საქალაქო სასამართლოში დღეს კვლავ განახლდა ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი. სასამართლოში დღეს მოწმეები იკითხებიან.
ერთ-ერთი მოწმის განაცხადებით, მაგდა პაპიძის მეუღლე უკონფლიქტო პიროვნება იყო და ალკოჰოლსაც ნაკლებად სვამდა. აღნიშნული განცხადება პროცესზე, გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ნათესავმა ია ბარამიძემ გააკეთა. მოწმემ პროცესზე მეუღლეების ურთიერთობაზე ისაუბრა.
ია ბარამიძის მტკიცებით, მას საუბარი ჰქონდა მაგდა პაპიძის დედამთილთან, რომელმაც უამბო თუ როგორ მოიცილა ბავშვი, როდესაც ორსულად იყო. "მაგდას შვილი სასტიკად არ უნდოდა, ამბობდა, დიაბეტი მაქვსო და ერთის გაჩენას სიცოცხლე შევწირეო. ქუჩაში ორსულსაც რომ ვხედავ, ეკლები მაყრის, ცუდად ვხდებიო, იმხელა ტრავმა დამიტოვა ირსულობამო. ომარის უკითხავად აბორტი გაიკეთა. ტყუპებზე იყო ორსულად და აბორტის გასაკეთებლად იყო წასული. დარეჯანთან (დედამთილი) მივედი, ბავშვი კალთაში ეჯდა და ტიროდა, მაგდამ ბავშვი დამიტოვა და აბორტის გასაკეთებლად წავიდაო, ომარმა არ იცისო", - აღნიშნა მოწმემ.
დღეს, ია ბარამიძის გარდა პროცესზე დაიკითხა პაპიძის მეზობელი. გუშინ სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე დაიკითხა.
წაიკითხეთ: