მაგდა პაპიძის და ლანა პაპიძე სასამართლო სხდომის დახურვას ითხოვს. როგორც მან "რადიო პალიტრის" გადაცემაში "მოკლე ჩართვა" განაცხადა, სასამართლო პროცესი საჯაროდ არ უნდა იმართებოდეს და ამ პროცესზე აქცენტი მაგდას პიროვნულ ხასიათზე არ უნდა კეთდებოდეს. ლანა პაპიძის აზრით, ამგვარად მისი დის, მაგდა პაპიძის უფლებები ირღვევა.
"მიგვაჩნია, რომ პროცესი ასე საჯაროდ ეს არ უნდა შუქდებოდეს. აქცენტი არ უნდა კთდებოდეს მაგდას პიროვნულ ხასიათზე. მინდა საზოგადოებას მივმართო და ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. თუნდაც მოწმეთა გახსნილი დაკითხვა. იმის მაგივრად რომ აქცენტი კეთდებოდეს მკვლელობის ფაქტებზე, აქცენტი კეთდება აბსტრაქტულ ვითარებაზე. საზოგადოების მთელი ყურადღება გადატანილია მაგდას პიროვნულ ხასიათებზე, შავ-ბნელ ხატად აქციეს გოგო. ეს მოქმედებს ხალხის დამოკიდებულებაზე, მაგდას უფლებები ირღვევა. ისეთი აბსურდულ არაცეებს ვისმენთ მოწმეებისგან, რომ გაოგნებულები ვართ. ამას ხალხი ისმენს და ასე არ შეიძლება. ადვოკატებმაც და ჩვენც მოვითხოვეთ პროცესების დახურვა, მაგრამ არ დახურეს", - განაცხადა ლანა პაპიძემ.
ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. უკვე დაკითხეს საქმის მტავარი მოწმე ოთო ბერძენიშვილი, გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი მინდიკაური და პაპიძის მეზობლები.
ასევე ნახეთ: მანანა კობახიძე მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
"მაგდამ უთხრა, ასეთი ქმარი, რომ მყავდეს მძინარეს გამოვჭრიდი ყელსო... მართლაც მძინარე მოკლა ომარი"