ჯენიფერ ლოპესი ქუჩაში დასისხლიანებული სახით დააფიქსირეს. თუმცა მის ფანებს ნერვიულობის საბაბი ნამდვილად არ აქვთ. ჯენიფერს სახეზე ჩვეულებრივი სისხლი კი არა, გრიმი უსვია. Shades of blue – ასე ჰქვია კრიმინალურ დრამას, სადაც ჯენიფერ ლოპესი მთავარ როლს ასრულებს. იგი მარტოხელა დედის და საკუთარ საქმეზე შეყვარებული დეტექტივის როლშია.
გადასაღებ მოედანზე ჯენიფერი თვალისმომჭრელად გამოიყურება აბრეშუმის პერანგსა და ლაბადაში. იხილეთ ფოტოები გადასაღები მოედნიდან.