მომღერალი თიკა ჯამბურია ბოლო პერიოდში მსმენელის წინაშე ბენდთან - "ლაბორატორია" ერთად გამოდის. როგორ აღმოჩნდა ის რობი უილიამსის კონცერტზე, რას გააკეთებდა, ძალიან ბევრი ფული რომ ჰქონდეს, როდის იბნევა და როგორ გამოდის მდგომარეობიდან, როდესაც დაძაბული პერიოდი აქვს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1991 წლის 4 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...პრეზიდენტი. მსურდა, ბევრი კარგი საქმე გამეკეთებინა და მაშინ ეს ჩემს წარმოდგენაში მხოლოდ პრეზიდენტს შეეძლო.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...რა თქმა უნდა, ზოგიერთ რამეს შევცვლიდი. არ მჯერა ადამიანების, რომლებიც ამბობენ, - იმავენაირად ვიცხოვრებდი, არაფერს შევცვლიდიო. დავიჯერო, წარსულში ერთი ისეთი შეცდომა მაინც არ დაუშვიათ, რომელსაც არ ნანობენ?
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მშობლებს. ჩემი სურვილი იყო მემღერა და ისინი ყოველთვის მხარში მედგნენ.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ნინა. არც კი ვიცი, ის ემოცია, რომელიც ნინასთან მაკავშირებს, როგორ უნდა გადმოგცე. მის დაბადებას მოუთმენლად ველოდებოდი. მაინტერესებდა, როგორი იყო, ვის ჰგავდა და ა.შ. დაიბადა და ვნახე ყველაზე ლამაზი გოგო, რომელიც ცხოვრებაში მინახავს.
- ნინა სიმღერის მიმართ...
- ...ინტერესს დიდად არ ამჟღავნებს, მაგრამ კარგი ხმა და სმენა აქვს. მინდა, რომ იმღეროს. საკუთარი სურვილით იშვიათად თუ წაიმღერებს ხოლმე.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...არანორმალურად ერთგული და ძალიან თბილი ვარ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...სიჯიუტეა. მე რომ თბილი ვარ, ეს რამდენადაც კარგია, იმდენად ცუდიც არის, რადგან ხანდახან მაზარალებს.
- ვჯიუტდები, როცა...
- ...კონკრეტული მიზეზის დასახელება არ შემიძლია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ - ამაზე მეგობრები, ოჯახის წევრები, ყველანი თანხმდებიან.
- დაშვებულ შეცდომებს... განაგრძეთ კითხვა