ყურის საწმენდად ჩვენ ბამბიან ჩხირებს ვიყენებთ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ექიმები ამის წინააღმდეგნი არიან.
პრობლემა ის არის, რომ ყურის ჩხირები უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე სარგებელს. მათი ხშირი გამოყენება ადრე თუ გვიან ექიმის კაბინეტში მიგიყვანთ, ამის შესახებ სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, Manhattan's ENT and Allergy Associates-ს ექიმი ლეონ ჩენი საუბრობს.
რეალურად, ბამბის ჩხირით ყურის გასუფთავება ყურში გოგირდის კიდევ უფრო ღრმად შეტენვას იწვევს. ამასთან, ყურის გოგირდი ანტიბიოტიკებს შეიცავს და მისმა დეფიციტმა შეიძლება ეგზემამდე ან სხვა ინფექციებამდე მიგიყვანოთ.
ლეონ ჩენის თქმით, ბოლო დროს საავადმყოფოებში ხშირად ხვდებიან ადამიანები, რომლებმაც შემთხვევით დაიზიანეს ყურის ბარაბანი ბამბიანი ჩხირებით. თუ გსურთ, რომ სწორად იზრუნოთ ყურის ჰიგიენაზე, შეამცირეთ მათი გასუფთავების ოდენობა თვეში სამ გამოწმენდამდე.
სასურველია ყურების გასუფთავება შხაპის მიღების შემდეგ დაიწყოთ: ცხელი წყალი გოგირდს ალღობს და გაცილებით მარტივად გამოიღებთ მას ბამბით. აუცილებლად ადევნეთ თვალყური პენეტრაციის სიღრმეს, თორემ შეიძლება ყურის ბარაბანი დაიზიანოთ.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.