საქართველოში სამოდელო ბიზნესის განვითარება 90-იანი წლებიდან დაიწყო. ნატა სამადალაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შექმნა ქართველი სუპერმოდელების მთელი ვარსკვლავედი. სამოდელო სააგენტო "ნატალი" 25 წლის გახდა! როდესაც "ბომონდისთვის" საერთო ფოტოს ვიღებდით, ცხადია, ყველა ვერ შევკრიბეთ. ძველი თაობა გაიზარდა, ახლა უკვე ზოგს საკუთარი სამოდელო სააგენტო აქვს, ზოგი ტელეწამყვანია, ზოგი საზღვარგარეთ მოღვაწეობს, ზოგი კი უბრალოდ დედაა. დედა, რომელიც "ნატალიში" გაიზარდა. თითოეულის წარმატებაში ქ-ნ ნატას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ნატა მათთვის დედაც იყო, მასწავლებელიც და მესაიდუმლეც.
ეს თარიღი კი განურჩევლად ყველას ეკუთვნის, ვისაც 25 წლის მანძილზე "ნატალისთან" თუნდაც მცირე დრო აკავშირებს. გოგონები ძალიან ლამაზები არიან, ნატა კი თითქმის არ შეცვლილა, თავისი ენთუზიაზმით ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება. ამაღელვებელი იყო მათი შეხვედრაც. ყველამ ერთად გაიხსენა და შეეცადნენ, მცირე კომენტარში თავი მოეყარათ საკუთარი ემოციებისათვის.
ნატა სამადალაშვილი: "ნატალის" შექმნის იდეა დამებადა 90 -იან წლებში, როდესაც ქვეყანაში რესტრუქტურიზაცია დაიწყო. ამ დროისათვის ჩვენს ბაზარზე აქტიურად მუშაობდა "მოდელების" სახლი, სადაც მე დამდგმელ ქორეოგრაფად ვმუშაობდი. გადავწყვიტე, გამეხსნა სამოდელო სააგენტო ჩემს მეგობრებთან ერთად და გოგონებისთვის მიმეცა საშუალება, იმ რთულ პერიოდში დაემკვიდრებინათ თავი, როგორც მოდელებს. ჩვენ ერთიანი ძალებით შევძელით სტერეოტიპის დამსხვრევა, რაც იმ პერიოდში არსებობდა მოდელის პროფესიასთან მიმართებაში. ჩემ გვერდით იდგნენ და მეხმარებოდნენ ჩემი მეგობრები: მაკა ბახტაძე, მაკა ბასილაია, ნუკა კაციტაძე, ნანა გერასიმოვა.
კრისტი ყიფშიძე: "ნატალი" არის პირველი სააგენტო საქართველოში და თამამად შეიძლება ითქვას - ამიერკავკასიაშიც. 1995 წელს "ავანგარდული მოდის ასამბლეაზე" შევხვდით მე და ნატა ერთმანეთს, შესარჩევ ტურზე და მას მერე ერთად ვართ. ჩვენთვის ეს მეორე ოჯახი იყო.
თიკა ფაცაცია: "რომ არ ყოფილიყო "ნატალი", ჩვენი ცხოვრება საკმაოდ შავ-თეთრი იქნებოდა. იმ დროს თბილისში არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, "ყველაფერი" ხდებოდა მოდის სფეროში. ეს იყო ჩვენი საქმიანობაც, შემოსავილიცა და გართობაც.
თაკო ჩხეიძე: "როგორც მოდელმა, "ნატალიში" ავიდგი ფეხი. ძალიან კარგად მახსენდება ის დრო. არაჩვეულებრივი თაობა ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სააგენტო მაქვს, ყოველთვის ვარ ნატას დიდი გულშემატკივარი. როდესაც სააგენტოს ვხსნიდი, პირველი ნატას მოვუყევი ჩემი გეგმების შესახებ განაგრძეთ კითხვა