საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი საქართველოში
5 ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი საქართველოში

ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და და დღე­საც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. 2013 წლი­დან დღემ­დე ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­ვი­და 14 ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი და 2 თბო­სად­გუ­რი, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე არის 420 მგვტ, ხოლო ჯა­მუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 537 მლნ აშშ დო­ლარს აღე­მა­ტე­ბა. გთა­ვა­ზობთ მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცი­ას 5 ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ. მო­ნა­ცე­მე­ბი ამ პრო­ექ­ტებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა მოგ­ვა­წო­და:

გარ­დაბ­ნის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი

გარ­და­ბან­ში ამოქ­მედ­და 230 მგვტ სიმ­ძლავ­რის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი ციკ­ლის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი, რო­მე­ლიც ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 2015 წელს შე­ვი­და. კომ­პა­ნი­ის და­სა­ხე­ლე­ბაა შპს "გარ­დაბ­ნის თბო­სად­გუ­რი", რომ­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლე­ბი არი­ან: სს "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი" (49%) და სს "სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცია" (51%). თბო­სად­გუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლია უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, მათ შო­რის "ჯე­ნე­რალ ელე­კტ­რი­კის" უახ­ლე­სი ტურ­ბი­ნე­ბით. ობი­ექ­ტი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს და­მა­ტე­ბი­თი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით ამა­რა­გებს. თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია ენერ­გე­ტი­კულ სის­ტე­მა­ში ერთ-ერთი სა­ი­მე­დო რე­ზერ­ვია.

ნენ­სკრა ჰესი

უკვე და­ი­წყო 280 მგვტ. დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რის ნენ­სკრა ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა, რომ­ლის ინ­ვეს­ტი­ცია 1 მლრდ დო­ლა­რია. 280 მგვტ სიმ­ძლავ­რის ნენ­სკრას ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გურს სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი კო­რე­ულ კომ­პა­ნია K-Water-თან ერ­თად სვა­ნეთ­ში, მდი­ნა­რე ენ­გუ­რის შე­ნა­კად­ზე აშე­ნებს, პრო­ექ­ტის კონ­ტრაქ­ტო­რი კომ­პა­ნია არის იტა­ლი­უ­რი სამ­შე­ნებ­ლო კორ­პო­რა­ცია SALINI IMPREGILO, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ახა­ლი ჰე­სის პო­ტენ­ცი­უ­რი წლი­უ­რი გა­მო­მუ­შა­ვე­ბა 1.2 მლრდ კვტ/სთ იქ­ნე­ბა. სად­გუ­რი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას 2019 წლი­დან და­ი­წყებს, ხოლო პრო­ექ­ტი სა­ბო­ლო­ოდ 2021 წელს დას­რულ­დე­ბა. ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ წვლილს შე­ი­ტანს ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ჰესი ისეა დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი, რომ ზამ­თრის თვე­ებ­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ჩა­ნაც­ვლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს, რაც უფრო გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს ჩვენს ენერ­გო­სის­ტე­მას და ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს EBRD-მა, "აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კმა" და კო­რე­ის "ექ­სიმ ბან­კმა".

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

5 ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი საქართველოში

5 ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტი საქართველოში

ბოლო წლებში საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი განხორციელდა და დღესაც ხორციელდება. 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში შევიდა 14 ჰიდროელექტროსადგური და 2 თბოსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე არის 420 მგვტ, ხოლო ჯამური საინვესტიციო ღირებულება 537 მლნ აშშ დოლარს აღემატება. გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას 5 ყველაზე მსხვილი ენერგეტიკული პროექტის შესახებ. მონაცემები ამ პროექტებზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მოგვაწოდა:

გარდაბნის თბოელექტროსადგური

გარდაბანში ამოქმედდა 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წელს შევიდა. კომპანიის დასახელებაა შპს "გარდაბნის თბოსადგური", რომლის თანამფლობელები არიან: სს "საპარტნიორო ფონდი" (49%) და სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" (51%). თბოსადგური აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის "ჯენერალ ელეკტრიკის" უახლესი ტურბინებით. ობიექტი ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით ამარაგებს. თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ენერგეტიკულ სისტემაში ერთ-ერთი საიმედო რეზერვია.

ნენსკრა ჰესი

უკვე დაიწყო 280 მგვტ. დადგმული სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობა, რომლის ინვესტიცია 1 მლრდ დოლარია. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს საპარტნიორო ფონდი კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე აშენებს, პროექტის კონტრაქტორი კომპანია არის იტალიური სამშენებლო კორპორაცია SALINI IMPREGILO, რომელიც უშუალოდ მშენებლობის პროცესს განახორციელებს. ახალი ჰესის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ენერგეტიკის განვითარებაში. ჰესი ისეა დაპროექტებული, რომ ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება უზრუნველყოს, რაც უფრო გააუმჯობესებს ჩვენს ენერგოსისტემას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს EBRD-მა, "აზიის განვითარების ბანკმა" და კორეის "ექსიმ ბანკმა".

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი