მომაკვდავ პატრიკ სუეიზის ცოლი სცემდა - მსახიობის მეგობრის შოკისმომგვრელი აღიარება

მომაკვდავ პატრიკ სუეიზის ცოლი სცემდა - მსახიობის მეგობრის შოკისმომგვრელი აღიარება

პატრიკ სუეიზის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, მისი ახლო მეგობარი, შარლოტა სტივენსი ამტკიცებს, რომ მომაკვდავ მსახიობს მეუღლე, ლიზა ნიემი უმოწყალოდ სცემდა.

Radar Online-ისთვის მიცემულ გულახდილ ინტერვიუში სტივენსმა განაცხადა, რომ მძიმედ ავადმყოფი სუეიზი მას ღამღამობით ხშირად ურეკავდა და ტიროდა. ცოლი მის მიმართ წარმოუდგენელ სისასტიკეს ავლენდა, პრაქტიკულად ყოველდღე.

ლიზამ სრულ იზოლაციაში მოაქცია პატრიკი და უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას. დედასაც კი არ ჰქონდა უფლება, ავადმყოფი შვილი მოენახულებინა.

ლიზასა და პატრიკის სიყვარულის ისტორია XX საუკუნეში ერთ-ერთი ულამაზესი და გახმაურებული გახლდათ. რას შეიძლება გამოეწვია "ბინძური ცეკვების" ვარსკვლავის მეუღლის მსგავსი საქციელი? შესაძლოა, პატრიკის უსაზღვრო ქარიზმატულობასა და მიმზიდველობას, რითაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლების მეტისმეტ ყურადღებას იპყრობდა. გარდა ამისა, პატრიკი თაყვანისმცემლებთან ფლირტის უფლებას აძლევდა თავს, რაც ლიზას აბრაზებდა. 34-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში ეს სიბრაზე ყველაზე უდროო დროს გამოვლინდა. ლიზა თავის შეკავებას ვერ ახერხებდა.

შეგახსენებთ, რომ საშინელი დიაგნოზი - კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო - მსახიობს 2008 წლის მარტში დაუსვეს. 2009 წლის 14 სექტემბერს პატრიკ სუეიზი გარდაიცვალა.

წელიწადნახევრიანი ავადმყოფობის პერიოდში, პატრიკმა წონის ნახევარი დაკარგა - 40 კილოგრამს იწონიდა. სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში ის ძალზედ მტანჯველ, უსუსურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სტივენსის თქმით, სწორედ ამით ისარგებლა მისმა მეუღლემ.

შარლოტა სტივენსი მრავალი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა ამ ამბავს. ლიზა ნიემი კვლავ გათხოვდა და ყველა ინტერვიუში ჰყვებოდა თავის ბედნიერებაზე. მორიგი აღტაცებული რეპლიკის მოსმენის შემდეგ, სტივენსმა თავი ვერ შეიკავა. პუბლიკაციის გამოჩენის შემდეგ, ნიემიმ, რა თქმა უნდა, ყველა ბრალდება უარყო. თუმცა, მას ცოტა ვინმემ თუ დაუჯერა...

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა