საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატი" - ბერი ერმოლაოსი დასავლეთისა და რუსეთის შესახებ
"ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატი" - ბერი ერმოლაოსი დასავლეთისა და რუსეთის შესახებ

ბერი ერ­მო­ლა­ო­სი (ჭე­ჟია), რო­მე­ლიც ათო­ნის მთის წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მო­ნის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე­ობს, ღია წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ კურსთან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბებს გა­მოთ­ქვამს:

"ჩემო საყ­ვა­რე­ლო მე­გობ­რე­ბო!

თით­ქმის წე­ლი­წა­დია, რაც ჩემი ფე­ის­ბუ­კის გვერ­დი დავ­ხუ­რე და ამის მი­ზე­ზიც იქვე გაც­ნო­ბეთ. მა­შინ ვფიქ­რობ­დი, რომ რო­დის­მე ისევ დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, რომ თქვენ­თვის ჩემი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ეს არ მოხ­დე­ბა. ამ წე­რილს კი ვწერ, რო­გორც ერ­თგვარ ან­დერძს და მას­ში იმ ერ­თა­დერთ სა­კითხს მინ­და შე­ვე­ხო, რო­მელ­საც აქამ­დე არა­სო­დეს შევ­ხე­ბი­ვარ - ჩემი სამ­შობ­ლოს პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ას. მე კარ­გად მაქვს გა­სიგ­რძე­გა­ნე­ბუ­ლი, რომ ბერი არ უნდა ჩა­ე­რი­ოს პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ში და ამა­ზე მე თა­ვად ბევ­რჯერ და­მი­წე­რია, მაგ­რამ არის პო­ლი­ტი­კა ყო­ფი­თი, ყო­ველ­დღი­უ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი და არის პო­ლი­ტი­კა ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი, ერის სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი. თუ პირ­ველ­ში ჩა­რე­ვა ბე­რის სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბას მარ­თლაც დიდ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს, მე­ო­რე­ში ჩა­უ­რევ­ლე­ბა მას სა­კუ­თარ ფეს­ვებს მოგ­ლე­ჯილ, სა­კუ­თარ ეგო­ში ჩა­კე­ტილ გულ­გრილ ადა­მი­ა­ნად აქ­ცევს. როცა ქვეყ­ნის სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რეს­მა მო­ი­თხო­ვა, ბე­რად აღ­კვე­ცილ­მა თორ­ნი­კე ერის­თავ­მა ანა­ფო­რა გა­ი­ხა­და და აბ­ჯა­რი აის­ხა; როცა სამ­შობ­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე და­ე­მუქ­რა, ბერ­მა თევ­დო­რემ მტერს გზა აუბ­ნია; როცა ქარ­თუ­ლი ჯარი მტრის მო­სა­გე­რი­ებ­ლად იკ­რი­ბე­ბო­და, მე­წი­ნა­ვე­თა რი­გებ­ში ბე­რე­ბი ყო­ველ­თვის იდ­გნენ. ჩვე­ნი ერის ის­ტო­რი­უ­ლი ბე­დის სპე­ცი­ფი­უ­რო­ბა ითხოვ­და ბე­რე­ბის­გან სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის ასე­თი უკი­დუ­რე­სი ფორ­მით გა­მოვ­ლი­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

მე მგო­ნია, რომ დღეს ჩვე­ნი ერი სწო­რედ ისე­თი სა­ბე­დის­წე­რო ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას, რომ გან­ზე დგო­მის ფუ­ფუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს. არ­ჩე­ვა­ნი კი მარ­თლაც სა­ბე­დის­წე­რო შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს და არას­წორ­მა პო­ზი­ცი­ამ ჩვე­ნი ერის ყოფ­ნა არ­ყოფ­ნის სა­კი­თხიც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ყე­ნოს. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის სა­კი­თხი: და­სავ­ლე­თის­კენ თუ რუ­სე­თის­კენ? ჩემი ასე­თი შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი კი ის უნებ­ლიე დაკ­ვირ­ვე­ბაა, რო­მე­ლიც ჩემი 15 წელი ათონ­ზე ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ათონ­ზე მო­სულ მომ­ლოც­ვე­ლებ­თან (რო­მელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია) ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მათ­თან სა­უ­ბარ­ში გა­მო­იკ­ვე­თა. საქ­მე იმა­შია, რომ სულ უფრო იზ­რდე­ბა რუ­სე­თი­სად­მი მათი პო­ზი­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და, პი­რი­ქით, რაც დრო გა­დის, მე­ტია ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა.

მე ძა­ლი­ან მწყდე­ბა ამა­ზე გული, რომ სწო­რედ ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­თი გან­წყო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი. ნუთუ დაგ­ვა­ვი­წყდა, ვინ და­არ­ღვია უხე­შად გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტი და მოს­პო ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა? ვინ გა­ა­უქ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია? ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბის რუ­სი­ფი­კა­ცი­ის გზით ვინ გაგ­ვი­ჩა­ნა­გა ბერ-მო­ნას­ტრუ­ლი ცხოვ­რე­ბა? ვინ და­ხო­ცა ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ათა­სო­ბით მსა­ხუ­რი და­სახ­ვრეტ პო­ლი­გო­ნებ­ზე თუ გუ­ლა­გის ბა­ნა­კებ­ში? ვინ წა­ა­ქე­ზა ჩვენს წი­ა­ნაღ­მდეგ და სამ­ტროდ გა­დაგ­ვკი­და ჩვე­ნი ძმე­ბი აფხა­ზე­ბი და ოსე­ბი? ვინ წაგ­ვარ­თვა ჩვე­ნი მი­წა­წყლის 1/3 და ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ქარ­თვე­ლი ლტოლ­ვი­ლად აქ­ცია სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში? ვინ გვი­პი­რებ­და ქარ­თუ­ლი ენის, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო ენის წარ­თმე­ვას? სა­სან­გრე ბა­რე­ბით ვინ და­ხო­ცა 9 აპ­რილს ჩვე­ნი დები და დე­დე­ბი? ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი ყვე­ლამ იცის და ის მხო­ლოდ ერ­თია - რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ. ამი­ტომ ჩემ­თვის ყოვ­ლად გა­სა­ო­ცა­რია ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სიმ­პა­თია მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს მიერ ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ად აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­წი­ფოს მი­მართ. ეს ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რი­ის და­ვი­წყე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბით­ვის მებ­რძოლ გმირ­თა ხსოვ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა; ეს ჩვე­ნი დი­ა­დი მე­ფის და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ძა­ლის­ხმე­ვის იგ­ნო­რი­რე­ბაა, რო­მელ­მაც სწო­რედ ევ­რო­პე­ლი მო­ლაშ­ქრე­ე­ბი გა­ი­ხა­და მო­კავ­ში­რედ აღ­მო­სავ­ლე­თის ურ­დო­ე­ბის­გან სა­ქარ­თვე­ლოს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში; ეს რუს­თა­ვე­ლის მსოფლხედ­ვე­ლო­ბის უარ­ყო­ფაა, რო­მელ­მაც ევ­რო­პა­ში თით­ქმის პირ­ველ­თა­გან­მა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში და­ა­ა­ფიქ­სი­რა ჰუ­მა­ნის­ტუ­რი იდე­ე­ბი; ეს სულ­ხან-სა­ბას მი­სი­ის შე­უ­რა­ცხყო­ფაა, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მო­ნარ­ქთა­გან მო­ე­ლო­და შვე­ლას; ეს დიდი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი­რე­ბაა, რო­მელ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მი­უ­ძღვნა და თვით სი­ცო­ცხლეც შეს­წი­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რის დამ­კვიდ­რე­ბის საქ­მეს; ეს მე­რაბ კოს­ტა­ვას და ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ხსოვ­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფაა, რომ­ლებ­მაც სი­ცო­ცხლე შეს­წი­რეს რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის კლან­ჭე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოხ­სნას. ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლა­ტი. და რა უსუ­სუ­რია ამ პო­ზი­ცი­ის მქო­ნე პირ­თა მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ იქნა შე­მოგ­დე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლად გან­წყო­ბილ პირ­თა ან­კეს­ზე წა­მო­სა­გე­ბად, რომ თით­ქოს და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა მან­კი­ე­რე­ბა­თა იდე­ა­ლი­ზა­ცი­ის და გაღ­მერ­თე­ბის გზას ად­გას და ამი­ტომ მი­უ­ღე­ბე­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის­თვის. ეს სრუ­ლი სიც­რუ­ეა! დიახ, და­სავ­ლუ­რი კულ­ტუ­რა შემ­წყნა­რებ­ლუ­რად ეკი­დე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­სუს­ტე­ებს, მაგ­რამ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ, რო­გორც უფა­ლი, პა­ტივს სცემს ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­გორც ქრის­ტე ცდი­ლობს არ გან­სა­ჯოს ის და თა­ვად ადა­მი­ანს და­უ­ტო­ვოს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ა­კე­თოს სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი. დიახ, ეს პრო­ცე­სი არ არის და­ზღვე­უ­ლი უკი­დუ­რე­სო­ბე­ბის­გან, გა­დახ­ვე­ვე­ბის­გან და ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, მაგ­რამ ის გა­ცი­ლე­ბით პროგ­რე­სი­უ­ლია, ვიდ­რე ადა­მი­ან­ზე უხე­ში ძა­ლა­დო­ბა და სას­ტი­კი რეპ­რე­სია.

არც ის არ­გუ­მენ­ტია ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი, რომ ჩვენ არა­ვის ვჭირ­დე­ბით ევ­რო­პა­ში. დიახ, ჩვენ არ მიგ­ვი­ღე­ბენ არ­სად, არც ევ­რო­კავ­შირ­ში და არც ნა­ტო­ში, სა­ნამ ყვე­ლა­ნი არ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ირ­გვლივ, სა­ნამ არ ვის­წავ­ლით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას, სა­ნამ არ ავა­შე­ნებთ დე­მოკ­რა­ტი­ულ, თი­თო­ელ ადა­მი­ან­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ხელ­მწი­ფოს, სა­ნამ არ და­ვამ­კვიდ­რებთ და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ კულ­ტუ­რას, სა­ნამ არ დავძლევთ კლა­ნუ­რო­ბას, და ნა­თე­სა­ურ-მა­ფი­ურ პრი­ო­რი­ტე­ტებს ნე­ბის­მი­ერ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­ნამ არ მო­ვი­შო­რებთ კო­რუფ­ცი­ის მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ სენს, სა­ნამ არ მო­ვიხ­დით დიპ­ლო­მო­მა­ნი­ის, და არაპრო­ფე­სი­ა­ნა­ლიზ­მის სა­ხადს, სა­ნამ კონ­კუ­რენ­ცია, რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში არ იქ­ნე­ბა ღია და გამჭვირ­ვა­ლე, სა­ნამ ახალ­გაზ­რდო­ბას არ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­რე­შე ია­როს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, თუ სამ­სა­ხუ­რებ­რივ კი­ბე­ზე.

ის, ვი­საც ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვე­ნი სა­ხე­ლიც გა­გო­ნე­ბაც კი არ სურს, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­პუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­კენ ჩვე­ნი თან­მიმ­დევ­რუ­ლი და ჯი­უ­ტი მის­წრა­ფე­ბის შე­დე­გად, ბო­ლოს მა­ინც იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გაგ­ვი­ღოს ევ­რო­პუ­ლი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის კარი და გვა­ღი­ა­როს თა­ნას­წორ პარტნი­ო­რად, ხოლო ის, ვინც მზად არის ახ­ლა­ვე ჩაგ­ვი­ხუ­ტოს, უეჭ­ვე­ლად დაგ­ვახ­რჩობს თა­ვის იმ­პე­რი­ულ ბრჭყა­ლებ­ში.

მე ვე­რა­ვინ და­მაბ­რა­ლებს რუ­სო­ფო­ბი­ას, ალ­ბათ, ჩემ გარ­და იშ­ვი­ა­თია სხვა ისე­თი უცხო­ე­ლი, რო­მელ­საც ისე გულ­წრფე­ლად უყ­ვარ­დეს უბ­რა­ლო რუსი ხალ­ხი, რუ­სუ­ლი კულ­ტუ­რა და რუ­სუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბა, რო­გორც მე. მაგ­რამ მე, რო­გორც მთე­ლი პროგ­რე­სუ­ლი მსოფ­ლიო, აშ­კა­რად ვხე­დავ, რომ დღეს რუსი ხალ­ხი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია იმ­პე­რი­ა­ლიზ­მი­სა და რე­ვან­შიზ­მის სა­ში­ნე­ლი სე­ნით, რომ რუ­სუ­ლი პი­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ბო­რო­ტად სარ­გებ­ლობს სა­კუ­თა­რი ხალ­ხის ამ და­ა­ვა­დე­ბით. და ყვე­ლამ უნდა ვე­ვედ­როთ ღმერ­თს, რომ რუსი ხალ­ხის ამ მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი სე­ნი­სან გან­სა­კურ­ნებ­ლად იგი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა არ გახ­დეს სა­ჭი­რო, რაც გერ­მა­ნელ ერს დას­ჭირ­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში. ამი­ტომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის ვა­ლია, ვინც არ უნდა იყოს ის - ლი­ბე­რა­ლი, თუ კონ­სერ­ვა­ტო­რი, ზო­მი­ე­რი თუ ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი, და­ი­კა­ვოს ცალ­სა­ხად მამ­ხი­ლე­ბე­ლი პო­ზი­ცია და უთხრას - არა! - ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის აღორ­ძი­ნე­ბას.

ათო­ნის წმ. მთა, 17.06.2016".

წყა­რო: www.kreba2016.ge

"ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატი" - ბერი ერმოლაოსი დასავლეთისა და რუსეთის შესახებ

"ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატი" - ბერი ერმოლაოსი დასავლეთისა და რუსეთის შესახებ

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), რომელიც ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, ღია წერილს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს:

"ჩემო საყვარელო მეგობრებო!

თითქმის წელიწადია, რაც ჩემი ფეისბუკის გვერდი დავხურე და ამის მიზეზიც იქვე გაცნობეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ როდისმე ისევ დავბრუნდებოდი, რომ თქვენთვის ჩემი სულიერი ცხოვრების გამოცდილების ახალი დეტალები გამეზიარებინა, მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზით, უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება. ამ წერილს კი ვწერ, როგორც ერთგვარ ანდერძს და მასში იმ ერთადერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც აქამდე არასოდეს შევხებივარ - ჩემი სამშობლოს პოლიტიკურ ორიენტაციას. მე კარგად მაქვს გასიგრძეგანებული, რომ ბერი არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ საკითხებში და ამაზე მე თავად ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ არის პოლიტიკა ყოფითი, ყოველდღიური და პრაქტიკული და არის პოლიტიკა ფუნდამენტალური, ერის სასიცოცხლო ინტერესების განმსაზღვრელი. თუ პირველში ჩარევა ბერის სულიერ განვითარებას მართლაც დიდ ზიანს მიაყენებს, მეორეში ჩაურევლება მას საკუთარ ფესვებს მოგლეჯილ, საკუთარ ეგოში ჩაკეტილ გულგრილ ადამიანად აქცევს. როცა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესმა მოითხოვა, ბერად აღკვეცილმა თორნიკე ერისთავმა ანაფორა გაიხადა და აბჯარი აისხა; როცა სამშობლოს განადგურების რეალური საფრთხე დაემუქრა, ბერმა თევდორემ მტერს გზა აუბნია; როცა ქართული ჯარი მტრის მოსაგერიებლად იკრიბებოდა, მეწინავეთა რიგებში ბერები ყოველთვის იდგნენ. ჩვენი ერის ისტორიული ბედის სპეციფიურობა ითხოვდა ბერებისგან სამშობლოს სიყვარულის ასეთი უკიდურესი ფორმით გამოვლინების აუცილებლობას.

მე მგონია, რომ დღეს ჩვენი ერი სწორედ ისეთი საბედისწერო ისტორიული არჩევანის წინაშე დგას, რომ განზე დგომის ფუფუნების უფლება არავის აქვს. არჩევანი კი მართლაც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს და არასწორმა პოზიციამ ჩვენი ერის ყოფნა არყოფნის საკითხიც შეიძლება დააყენოს. მხედველობაში მაქვს საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი: დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ? ჩემი ასეთი შეშფოთების მიზეზი კი ის უნებლიე დაკვირვებაა, რომელიც ჩემი 15 წელი ათონზე ცხოვრების განმავლობაში საქართველოდან ათონზე მოსულ მომლოცველებთან (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სასულიერო პირია) ურთიერთობისას მათთან საუბარში გამოიკვეთა. საქმე იმაშია, რომ სულ უფრო იზრდება რუსეთისადმი მათი პოზიტიური დამოკიდებულება და, პირიქით, რაც დრო გადის, მეტია ევროპული ფასეულობებისა და კულტურის ნეგატიური შეფასება.

მე ძალიან მწყდება ამაზე გული, რომ სწორედ ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი წევრია საზოგადოებაში ასეთი განწყობის მხარდამჭერი. ნუთუ დაგვავიწყდა, ვინ დაარღვია უხეშად გეორგიევსკის ტრაქტატი და მოსპო ქართული სახელმწიფოებრიობა? ვინ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია? ეკლესია-მონასტრების რუსიფიკაციის გზით ვინ გაგვიჩანაგა ბერ-მონასტრული ცხოვრება? ვინ დახოცა ჩვენი ეკლესიის ათასობით მსახური დასახვრეტ პოლიგონებზე თუ გულაგის ბანაკებში? ვინ წააქეზა ჩვენს წიანაღმდეგ და სამტროდ გადაგვკიდა ჩვენი ძმები აფხაზები და ოსები? ვინ წაგვართვა ჩვენი მიწაწყლის 1/3 და ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი ლტოლვილად აქცია საკუთარ სამშობლოში? ვინ გვიპირებდა ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის წართმევას? სასანგრე ბარებით ვინ დახოცა 9 აპრილს ჩვენი დები და დედები? ამ კითხვებზე პასუხი ყველამ იცის და ის მხოლოდ ერთია - რუსეთის იმპერიამ. ამიტომ ჩემთვის ყოვლად გასაოცარია ქართველი ადამიანის და, განსაკუთრებით, სასულიერო პირის სიმპათია მთელი ცივილიზირებული მსოფლიოს მიერ ბოროტების იმპერიად აღიარებული სახელწიფოს მიმართ. ეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის დავიწყება და საქართველოს დამოუკიდებლობითვის მებრძოლ გმირთა ხსოვნის შეურაცხყოფაა; ეს ჩვენი დიადი მეფის დავით აღმაშენებლის ძალისხმევის იგნორირებაა, რომელმაც სწორედ ევროპელი მოლაშქრეები გაიხადა მოკავშირედ აღმოსავლეთის ურდოებისგან საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში; ეს რუსთაველის მსოფლხედველობის უარყოფაა, რომელმაც ევროპაში თითქმის პირველთაგანმა ლიტერატურაში დაააფიქსირა ჰუმანისტური იდეები; ეს სულხან-საბას მისიის შეურაცხყოფაა, რომელიც დასავლეთ ევროპის მონარქთაგან მოელოდა შველას; ეს დიდი ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის სრული იგნორირებაა, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა და თვით სიცოცხლეც შესწირა საქართველოში ევროპული კულტურის დამკვიდრების საქმეს; ეს მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფაა, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან საქართველოს გამოხსნას. ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ღალატი. და რა უსუსურია ამ პოზიციის მქონე პირთა მთავარი არგუმენტი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ იქნა შემოგდებული კონსერვატიულად განწყობილ პირთა ანკესზე წამოსაგებად, რომ თითქოს დასავლური კულტურა მანკიერებათა იდეალიზაციის და გაღმერთების გზას ადგას და ამიტომ მიუღებელია ტრადიციული საზოგადოებებისთვის. ეს სრული სიცრუეა! დიახ, დასავლური კულტურა შემწყნარებლურად ეკიდება ადამიანის სისუსტეებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც უფალი, პატივს სცემს ადამიანის თავისუფლებას, როგორც ქრისტე ცდილობს არ განსაჯოს ის და თავად ადამიანს დაუტოვოს შესაძლებლობა გააკეთოს სწორი არჩევანი. დიახ, ეს პროცესი არ არის დაზღვეული უკიდურესობებისგან, გადახვევებისგან და ბოროტად გამოყენებისგან, მაგრამ ის გაცილებით პროგრესიულია, ვიდრე ადამიანზე უხეში ძალადობა და სასტიკი რეპრესია.

არც ის არგუმენტია ანგარიშგასაწევი, რომ ჩვენ არავის ვჭირდებით ევროპაში. დიახ, ჩვენ არ მიგვიღებენ არსად, არც ევროკავშირში და არც ნატოში, სანამ ყველანი არ გავერთიანდებით ევროპული ფასეულობების ირგვლივ, სანამ არ ვისწავლით ადამიანის უფლებების პატივისცემას, სანამ არ ავაშენებთ დემოკრატიულ, თითოელ ადამიანზე ორიენტირებულ სამოქალაქო სახელმწიფოს, სანამ არ დავამკვიდრებთ დასავლურ პოლიტიკურ კულტურას, სანამ არ დავძლევთ კლანურობას, და ნათესაურ-მაფიურ პრიორიტეტებს ნებისმიერ საქმიანობაში, სანამ არ მოვიშორებთ კორუფციის მომაკვდინებელ სენს, სანამ არ მოვიხდით დიპლომომანიის, და არაპროფესიანალიზმის სახადს, სანამ კონკურენცია, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში არ იქნება ღია და გამჭვირვალე, სანამ ახალგაზრდობას არ მივცემთ საშუალებას დაბრკოლებების გარეშე იაროს საგანმანათლებლო, თუ სამსახურებრივ კიბეზე.

ის, ვისაც ჯერჯერობით ჩვენი სახელიც გაგონებაც კი არ სურს, დემოკრატიისა და ევროპული ფასეულობებისკენ ჩვენი თანმიმდევრული და ჯიუტი მისწრაფების შედეგად, ბოლოს მაინც იძულებული იქნება გაგვიღოს ევროპული თანამეგობრობის კარი და გვაღიაროს თანასწორ პარტნიორად, ხოლო ის, ვინც მზად არის ახლავე ჩაგვიხუტოს, უეჭველად დაგვახრჩობს თავის იმპერიულ ბრჭყალებში.

მე ვერავინ დამაბრალებს რუსოფობიას, ალბათ, ჩემ გარდა იშვიათია სხვა ისეთი უცხოელი, რომელსაც ისე გულწრფელად უყვარდეს უბრალო რუსი ხალხი, რუსული კულტურა და რუსული სულიერება, როგორც მე. მაგრამ მე, როგორც მთელი პროგრესული მსოფლიო, აშკარად ვხედავ, რომ დღეს რუსი ხალხი დაავადებულია იმპერიალიზმისა და რევანშიზმის საშინელი სენით, რომ რუსული პილიტიკური ელიტა ბოროტად სარგებლობს საკუთარი ხალხის ამ დაავადებით. და ყველამ უნდა ვევედროთ ღმერთს, რომ რუსი ხალხის ამ მომაკვდინებელი სენისან განსაკურნებლად იგივე ღონისძიება არ გახდეს საჭირო, რაც გერმანელ ერს დასჭირდა მეორე მსოფლიო ომში. ამიტომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის ვალია, ვინც არ უნდა იყოს ის - ლიბერალი, თუ კონსერვატორი, ზომიერი თუ ინდიფერენტული, დაიკავოს ცალსახად მამხილებელი პოზიცია და უთხრას - არა! - ბოროტების იმპერიის აღორძინებას.

ათონის წმ. მთა, 17.06.2016".

წყარო: www.kreba2016.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი