან" მივიდა. როგორც მან აღნიშნა, "აღნიშნულ ადგილას გეი-ფართის მოწყობა" იგეგმებოდა.

დღეს, 21.00 საათზე ადგილზე მისვლამდე გაბედავამ "ფეისბუქის"  პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თანამოაზრეებს მოუწოდა კლუბ "ბასიანთან" მისულიყვნენ.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. დინამო სტადიონთან, კლუბ "ბასიანის" წინ სპეციალური რკინის ჯებირები იყო გაკეთებული. გაბედავას მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებსა და კლუბში შემსვლელ პირებს შორის შელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია.

გიორგი გაბედავას თქმით, კლუბში შეკრებას ლგბტ საზოგადოება აპირებს.

"ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გარეთ არ გაგრძელდეს უმსგავსობა და გარყვნილების პროპაგანდა არ იყოს. შიგნით შესვლას არ ვაპირებთ. დარბევას, ჩხუბსა და გინებას არ ვაპირებთ. ვიქნებით გარეთ. დავაფიქსირებთ ვინ შედის, მე ვიღებ ჩემს თავზე, რომ არანაირი დაპირისპირება არ მოხდება. შიგნით "ლგბტ საქართველოს" დირექტორი აწყობს ამ ღონისძიებას. ელიტური ადამიანებიც შეიძლება მოვიდნენ - ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით გვარიგებენ ჭკუას და მორალს გვიკითხავენ. რამდენიმე პირია დარეგისტრირებული", - ამბობს გაბედავა, თუმცა კონკრეტული პირების ვინაობა არ დაასახელა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი