მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, 4-წლიან "ციხეში" ვარ..." - ქართველი სტუდენტის გასაჭირი
"მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, 4-წლიან "ციხეში" ვარ..." - ქართველი სტუდენტის გასაჭირი

ეს წე­რი­ლი AMBEBI.GE-ს ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე ერთ-ერ­თმა სტუ­დენ­ტმა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტის წუ­ხი­ლი, ალ­ბათ, ბევ­რის­თვის ნაც­ნო­ბია, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებს ჯერ ვერც უნი­ვერ­სი­ტე­ტი და ვერც გა­ნათ­ლე­ბის არ­სე­ბუ­ლი სის­ტე­მა პო­უ­ლობს:

"ჩემი წუ­წუ­ნი ყო­ველ­თვის გა­მოც­დებს ემ­თხვე­ვა... იმი­ტომ კი არა, რომ ზარ­მა­ცი ვარ ან უსაქ­მუ­რი და სტა­ტუ­სე­ბის წე­რით ვირ­თობ თავს. უბ­რა­ლოდ დამ­ღა­ლა ამ უაზ­რო­ბამ.... დავ­დი­ვარ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ვსწავ­ლობ... ვცდი­ლობ გა­ვა­კე­თო მაქ­სი­მუ­მი და მი­ვი­ღო კარ­გი შე­დე­გი, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე... იმი­ტომ რომ:

1. ვერ ვხე­დავ აქ სწავ­ლის სა­ბო­ლოო შე­დეგს და მი­ზანს, ვერ ვხვდე­ბი რაში უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო უაზ­როდ და­ზე­პი­რე­ბუ­ლი თე­ო­რია მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში ან რა­ტომ არ მაძ­ლევს უნი­ვერ­სი­ტე­ტი არა­ნა­ირ პრაქ­ტი­კულ უნა­რებს.

2. ის რაც აქ ხდე­ბა ეს სწავ­ლა არ არის... ეს არის კო­მუ­ნიზ­მის სა­ცო­და­ვი ნარ­ჩე­ნი

3. რა­ტომ არის სა­ჭი­რო უაზ­როდ უაზ­როდ ნა­თარ­გმნი წიგ­ნი­დან ულე­ვი რა­ო­დე­ნო­ბის გვერ­დე­ბის და­ზე­პი­რე­ბა, რომ­ლის ში­ნა­არ­სიც ერთ გვერ­დზე შე­იძ­ლე­ბა და­ე­ტი­ოს. (რა სა­ჭი­როა ამ შემ­თხვე­ვა­ში მე­წარ­მე­ო­ბის ათი სხვა­დას­ხვა გან­მარ­ტე­ბის და­ზე­პი­რე­ბა, რო­დე­საც თი­თო­ე­ულ­ში ერთი და იგი­ვე წე­რია სხვა­დას­ხვა სი­ტყვე­ბით... ხომ შე­იძ­ლე­ბა ამ კურ­სის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­დენ­ტებს და­ა­წე­რი­ნო სა­წარ­მო­ზე იდეა და მთე­ლი სე­მესტრი ამ იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბას და­უთ­მო? )

4. რა­ტომ გვა­ზე­პი­რე­ბენ სა­კი­თხებს და გვა­წე­რი­ნე­ბენ გა­მოც­დებს ისე თით­ქოს სა­კონ­ტრო­ლოს ვწერთ. (ყვე­ლა სა­გან­ზე არ მაქვს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ 90%-ზე)

5. რა­ტომ ამარ­თლე­ბენ ამ სის­ტე­მას "ბო­ლო­ნი­ის" პრო­ცე­სით, მა­შინ რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერს ევ­რო­პას­თან და გან­ვი­თა­რე­ბას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ გა­აჩ­ნია?

6. რა­ტომ გა­მოვ­ყა­ვართ ლექ­ტო­რებს და­ფას­თან და რა­ტომ გვა­ყო­ლე­ბენ ყო­ველ კვი­რას "გაკ­ვე­თი­ლებს"

7. რა­ტომ უნდა და­ი­ზე­პი­როს სტუ­დენ­ტმა მარ­კე­ტინ­გი წიგ­ნი­დან ისე, რომ სა­ბო­ლო­ოდ არა­ნა­ი­რი პრაქ­ტი­კუ­ლი უნა­რი არ მი­ი­ღოს აქე­დან? (მა­გა­ლი­თად: ლატ­ვი­ა­ში გავ­დი­ო­დი (სა­ბედ­ნი­ე­როდ )მარ­კე­ტინ­გის კურსს და ყო­ველ კვი­რას სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტო­ლო­გე­ბი მოჰ­ყავ­დათ და ქე­ი­სებ­ზე გვა­მუ­შა­ვებ­დნენ

8. რა­ტომ ვართ ასე­თი სა­ცო­და­ვე­ბი?

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე წლი­დან წლამ­დე ვწუ­წუ­ნებ და ვლა­პა­რა­კობ ლექ­ტო­რებ­თა­ნაც მათ შო­რის. მაგ­რამ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა და არც შე­იც­ვლე­ბა კი­დევ ძა­ლი­ან დიდ ხანს...

ზოგი თავს იმარ­თლებს, ზო­გიც მე­უბ­ნე­ბა, თუ ესე არ მოგ­წონს აქ რა­ტომ ჩერ­დე­ბიო? იმი­ტომ ვჩერ­დე­ბი, რომ მე­სა­მე კურ­სზე ვარ და ერთი სული მაქვს რო­დის ავი­ღებ დიპ­ლომს და უკან აღარ მო­ვი­ხე­დავ... არ მინ­და ბო­ლომ­დე უშე­დე­გოდ დამ­თავ­რდეს ეს უაზ­რო დრო­ის ხარ­ჯვა და ერთი სა­ცო­და­ვი ფურ­ცე­ლი მა­ინც შემ­რჩეს, რო­მე­ლიც ფორ­მა­ლუ­რად მა­ინც მჭირ­დე­ბა...

ეხლა ვზი­ვარ მი­დევს წინ უაზ­როდ დიდი კონ­სპექ­ტი და ვერ ვსწავ­ლობ... იმი­ტომ არა, რომ დე­ბი­ლი ვარ... უბ­რა­ლოდ იმი­ტომ რომ მეხ­სი­ე­რე­ბა ამ­დენ და­ზე­პი­რე­ბულ უაზ­რო წი­ნა­და­დე­ბას ვე­ღარ იტევს... უაზ­როს არა იმი­ტომ, რომ არა­ფე­რი მეს­მის, არა­მედ იმი­ტომ რომ ერთი და იგი­ვე წე­რია ყო­ველ მე­სა­მე წი­ნა­და­დე­ბა­ში და ასე­ვე თუ არ დავ­წერ გა­მოც­და­ზე, შე­ფა­სე­ბი­სას და­მი­წე­რენ თე­მას გაც­დიო...

იმი­ტომ არა, რომ მთე­ლი სე­მესტრი არ ვსწავ­ლობ­დი და ეხლა 1 დღე­ში მინ­და ვის­წავ­ლო...მთე­ლი სე­მესტრი ვსწავ­ლობ­დი და ვა­ბა­რებ­დი... მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლე­ბი მყავს სე­მი­ნა­რებ­ზე, მაგ­რამ სწო­რედ ეს არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ და­ფას­თან გა­მო­ძა­ხე­ბა-ჩა­ბა­რე­ბით ნას­წავ­ლი ნას­წავ­ლი არ არის...

ამას ემა­ტე­ბა სტრე­სი, რომ მი­ვი­ღო მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი ისევ და ისევ იმი­ტომ რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ისევ აქ ყოფ­ნა არ მო­მი­წი­ოს...

აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო და მო­მა­ვა­ლო სტუ­დენ­ტე­ბო ფრთხი­ლად აარ­ჩი­ეთ სად გინ­დათ სწავ­ლა! გა­ი­გეთ, გა­ი­კი­თხეთ და გა­ა­კე­თეთ სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი. მე არას­წო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, 4-წლი­ან "ცი­ხე­ში" ვარ, რომ­ლი­და­ნაც სტრე­სის, სკლე­რო­ზის ნიშ­ნე­ბის და ჩამ­კვდა­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­როვ­ნე­ბის გარ­და, ძა­ლი­ან ცოტა რამ მი­ვი­ღე...

ძნე­ლია არ და­ვა­ფა­სო ის რომ სწო­რედ ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­მა მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, 6 თვე სხვა ქვე­ყა­ნა­ში მეს­წავ­ლა რის­თვი­საც ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, მაგ­რამ ამ 6 თვის გარ­და კარ­გად გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან ცო­ტაა . იმე­დი მაქვს ამ წე­რილს რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ამო­მიგ­დებს Facebook-ი, გა­მე­ღი­მე­ბა და მშვი­დად ვიქ­ნე­ბი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა.

იმე­დი მაქვს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს უკე­თე­სად ას­წავ­ლით/ვას­წავ­ლით!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, 4-წლიან "ციხეში" ვარ..." - ქართველი სტუდენტის გასაჭირი

"მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, 4-წლიან "ციხეში" ვარ..." - ქართველი სტუდენტის გასაჭირი

ეს წერილი AMBEBI.GE-ს ფეისბუქის გვერდზე ერთ-ერთმა სტუდენტმა გამოგვიგზავნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის წუხილი, ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია, თუმცა სამწუხაროდ, დაგროვილი პრობლემების გადაჭრის გზებს ჯერ ვერც უნივერსიტეტი და ვერც განათლების არსებული სისტემა პოულობს:

"ჩემი წუწუნი ყოველთვის გამოცდებს ემთხვევა... იმიტომ კი არა, რომ ზარმაცი ვარ ან უსაქმური და სტატუსების წერით ვირთობ თავს. უბრალოდ დამღალა ამ უაზრობამ.... დავდივარ უნივერსიტეტში და ვსწავლობ... ვცდილობ გავაკეთო მაქსიმუმი და მივიღო კარგი შედეგი, მაგრამ ძალიან დავიღალე... იმიტომ რომ:

1. ვერ ვხედავ აქ სწავლის საბოლოო შედეგს და მიზანს, ვერ ვხვდები რაში უნდა გამოვიყენო უაზროდ დაზეპირებული თეორია მომავალ ცხოვრებაში ან რატომ არ მაძლევს უნივერსიტეტი არანაირ პრაქტიკულ უნარებს.

2. ის რაც აქ ხდება ეს სწავლა არ არის... ეს არის კომუნიზმის საცოდავი ნარჩენი

3. რატომ არის საჭირო უაზროდ უაზროდ ნათარგმნი წიგნიდან ულევი რაოდენობის გვერდების დაზეპირება, რომლის შინაარსიც ერთ გვერდზე შეიძლება დაეტიოს. (რა საჭიროა ამ შემთხვევაში მეწარმეობის ათი სხვადასხვა განმარტების დაზეპირება, როდესაც თითოეულში ერთი და იგივე წერია სხვადასხვა სიტყვებით... ხომ შეიძლება ამ კურსის განმავლობაში სტუდენტებს დააწერინო საწარმოზე იდეა და მთელი სემესტრი ამ იდეის განვითარებას დაუთმო? )

4. რატომ გვაზეპირებენ საკითხებს და გვაწერინებენ გამოცდებს ისე თითქოს საკონტროლოს ვწერთ. (ყველა საგანზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ 90%-ზე)

5. რატომ ამართლებენ ამ სისტემას "ბოლონიის" პროცესით, მაშინ როდესაც ამ ყველაფერს ევროპასთან და განვითარებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია?

6. რატომ გამოვყავართ ლექტორებს დაფასთან და რატომ გვაყოლებენ ყოველ კვირას "გაკვეთილებს"

7. რატომ უნდა დაიზეპიროს სტუდენტმა მარკეტინგი წიგნიდან ისე, რომ საბოლოოდ არანაირი პრაქტიკული უნარი არ მიიღოს აქედან? (მაგალითად: ლატვიაში გავდიოდი (საბედნიეროდ )მარკეტინგის კურსს და ყოველ კვირას სხვადასხვა კომპანიის მარკეტოლოგები მოჰყავდათ და ქეისებზე გვამუშავებდნენ

8. რატომ ვართ ასეთი საცოდავები?

ამ ყველაფერზე წლიდან წლამდე ვწუწუნებ და ვლაპარაკობ ლექტორებთანაც მათ შორის. მაგრამ არაფერი იცვლება და არც შეიცვლება კიდევ ძალიან დიდ ხანს...

ზოგი თავს იმართლებს, ზოგიც მეუბნება, თუ ესე არ მოგწონს აქ რატომ ჩერდებიო? იმიტომ ვჩერდები, რომ მესამე კურსზე ვარ და ერთი სული მაქვს როდის ავიღებ დიპლომს და უკან აღარ მოვიხედავ... არ მინდა ბოლომდე უშედეგოდ დამთავრდეს ეს უაზრო დროის ხარჯვა და ერთი საცოდავი ფურცელი მაინც შემრჩეს, რომელიც ფორმალურად მაინც მჭირდება...

ეხლა ვზივარ მიდევს წინ უაზროდ დიდი კონსპექტი და ვერ ვსწავლობ... იმიტომ არა, რომ დებილი ვარ... უბრალოდ იმიტომ რომ მეხსიერება ამდენ დაზეპირებულ უაზრო წინადადებას ვეღარ იტევს... უაზროს არა იმიტომ, რომ არაფერი მესმის, არამედ იმიტომ რომ ერთი და იგივე წერია ყოველ მესამე წინადადებაში და ასევე თუ არ დავწერ გამოცდაზე, შეფასებისას დამიწერენ თემას გაცდიო...

იმიტომ არა, რომ მთელი სემესტრი არ ვსწავლობდი და ეხლა 1 დღეში მინდა ვისწავლო...მთელი სემესტრი ვსწავლობდი და ვაბარებდი... მაქსიმალური ქულები მყავს სემინარებზე, მაგრამ სწორედ ეს არის მაგალითი იმისა, რომ დაფასთან გამოძახება-ჩაბარებით ნასწავლი ნასწავლი არ არის...

ამას ემატება სტრესი, რომ მივიღო მაღალი ქულები ისევ და ისევ იმიტომ რომ რამდენიმე წელიწადში ისევ აქ ყოფნა არ მომიწიოს...

აბიტურიენტებო და მომავალო სტუდენტებო ფრთხილად აარჩიეთ სად გინდათ სწავლა! გაიგეთ, გაიკითხეთ და გააკეთეთ სწორი არჩევანი. მე არასწორი არჩევანი გავაკეთე, 4-წლიან "ციხეში" ვარ, რომლიდანაც სტრესის, სკლეროზის ნიშნების და ჩამკვდარი თავისუფალი აზროვნების გარდა, ძალიან ცოტა რამ მივიღე...

ძნელია არ დავაფასო ის რომ სწორედ ამ უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, 6 თვე სხვა ქვეყანაში მესწავლა რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ ამ 6 თვის გარდა კარგად გასახსენებელი ძალიან ცოტაა . იმედი მაქვს ამ წერილს რამდენიმე წელიწადში ამომიგდებს Facebook-ი, გამეღიმება და მშვიდად ვიქნები, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა.

იმედი მაქვს მომავალ თაობებს უკეთესად ასწავლით/ვასწავლით!"