კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბედისწერო რეისს შეწირული 81 ადამიანი - კადაფის ლიკვიდაციის მიზნით, ფრანგებმა შეცდომით სამოქალაქო ლაინერი ჩამოაგდეს
საბედისწერო რეისს შეწირული 81 ადამიანი - კადაფის ლიკვიდაციის მიზნით, ფრანგებმა შეცდომით სამოქალაქო ლაინერი ჩამოაგდეს

1980 წლის 27 ივ­ნი­სი. იტა­ლი­უ­რი ავი­ა­კომ­პა­ნია Itavia-ს კუთ­ვნი­ლი თვითმფრი­ნა­ვი McDonnell Douglas DC-9 ბო­ლო­ნი­ი­დან კუნ­ძულ სი­ცი­ლი­ა­ზე მდე­ბა­რე პა­ლერ­მოს­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. ლა­ი­ნე­რის ბორტზე ეკი­პა­ჟის 4 წევ­რი და 77 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბა. სულ 81 ადა­მი­ა­ნი. რუ­ტი­ნუ­ლი რე­ი­სი, რო­მელ­საც ავი­ა­კომ­პა­ნია კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ას­რუ­ლებ­და, და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბო­და, რო­დე­საც უეც­რად თვითმფრ­ნა­ვი რა­და­რე­ბის ეკ­რა­ნე­ბი­დან გაქ­რა.

გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფე­ბი გა­იგ­ზავ­ნა. და­კარ­გულ თვითმფრი­ნავს ჰა­ერ­სა და ზღვა­ში სამ­ხედ­რო­ე­ბიც ეძებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში წყლის ზე­და­პირ­ზე ლა­ი­ნე­რის მო­ტივ­ტი­ვე ფრაგ­მენ­ტებს მი­აგ­ნეს. თვითმფრი­ნა­ვი პა­ტა­რა კუნ­ძულ უს­ტი­კი­დან 25 კმ-ის მო­შო­რე­ბით, ტი­რე­ნის ზღვა­ში (სი­ცი­ლი­ა­სა და კონ­ტი­ნენ­ტურ იტა­ლი­ას შო­რის) ჩა­ვარ­და. ბორტზე მყო­ფი 81 ადა­მი­ა­ნი­დან (მათ შო­რის 13 ბავ­შვი) არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბა. ერ­თდრო­უ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ვერ­სია: ეკი­პა­ჟის შეც­დო­მა, ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა, ბორტზე ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ბომ­ბი. იმ დროს თვითმფრი­ნა­ვე­ბის გა­ტა­ცე­ბა და სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დებ­ზე ტე­რაქ­ტე­ბის მო­წყო­ბა ჩვე­ულ მოვ­ლე­ნად იქცა. შე­სა­ბა­მი­სად, ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის ვერ­სია სა­ფუძ­ველს არ იყო მოკ­ლე­ბუ­ლი.

კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­თვის, ფსკე­რი­დან შავი ყუ­თე­ბი­სა და თვითმფრი­ნა­ვის ფრაგ­მენ­ტე­ბის ამო­ღე­ბა იყო სა­ჭი­რო. ხან­გრძლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბი­სა და ამო­ღე­ბუ­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზრი ორად გა­ი­ყო. ნა­წი­ლი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბის, ნა­წი­ლი კი თვითმფრი­ნავ­ში რა­კე­ტის მოხ­ვედ­რის ვერ­სი­ას ემ­ხრო­ბო­და. ორი­ვე ვერ­სი­ის სა­სარ­გებ­ლოდ თვითმფრი­ნა­ვის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ფრაგ­მენტზე ნა­პოვ­ნი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის კვა­ლი მე­ტყვე­ლებ­და.

სა­ბო­ლოო მო­საზ­რე­ბა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დღემ­დე არ არ­სე­ბობს. იტა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფრან­ჩეს­კო კო­სი­გას თქმით, თვითმფრი­ნა­ვი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩა­მო­აგ­დეს.

1970-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს ლი­ბი­ა­სა და საფ­რან­გეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა. პა­რი­ზის აზ­რით, ლი­დე­რი მუ­ა­მარ კა­და­ფი ჩრდი­ლო აფ­რი­კა­ში მათ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მებს უქ­მნი­და. შე­საძ­ლოა, უშე­დე­გო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, ფრან­გე­ბი ვა-ბანკზე წა­ვიდ­ნენ.

1980 წლის 27 ივ­ნისს კა­და­ფი სა­ი­დუმ­ლო ვი­ზი­ტით პო­ლო­ნეთ­ში მი­ე­მარ­თე­ბო­და. ვარ­შა­ვა­ში, ლი­ბი­უ­რი ნავ­თო­ბის სა­ნაც­ვლოდ, პო­ლო­ნუ­რი ხორ­ბლის შე­ძე­ნის სა­კი­თხი უნდა გა­ნე­ხი­ლათ. პა­რიზს და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი პოლ­კოვ­ნი­კის მო­ცი­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა. აგენ­ტუ­რის წყა­ლო­ბით, ფრან­გებ­მა კა­და­ფის გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ იცოდ­ნენ. 27 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს საფ­რან­გე­თი­დან აფ­რე­ნილ­მა ორმა გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ­მა გეზი სი­ცი­ლი­ის­კენ აიღო. პი­ლო­ტებს ხმელ­თა­შუა ზღვის თავ­ზე კა­და­ფის თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მოგ­დე­ბა ქონ­დათ ნაბ­რძა­ნე­ბი. თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და. მო­სა­ლოდ­ნე­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ კა­და­ფის უკვე ჰა­ერ­ში ყოფ­ნი­სას შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ლი­ბი­ის ლი­დერ­მა თვითმფრი­ნა­ვი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­აბ­რუ­ნა და მალ­ტის­კენ გა­ე­შუ­რა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, კა­და­ფიმ ინ­ფორ­მა­ცია იტა­ლი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ერთ-ერთი თა­ნამ­შრომ­ლის­გან მი­ი­ღო. სხვა­თა შო­რის, 1986 წელს ამე­რი­კუ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბის თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ, კა­და­ფის ცნო­ბა ისევ იტა­ლი­ე­ლებ­მა მი­ა­წო­დეს.

კა­და­ფის თვითმფრი­ნა­ვის გე­ზის ცვლი­ლე­ბის შე­სა­ხებ ფრან­გმა პი­ლო­ტებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ. ისი­ნი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ, რომ მი­ზან­ში კა­და­ფის ბორ­ტი ყავ­დათ ამო­ღე­ბუ­ლი. გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტა იტა­ლი­ურ სა­მო­ქა­ლა­ქო ლა­ი­ნერს მოხ­ვდა.

2011 წელს პა­ლერ­მოს სა­სა­მარ­თლომ იტა­ლი­ის მთავ­რო­ბას, კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 100 მლნ ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა. 1980 წელს ხმელ­თა­შუა ზღვა­ში ჩა­ვარ­დნილ თვითმფრი­ნავ­თან რა­ი­მე კავ­შირს ფრან­გე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ 2011 წელს ლი­ბი­ა­ში და­წყე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო ომი­სას, კა­და­ფის რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად პა­რი­ზი გა­მო­დი­ო­და. ფრან­გუ­ლი ავი­ა­ცია იყო პირ­ვე­ლი, ვინც ლი­ბი­ის სამ­თავ­რო­ბო ჯა­რებ­ზე სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბი მი­ი­ტა­ნა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საბედისწერო რეისს შეწირული 81 ადამიანი - კადაფის ლიკვიდაციის მიზნით, ფრანგებმა შეცდომით სამოქალაქო ლაინერი ჩამოაგდეს

საბედისწერო რეისს შეწირული 81 ადამიანი - კადაფის ლიკვიდაციის მიზნით, ფრანგებმა შეცდომით სამოქალაქო ლაინერი ჩამოაგდეს

1980 წლის 27 ივნისი. იტალიური ავიაკომპანია Itavia-ს კუთვნილი თვითმფრინავი McDonnell Douglas DC-9 ბოლონიიდან კუნძულ სიცილიაზე მდებარე პალერმოსკენ მიემართება. ლაინერის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი და 77 მგზავრი იმყოფება. სულ 81 ადამიანი. რუტინული რეისი, რომელსაც ავიაკომპანია კვირაში რამდენჯერმე ასრულებდა, დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც უეცრად თვითმფრნავი რადარების ეკრანებიდან გაქრა.

გაუჩინარების ადგილზე დაუყოვნებლივ სამძებრო-სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა. დაკარგულ თვითმფრინავს ჰაერსა და ზღვაში სამხედროებიც ეძებდნენ. რამდენიმე საათში წყლის ზედაპირზე ლაინერის მოტივტივე ფრაგმენტებს მიაგნეს. თვითმფრინავი პატარა კუნძულ უსტიკიდან 25 კმ-ის მოშორებით, ტირენის ზღვაში (სიცილიასა და კონტინენტურ იტალიას შორის) ჩავარდა. ბორტზე მყოფი 81 ადამიანიდან (მათ შორის 13 ბავშვი) არავინ გადარჩენილა.

სპეციალისტებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს გამოძიება. ერთდროულად განიხილებოდა რამდენიმე ვერსია: ეკიპაჟის შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა, ბორტზე ამოქმედებული ბომბი. იმ დროს თვითმფრინავების გატაცება და საჰაერო ხომალდებზე ტერაქტების მოწყობა ჩვეულ მოვლენად იქცა. შესაბამისად, ბომბის აფეთქების ვერსია საფუძველს არ იყო მოკლებული.

კითხვებზე პასუხის გაცემისთვის, ფსკერიდან შავი ყუთებისა და თვითმფრინავის ფრაგმენტების ამოღება იყო საჭირო. ხანგრძლივი გამოძიების, კომპიუტერული მოდელირებისა და ამოღებული ფრაგმენტების შესწავლის შემდეგ, სპეციალისტთა აზრი ორად გაიყო. ნაწილი ბომბის აფეთქების, ნაწილი კი თვითმფრინავში რაკეტის მოხვედრის ვერსიას ემხრობოდა. ორივე ვერსიის სასარგებლოდ თვითმფრინავის დაზიანებები და ფრაგმენტზე ნაპოვნი ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი მეტყველებდა.

საბოლოო მოსაზრება მომხდარის შესახებ დღემდე არ არსებობს. იტალიის ყოფილი პრეზიდენტის ფრანჩესკო კოსიგას თქმით, თვითმფრინავი მიზანმიმართულად ჩამოაგდეს.

1970-იანი წლების მიწურულს ლიბიასა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. პარიზის აზრით, ლიდერი მუამარ კადაფი ჩრდილო აფრიკაში მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. შესაძლოა, უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ფრანგები ვა-ბანკზე წავიდნენ.

1980 წლის 27 ივნისს კადაფი საიდუმლო ვიზიტით პოლონეთში მიემართებოდა. ვარშავაში, ლიბიური ნავთობის სანაცვლოდ, პოლონური ხორბლის შეძენის საკითხი უნდა განეხილათ. პარიზს დაუმორჩილებელი პოლკოვნიკის მოცილების შესანიშნავი საშუალება მიეცა. აგენტურის წყალობით, ფრანგებმა კადაფის გამგზავრების შესახებ წინასწარ იცოდნენ. 27 ივნისის საღამოს საფრანგეთიდან აფრენილმა ორმა გამანადგურებელმა გეზი სიცილიისკენ აიღო. პილოტებს ხმელთაშუა ზღვის თავზე კადაფის თვითმფრინავის ჩამოგდება ქონდათ ნაბრძანები. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ კადაფის უკვე ჰაერში ყოფნისას შეატყობინეს. ლიბიის ლიდერმა თვითმფრინავი დაუყოვნებლივ მოაბრუნა და მალტისკენ გაეშურა. არსებული ცნობით, კადაფიმ ინფორმაცია იტალიის სპეცსამსახურების ერთ-ერთი თანამშრომლისგან მიიღო. სხვათა შორის, 1986 წელს ამერიკული ბომბდამშენების თავდასხმის შესახებ, კადაფის ცნობა ისევ იტალიელებმა მიაწოდეს.

კადაფის თვითმფრინავის გეზის ცვლილების შესახებ ფრანგმა პილოტებმა არაფერი იცოდნენ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მიზანში კადაფის ბორტი ყავდათ ამოღებული. გაშვებული რაკეტა იტალიურ სამოქალაქო ლაინერს მოხვდა.

2011 წელს პალერმოს სასამართლომ იტალიის მთავრობას, კატასტროფაში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებისთვის, კომპენსაციის სახით 100 მლნ ევროს გადახდა დააკისრა. 1980 წელს ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნილ თვითმფრინავთან რაიმე კავშირს ფრანგები კატეგორიულად უარყოფენ. საგულისხმოა, რომ 2011 წელს ლიბიაში დაწყებული სამოქალაქო ომისას, კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად პარიზი გამოდიოდა. ფრანგული ავიაცია იყო პირველი, ვინც ლიბიის სამთავრობო ჯარებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი