პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გადაურიცხა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს რამდენიმე ათასი დოლარი - რა დოკუმენტებს ასაჯაროვებენ "ნაციონალები"
ვინ გადაურიცხა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს რამდენიმე ათასი დოლარი - რა დოკუმენტებს ასაჯაროვებენ "ნაციონალები"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ალფა ბან­კში" გახ­სნილ ან­გა­რი­შებ­ზე კორ­ცხე­ლის ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნე­ბის - ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძი­სა და გი­ორ­გი გი­გა­უ­რის სა­ხელ­ზე "კალა კა­პი­ტალ ლი­მი­ტე­დის­გან" და რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი და­ვით ქარ­სე­ლა­ძის­გან იგი­ვე "კა­ლა­ტო­ზას­გან", გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­ი­რი­ცხა. ამის შე­სა­ხებ ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა და ოთარ კა­ხი­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე კარ­გად არის ცნო­ბი­ლი, რომ ა.წ. 21 მა­ისს, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კორ­ცხელ­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სას, მთავ­რო­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ მო­ძა­ლა­დე­თა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, უშუ­ა­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან, თავს და­ეს­ხა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს, ამომ­რჩევ­ლებს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მომ­ხრე­ებს, ლი­დე­რებ­სა და რი­გით პო­ლი­ცი­ე­ლებს.

ჩვენ თა­ვი­დან­ვე წარ­მო­ვად­გი­ნეთ აღ­ნიშ­ნულ ძა­ლა­დობ­რივ ჯგუფ­თან ვიცე პრე­მი­ერ კახა კა­ლა­ძის უშუ­ა­ლო კავ­ში­რის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი ფაქ­ტი. აღ­ნიშ­ნულს ადას­ტუ­რებ­და რო­გორც მო­ძა­ლა­დე­თა კავ­ში­რე­ბი ვიცე პრე­მი­ერ­თან და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან", ისე თა­ვად კა­ლა­ძის რე­აქ­ცია და უშუ­ა­ლოდ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბი კორ­ცხე­ლის ძა­ლა­დო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას, კერ­ძოდ, იგი ამარ­თლებ­და თავ­დას­ხმას, ცდი­ლობ­და, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი წარ­მო­ე­ჩი­ნა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბად და ხელს აფა­რებ­და თავ­დამ­სხმე­ლებს. გარ­და ამი­სა, თით­ქმის ყვე­ლა თავ­დამ­სხმე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმ სპორტ-კლუბ­თან, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ ბ-ნი კა­ლა­ძის ცო­ლის ძმა მარ­თავს.

ჩვენს მიერ წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია აღ­ნიშ­ნულ კავ­შირს უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს: რუ­სუ­ლი სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ალფა ბან­კის" მხრი­დან 31 მა­ისს გა­ცე­მუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლე­ბის N0978-NRB/017 და N0979-NRB/017 - თა­ნახ­მად, რო­მელ­საც ხელს აწერს ბან­კის მთა­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი ოფი­ცე­რი მა­რია შევ­ჩენ­კო ირ­კვე­ვა, რომ კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა და­ვით ქარ­სე­ლა­ძემ, იგი­ვე "კა­ლა­ტო­ზამ" "ალფა ბან­კში" ორი ან­გა­რი­ში გახ­სნა კორ­ცხელ­ში "გა­მო­ჩე­ნი­ლი" ორი მო­ძა­ლა­დის ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძი­სა და გი­ორ­გი გი­გა­უ­რის სა­ხელ­ზე.

ერთი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, თავ­დას­ხმამ­დე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მა­ისს, 16 სა­ათ­სა და 08 წუთ­ზე, "კალა კა­პი­ტალ ლი­მი­ტე­დის­გან" ვლა­დი­მერ გე­გე­ში­ძის ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხა 15 000 (თხუთ­მე­ტი ათა­სი) აშშ დო­ლა­რი, ხოლო და­ვით ქარ­სე­ლა­ძის, იგი­ვე კა­ლა­ტო­ზას­გან 17 სა­ათ­სა და 54 წუთ­ზე გა­და­ი­რი­ცხა 10 000 (ათი ათა­სი) აშშ დო­ლა­რი.

მე­ო­რე დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, იმა­ვე დღეს, 16 სა­ათ­სა და 37 წუთ­ზე, "კალა კა­პი­ტალ ლი­მი­ტე­დის­გან" გი­ორ­გი გი­გა­უ­რის ან­გა­რიშ­ზე გა­და­ი­რი­ცხა 10 000 (ათი ათა­სი) აშშ დო­ლა­რი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნებთ, რომ და­ვით ქარ­სე­ლა­ძე არის ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი - ამ­ჟა­მად რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე - რო­მე­ლიც 2000-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან რუ­სეთ­ში გა­და­ბარ­გდა. მისი ძმა, ასე­ვე ყო­ფი­ლი მო­ჭი­და­ვე, ვა­სილ ქარ­სე­ლა­ძე, კახა კა­ლა­ძის უშუ­ა­ლო ლო­ბი­რე­ბით სულ ცოტა ხნის წინ აირ­ჩი­ეს თბი­ლი­სის ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად და ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობს აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში. წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ ვიცე პრე­მი­ერ კა­ლა­ძის უშუ­ა­ლო კავ­შირ­ზე კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და აგ­რეთ­ვე მის სა­ვა­რა­უ­დო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე კორ­ცხელ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის დაკ­ვე­თას­თან, ან­გა­რე­ბი­თი მო­ტი­ვით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ არ გვაქვს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის იმე­დი, რო­გორც კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, სა­ჭი­როდ ვთვლით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ეს ინ­ფორ­მა­ცია და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დოთ პრო­კუ­რა­ტუ­რას - და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა, და­ად­გი­ნოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა და კახა კა­ლა­ძის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში", - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ვინ გადაურიცხა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს რამდენიმე ათასი დოლარი - რა დოკუმენტებს ასაჯაროვებენ "ნაციონალები"

ვინ გადაურიცხა კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენებს რამდენიმე ათასი დოლარი - რა დოკუმენტებს ასაჯაროვებენ "ნაციონალები"

"ნაციონალური მოძრაობა" კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, "ალფა ბანკში" გახსნილ ანგარიშებზე კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების - ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე "კალა კაპიტალ ლიმიტედისგან" და რუსეთში მცხოვრები დავით ქარსელაძისგან იგივე "კალატოზასგან", გარკვეული თანხა გადაირიცხა. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა და ოთარ კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

იხილეთ ვიდეო

"საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ა.წ. 21 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მიმდინარე გამოტოვებული არჩევნებისას, მთავრობის მიერ ორგანიზებულ მოძალადეთა დანაშაულებრივი ჯგუფი, უშუალოდ საარჩევნო უბანთან, თავს დაესხა პარლამენტის წევრებს, ამომრჩევლებს, "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს, ლიდერებსა და რიგით პოლიციელებს.

ჩვენ თავიდანვე წარმოვადგინეთ აღნიშნულ ძალადობრივ ჯგუფთან ვიცე პრემიერ კახა კალაძის უშუალო კავშირის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი. აღნიშნულს ადასტურებდა როგორც მოძალადეთა კავშირები ვიცე პრემიერთან და "ქართულ ოცნებასთან", ისე თავად კალაძის რეაქცია და უშუალოდ მისი განცხადებები კორცხელის ძალადობის შეფასებისას, კერძოდ, იგი ამართლებდა თავდასხმას, ცდილობდა, ძალადობის მსხვერპლი წარმოეჩინა დამნაშავეებად და ხელს აფარებდა თავდამსხმელებს. გარდა ამისა, თითქმის ყველა თავდამსხმელი დაკავშირებულია იმ სპორტ-კლუბთან, რომელსაც უშუალოდ ბ-ნი კალაძის ცოლის ძმა მართავს.

ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია აღნიშნულ კავშირს უტყუარად ადასტურებს: რუსული სააქციო საზოგადოება "ალფა ბანკის" მხრიდან 31 მაისს გაცემული ოფიციალური წერილების N0978-NRB/017 და N0979-NRB/017 - თანახმად, რომელსაც ხელს აწერს ბანკის მთავარი ფინანსური ოფიცერი მარია შევჩენკო ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა დავით ქარსელაძემ, იგივე "კალატოზამ" "ალფა ბანკში" ორი ანგარიში გახსნა კორცხელში "გამოჩენილი" ორი მოძალადის ვლადიმერ გეგეშიძისა და გიორგი გიგაურის სახელზე.

ერთი დოკუმენტის მიხედვით, თავდასხმამდე 4 დღით ადრე, 2016 წლის 17 მაისს, 16 საათსა და 08 წუთზე, "კალა კაპიტალ ლიმიტედისგან" ვლადიმერ გეგეშიძის ანგარიშზე გადაირიცხა 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი, ხოლო დავით ქარსელაძის, იგივე კალატოზასგან 17 საათსა და 54 წუთზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი.

მეორე დოკუმენტის თანახმად, იმავე დღეს, 16 საათსა და 37 წუთზე, "კალა კაპიტალ ლიმიტედისგან" გიორგი გიგაურის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ დავით ქარსელაძე არის ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი - ამჟამად რუსეთის მოქალაქე - რომელიც 2000-იან წლებში საქართველოდან რუსეთში გადაბარგდა. მისი ძმა, ასევე ყოფილი მოჭიდავე, ვასილ ქარსელაძე, კახა კალაძის უშუალო ლობირებით სულ ცოტა ხნის წინ აირჩიეს თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად და ასევე მონაწილეობს აღნიშნულ დანაშაულებრივ სქემაში. წარმოდგენილი დოკუმენტები მიუთითებენ ვიცე პრემიერ კალაძის უშუალო კავშირზე კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე მის სავარაუდო მონაწილეობაზე კორცხელში ორგანიზებული ძალადობის დაკვეთასთან, ანგარებითი მოტივით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს მიუკერძოებელი და სრულფასოვანი გამოძიების იმედი, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პროკურატურას - დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, დაადგინოს წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობა და კახა კალაძის შესაძლო მონაწილეობა ზემოაღნიშნულ დანაშაულში", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."