რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ნადირაძე-კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა.
რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ნინომ Ambebi.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტა.
"ნამდვილად დავტოვე პაატა ბურჭულაძის პარტია. ის ხალხი ვინც იქ ირეოდა ჩემს მსოფლმხედველობასთან დიამეტრიულად დაშორებულები იყვნენ. ის პოლიტიკური პროგრამაც ბუნდოვანი იყო. მე სტატისტიკაზე აგებული დოკუმენტაცია მიყვარს და ეს იქ ვერ დავინახე. მოკლე დროში მივიღე პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანების გადაწყვეტილება და მესამე დღეს მივხვდი რომ სხვაგან მოვხვდი", - განაცხადა ნინო კუზანოვამ. იხილეთ ვიდეო
ნინო ნადირაძე-კუზანოვა პარტიის ყრილობის დღეს აცხადებდა, რომ პარტიის საარჩევნო სიაში შევიდოდა, რადგან თავის თავს ცენტრალურ მოთამაშედ მიიჩნევდა.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE