თბილისის ცენტრში ახალი უსახური "გარაჟები" ჩადგეს, ბავშვები ეზოს გარეშე რჩებიან - რა მოტივით გასცემს მერია ნებართვას

თბილისის ცენტრში ახალი უსახური "გარაჟები" ჩადგეს, ბავშვები ეზოს გარეშე რჩებიან - რა მოტივით გასცემს მერია ნებართვას

მიცკევიჩის 9 ნომერში მოსახლეობის ნაწილი ეზოში ორი ახალი ავტოფარეხის დემონტაჟს ითხოვს, რადგან თვლის, რომ ეზო პატარავდება და ბავშვებისთვის სათამაშო ადგილი იზღუდება. როგორც მათ AMBEBI.GE-სთან საუბარში განაცხადეს, თებერვლის შემდეგ მერიაში საჩივრებს წერდნენ და ავტოფარეხის დემონტაჟს ითხოვდნენ, აპრილში კი მათ მეორე ნებართვაც გასცეს ახალი ავტოფარეხის ჩადგმაზე.

"ერთ-ერთი მოსახლე ადგა და ეზოს შუაგულში "გარაჟი" ჩადგა, მოტივირება ესეთი იყო, რომ ეს არის მისი სადარბაზოს წინ მდებარე ტერიტორია და მას შეეძლო, სადაც უნდოდა იქ ჩაედგა "გარაჟი". მერიაში მაშინვე დართეს ნება და მეორე დღესვე ჩადგა. მაშინვე დავიწყეთ პროტესტი, როგორ შეიძლება ასე ეზოს შუაგულში, არა გამიჯვნით, მწკრივშიდაც კი არ არის, არანაირი მანძილი არ არის დაცული რა შემთხვევაშიდაც კანონიერი იქნებოდა, არაფერი არ გაითვალისწინა. მოუნდა ავტოფარეხი და ჩადგა. თანაც უნდა ყოფილიყო ცხაური ანუ ღია უნდა ყოფილიყო და არა ესე შეფუთული, არც კი მინდა ვთქვა რას გავს, რომ ვიხედებით ხოლმე ფანჯრიდან, გული გვისკდება. ჩვენ რომ თებერვლიდან ვწერთ საჩივარს, აპრილში მეორე ნებართვა გასცეს და მოტივი არ გაინტერესებთ რა იყო მერიისგან?! ... სივრცე ამოვავსეთო", - გვეუბნება მიცკევიჩის 9 ნომერში მცხოვრები დარეჯან მჟავანაძე.

"ესენი რომ ბავშვები იყვნენ და ჩვენ დიდები, ასე რომ მოვქცეულიყავით, მოეწონებოდათ?!" - ასე აპროტესტებენ და ავტოფარეხების აღებას ითხოვენ მიცკევიჩის 9 ნომერში მცხოვრები ბავშვებიც. უფროსები კი 21 ივნისს მერიაში არიან დაბარებულნი საჩივრის განსახილველად.

მარიამ ლორთქიფანიძე

AMBEBI.GE

ნახეთ ვრცლად სიუჟეტში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი