მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იანოშ ჰერმანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე - მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში
იანოშ ჰერმანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე - მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა ია­ნოშ ჰერ­მან­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სტრა­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­კენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კვლე­ვის ფონდში, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის პლატ­ფორ­მის შეხ­ვედ­რის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ა­კე­თა.

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ცხა­და, რომ ბა­ტო­ნი მე­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა იყო კა­ნო­ნი­ე­რი და ეფუძ­ნე­ბო­და გო­ნივ­რულ სა­ფუძ­ველს, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო მას­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მიზ­ნით. უნდა აღი­ნიშ­ნოს ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია. მთავ­რო­ბა აცხა­დებს, რომ მზად არის გა­აგ­რძე­ლოს იმ სა­კი­თხე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ნახ­სე­ნე­ბია სა­სა­მარ­თლოს ვერ­დიქ­ტში, რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას­თან შე­უ­სა­ბა­მო.

რაც შეგ­ვე­ხე­ბა ჩვენ, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის მხარ­და­ჭე­რას, იმ ძა­ლის­ხმე­ვას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­კენ, რომ სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და ზო­გა­დად, სა­სა­მარ­თლო სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ჩა­რე­ვის­გან", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

იანოშ ჰერმანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე - მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში

იანოშ ჰერმანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე - მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ.

აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველო-ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბატონი მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლომ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ასევე, საქართველოს მთავრობის პირველი რეაქცია. მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში, როგორც ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო.

რაც შეგვეხება ჩვენ, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში რეფორმების გატარების მხარდაჭერას, იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველყოფისკენ, რომ სასამართლო სისტემა და ზოგადად, სასამართლო სფეროში მუშაობა დამოუკიდებელი და თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისგან“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."