პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთხელ ვისაც უნახავს, ყველას განსაკუთრებულად ახსოვს" - რას იხსნებს სალომე ღვინიაშვილი 16 წლის წინ გარდაცვლილი რუსკა არჯევანიძის შესახებ
"ერთხელ ვისაც უნახავს, ყველას განსაკუთრებულად ახსოვს" - რას იხსნებს სალომე ღვინიაშვილი 16 წლის წინ გარდაცვლილი რუსკა არჯევანიძის შესახებ

16 წლის წინ მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე მომ­ხდარ ავა­რი­ას 17 წლის ულა­მა­ზე­სი მო­დე­ლის, რუს­კა არ­ჯე­ვა­ნი­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ქე­რათ­მი­ა­ნი მო­დე­ლი კა­რი­ე­რას სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში იწყებ­და და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად - მის შე­სა­ხებ ხში­რად წერ­დნენ პრე­სა­ში, იღებ­დნენ უამ­რავ რეკ­ლა­მა­ში, იყო არა­ერ­თი კომ­პა­ნი­ის სახე. რუს­კა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და ჯაბა ქარ­სე­ლა­ძის კლი­პი­დან "მო­გო­ნე­ბებს ვუმ­ღე­როთ", თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი გოგო იყო. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვის ღა­მეს, რუს­კა მე­გო­ბარ ბა­ი­კერ­თან ერ­თად, სახ­ლში გა­და­ღე­ბი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ტო­ციკ­ლი ამოტ­რი­ალ­და და გო­გო­ნას და­ე­ცა, რუს­კა და­ი­ღუ­პა, მე­გო­ბა­რი გა­დარ­ჩა.

რუს­კა ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან, სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვილ­თან და მისი თა­ო­ბის ცნო­ბილ გო­გო­ნებ­თან მე­გობ­რობ­და. მე­გო­ბა­რი, მო­დე­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი "ambebi.ge"-თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ რუს­კას მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჰქონ­და.

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასაკ­ში დავ­მე­გობ­რდით, ერ­თმა­ნე­თი "ნა­ტა­ლი­ში" გა­ვი­ცა­ნით. მე რუს­კა­ზე სამი წლით უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და იმ ასაკ­ში სამ­წლი­ა­ნი სხვა­ო­ბა, რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი იყო, თით­ქოს უფრო გვე­ტყო­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მქონ­და მის მი­მართ. დღემ­დე მახ­სოვს მისი სი­ცი­ლი და ხმა, გა­მორ­ჩე­უ­ლი გოგო იყო. გა­და­ღე­ბე­ბის გარ­და, ცალ­კე მე­გობ­რო­ბაც გვქონ­და. ძა­ლი­ან ვუ­გებ­დით ერ­თმა­ნეთს, ბევ­რი კარ­გი მახ­სენ­დე­ბა. რუს­კას­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა წუთი და დღე, ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მახ­სოვს. მხი­ა­რუ­ლი და გი­ჟუ­რი მახ­სოვს. სხვა­ნა­ი­რი სხი­ვი ჰქონ­და, რო­გორც გა­რეგ­ნუ­ლად, ასე­ვე ში­ნა­გა­ნად. ერთხელ მა­ინც ვი­საც უნა­ხავს, ყვე­ლას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ახ­სოვს.

- ვის­გან შე­ი­ტყვეთ მე­გობ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა?

- ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა და­მი­რე­კა. ხომ ამ­ბო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნი ტკი­ვილს ეჩ­ვე­ვა, მაგ­რამ იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ბევ­რი წელი გა­ვი­და, დღემ­დე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ცო­ცხა­ლი აღარ არის. გა­და­ღე­ბი­დან მო­დი­ო­და, მო­ტო­ციკლზე იჯდა თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად, არ იყო ექ­სტრე­მის მოყ­ვა­რუ­ლი, თუმ­ცა პა­ტა­რა ასა­კი ჰქონ­და და დაჯ­და მო­ტო­ციკლზე. სწრა­ფა­დაც არ მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ მოხ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და რუს­კა შე­ე­წი­რა ამას. არას­დროს დამ­ვი­წყე­ბია, სულ მახ­სოვს და ვფიქ­რობ ახლა რომ ცო­ცხა­ლი იყოს, ნეტა რას გა­ა­კე­თებ­და-თქო. გულ­და­სა­წყვე­ტია, როცა ასეთ ადა­მი­ანს კარ­გავ.

- ცნო­ბი­ლია, რომ რუს­კას და­ღუპ­ვის დროს თქვენ პა­რიზ­ში ერთ-ერთ სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­დით, სა­ი­და­ნაც რუს­კა­საც მო­უ­ვი­და მოწ­ვე­ვა თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ით...

- როცა რუს­კა და­ი­ღუ­პა, იმ პე­რი­ოდ­ში პა­რიზ­ში ვმუ­შა­ობ­დი ერთ-ერთ სა­ა­გენ­ტო­ში. სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ვაჩ­ვე­ნე მისი ფო­ტო­ე­ბი, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და მოწ­ვე­ვა გა­მო­უგ­ზავ­ნეს, მაგ­რამ ის ვე­ღარ ჩა­მო­ვი­და პა­რიზ­ში და მე დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.

- რა მიზ­ნე­ბი ჰქონ­და?

- ბევ­რი მი­ზა­ნი ჰქონ­და. შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ჰყავ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კა­რი­ე­რა­ში უნ­დო­და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, აპი­რებ­და სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბას, მაგ­რამ არ დას­ცალ­და. პო­პუ­ლა­რო­ბას არ შე­უც­ვლია. უბ­რა­ლო, უშუ­ა­ლო და მხი­ა­რუ­ლი გოგო იყო. დღემ­დე ვიხ­სე­ნებთ გო­გო­ნე­ბი, რო­გორ გვი­ხა­რო­და მისი გა­მო­ჩე­ნა, ყო­ველ­თვის ბრწყი­ნავ­და და სხვა­ნა­ი­რი აურა ჰქონ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ერთხელ ვისაც უნახავს, ყველას განსაკუთრებულად ახსოვს" - რას იხსნებს სალომე ღვინიაშვილი 16 წლის წინ გარდაცვლილი რუსკა არჯევანიძის შესახებ

"ერთხელ ვისაც უნახავს, ყველას განსაკუთრებულად ახსოვს" - რას იხსნებს სალომე ღვინიაშვილი 16 წლის წინ გარდაცვლილი რუსკა არჯევანიძის შესახებ

16 წლის წინ მელიქიშვილზე მომხდარ ავარიას 17 წლის ულამაზესი მოდელის, რუსკა არჯევანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქერათმიანი მოდელი კარიერას სწორედ იმ პერიოდში იწყებდა და საკმაოდ წარმატებულად - მის შესახებ ხშირად წერდნენ პრესაში, იღებდნენ უამრავ რეკლამაში, იყო არაერთი კომპანიის სახე. რუსკა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ჯაბა ქარსელაძის კლიპიდან "მოგონებებს ვუმღეროთ", თბილისში ყველაზე პოპულარული გოგო იყო. ტრაგიკული შემთხვევის ღამეს, რუსკა მეგობარ ბაიკერთან ერთად, სახლში გადაღებიდან ბრუნდებოდა, მოულოდნელად მოტოციკლი ამოტრიალდა და გოგონას დაეცა, რუსკა დაიღუპა, მეგობარი გადარჩა.

რუსკა ქეთა თოფურიასთან, სალომე ღვინიაშვილთან და მისი თაობის ცნობილ გოგონებთან მეგობრობდა. მეგობარი, მოდელი და დიზაინერი სალომე ღვინიაშვილი "ambebi.ge"-თან საუბარში ამბობს, რომ რუსკას მიმართ განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა.

- ძალიან პატარა ასაკში დავმეგობრდით, ერთმანეთი "ნატალიში" გავიცანით. მე რუსკაზე სამი წლით უფროსი ვიყავი და იმ ასაკში სამწლიანი სხვაობა, რაღაც სხვანაირი იყო, თითქოს უფრო გვეტყობოდა. განსაკუთრებული სიყვარული მქონდა მის მიმართ. დღემდე მახსოვს მისი სიცილი და ხმა, გამორჩეული გოგო იყო. გადაღებების გარდა, ცალკე მეგობრობაც გვქონდა. ძალიან ვუგებდით ერთმანეთს, ბევრი კარგი მახსენდება. რუსკასთან გატარებული ყველა წუთი და დღე, ყოველთვის განსაკუთრებულად მახსოვს. მხიარული და გიჟური მახსოვს. სხვანაირი სხივი ჰქონდა, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად. ერთხელ მაინც ვისაც უნახავს, ყველას განსაკუთრებულად ახსოვს.

- ვისგან შეიტყვეთ მეგობრის გარდაცვალება?

- ერთ-ერთმა მეგობარმა დამირეკა. ხომ ამბობენ, რომ ადამიანი ტკივილს ეჩვევა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ბევრი წელი გავიდა, დღემდე ვერ წარმომიდგენია, რომ ცოცხალი აღარ არის. გადაღებიდან მოდიოდა, მოტოციკლზე იჯდა თავის მეგობართან ერთად, არ იყო ექსტრემის მოყვარული, თუმცა პატარა ასაკი ჰქონდა და დაჯდა მოტოციკლზე. სწრაფადაც არ მიდიოდნენ, მაგრამ მოხდა უბედური შემთხვევა და რუსკა შეეწირა ამას. არასდროს დამვიწყებია, სულ მახსოვს და ვფიქრობ ახლა რომ ცოცხალი იყოს, ნეტა რას გააკეთებდა-თქო. გულდასაწყვეტია, როცა ასეთ ადამიანს კარგავ.

- ცნობილია, რომ რუსკას დაღუპვის დროს თქვენ პარიზში ერთ-ერთ სააგენტოში მუშაობდით, საიდანაც რუსკასაც მოუვიდა მოწვევა თქვენი რეკომენდაციით...

- როცა რუსკა დაიღუპა, იმ პერიოდში პარიზში ვმუშაობდი ერთ-ერთ სააგენტოში. სააგენტოს ხელმძღვანელობას ვაჩვენე მისი ფოტოები, ძალიან მოეწონათ და მოწვევა გამოუგზავნეს, მაგრამ ის ვეღარ ჩამოვიდა პარიზში და მე დავბრუნდი თბილისში მისი გარდაცვალების გამო.

- რა მიზნები ჰქონდა?

- ბევრი მიზანი ჰქონდა. შეყვარებულიც ჰყავდა, განსაკუთრებით კარიერაში უნდოდა წარმატების მიღწევა, აპირებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, მაგრამ არ დასცალდა. პოპულარობას არ შეუცვლია. უბრალო, უშუალო და მხიარული გოგო იყო. დღემდე ვიხსენებთ გოგონები, როგორ გვიხაროდა მისი გამოჩენა, ყოველთვის ბრწყინავდა და სხვანაირი აურა ჰქონდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"მის ნევადა 2021", ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას