პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბერძენი მილიარდერი, პარის ჰილტონის ექს-საქმრო - ვის ხვდება მომღერალი თამთა გოდუაძე
ბერძენი მილიარდერი, პარის ჰილტონის ექს-საქმრო - ვის ხვდება მომღერალი თამთა გოდუაძე

თამ­თა გო­დუ­ა­ძე, ცნო­ბი­ლი სას­ცე­ნო სა­ხე­ლით - თამ­თა, ქარ­თვე­ლი პოპ მომ­ღე­რა­ლია, რო­მე­ლიც სა­ბერ­ძნეთ­ში Super Idol Greece-ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. მუ­სი­კა­ლურ ტა­ლანტ-შო­უ­ში მან მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. 2014 წელს თამ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­და­ცე­მა "X ფაქ­ტო­რის" ჟი­უ­რის წევ­რი გახ­და და ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა მის შე­სა­ხებ სწო­რედ მა­შინ გა­ი­გო. თამ­თას ქარ­თულ შო­უ­ში გა­მო­ჩე­ნას მა­ყუ­რებ­ლის უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა მოჰ­ყვა, ის შოუს მე­ო­რე სე­ზო­ნის ჟი­უ­რის წევ­რიც გახ­ლდათ.

თამ­თა წლე­ბია სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად 22 წლის ასაკ­ში გა­და­სახ­ლდა. იგი ბერ­ძნე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია და ფა­ნებს ხში­რად ანე­ბივ­რებს ახალ-ახა­ლი ჰი­ტე­ბით, კლი­პე­ბით თუ კონ­ცერ­ტე­ბით, თუმ­ცა თამ­თას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია. მომ­ღე­რა­ლი ცდი­ლობს პა­პა­რა­ცებს და­უ­მა­ლოს მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი - ბერ­ძე­ნი მი­ლი­არ­დე­რი, უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხის მემ­კვიდ­რე პა­რის ლა­ცი­სი (მა­მის გვა­რი კა­სი­დო­კოს­ტა­სი).

36 წლის პა­რი­სი გახ­ლავთ ლა­ცი­სე­ბის ძლე­ვა­მო­სი­ლი ოჯა­ხის მემ­კვიდ­რე, რომ­ლე­ბიც ნავ­თო­ბის, უძ­რავ ქო­ნე­ბა­სა და სა­ბან­კო სექ­ტორ­ში ფლო­ბენ წი­ლებს. მისი ბა­ბუა (დე­დის მამა) ია­ნის ლა­ცი­სი, ბერ­ძე­ნი მულ­ტი-მი­ლი­არ­დე­რი გახ­ლდათ. 2003 წელს, როცა ია­ნის ლა­ცი­სი გარ­და­იც­ვა­ლა, Forbes-მა მისი ქო­ნე­ბა 15 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით შე­ა­ფა­სა. უახ­ლე­სი რე­ი­ტინ­გით კი ლა­ცი­სე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ოჯა­ხე­ბის სი­ა­ში 54-ე ად­გი­ლას არი­ან.

პა­რის­მა მსოფ­ლი­ო­ში გა­ით­ქვა სა­ხე­ლი 2005 წელს, მას შემ­დეგ რაც ამე­რი­კუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის, ასე­ვე მი­ლი­არ­დე­რე­ბის მემ­კვიდ­რე პა­რის ჰილ­ტონ­ზე და­ი­ნიშ­ნა. 2-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და და­ნიშ­ვნი­დან 5 თვის შემ­დეგ, პა­რის ჰილ­ტონ­მა პა­რის ლა­ცი­სი სტავ­როს ნი­არ­კოს­ზე გაც­ვა­ლა. არც პა­რის ლა­ცისს უგლო­ვია დიდ­ხანს პა­რი­სის სიყ­ვა­რუ­ლი - მა­ლე­ვე და­ი­წყო ურ­თი­ერ­თო­ბა ამე­რი­კელ მსა­ხი­ობ­თან და მომ­ღე­რალ­თან ნიკი რიდ­თან.

თამ­თა და პა­რი­სი უკვე ორი წე­ლია ერ­თად არი­ან. წყვილს პა­პა­რა­ცე­ბი 2015 წლი­დან აფიქ­სი­რე­ბენ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას. ისი­ნი ხში­რად და­დი­ან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად. შე­დის თუ არა წყვი­ლის გეგ­მებ­ში და­ქორ­წი­ნე­ბა, უც­ნო­ბია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბერძენი მილიარდერი, პარის ჰილტონის ექს-საქმრო - ვის ხვდება მომღერალი თამთა გოდუაძე

ბერძენი მილიარდერი, პარის ჰილტონის ექს-საქმრო - ვის ხვდება მომღერალი თამთა გოდუაძე

თამთა გოდუაძე, ცნობილი სასცენო სახელით - თამთა, ქართველი პოპ მომღერალია, რომელიც საბერძნეთში Super Idol Greece-ში მონაწილეობით გახდა პოპულარული. მუსიკალურ ტალანტ-შოუში მან მეორე ადგილი დაიკავა. 2014 წელს თამთა საქართველოში, გადაცემა "X ფაქტორის" ჟიურის წევრი გახდა და ქართველმა მაყურებელმა მის შესახებ სწორედ მაშინ გაიგო. თამთას ქართულ შოუში გამოჩენას მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული და აღფრთოვანება მოჰყვა, ის შოუს მეორე სეზონის ჟიურის წევრიც გახლდათ.

თამთა წლებია საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ოჯახთან ერთად 22 წლის ასაკში გადასახლდა. იგი ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია და ფანებს ხშირად ანებივრებს ახალ-ახალი ჰიტებით, კლიპებით თუ კონცერტებით, თუმცა თამთას პირადი ცხოვრება ყოველთვის გასაიდუმლოებულია. მომღერალი ცდილობს პაპარაცებს დაუმალოს მისი ბოლოდროინდელი სიყვარული - ბერძენი მილიარდერი, უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე პარის ლაცისი (მამის გვარი კასიდოკოსტასი).

36 წლის პარისი გახლავთ ლაცისების ძლევამოსილი ოჯახის მემკვიდრე, რომლებიც ნავთობის, უძრავ ქონებასა და საბანკო სექტორში ფლობენ წილებს. მისი ბაბუა (დედის მამა) იანის ლაცისი, ბერძენი მულტი-მილიარდერი გახლდათ. 2003 წელს, როცა იანის ლაცისი გარდაიცვალა, Forbes-მა მისი ქონება 15 მილიარდი დოლარით შეაფასა. უახლესი რეიტინგით კი ლაცისები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სიაში 54-ე ადგილას არიან.

პარისმა მსოფლიოში გაითქვა სახელი 2005 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკული შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლის, ასევე მილიარდერების მემკვიდრე პარის ჰილტონზე დაინიშნა. 2-წლიანი ურთიერთობისა და დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ, პარის ჰილტონმა პარის ლაცისი სტავროს ნიარკოსზე გაცვალა. არც პარის ლაცისს უგლოვია დიდხანს პარისის სიყვარული - მალევე დაიწყო ურთიერთობა ამერიკელ მსახიობთან და მომღერალთან ნიკი რიდთან.

თამთა და პარისი უკვე ორი წელია ერთად არიან. წყვილს პაპარაცები 2015 წლიდან აფიქსირებენ სხვადასხვა ადგილას. ისინი ხშირად დადიან ერთად დასასვენებლად. შედის თუ არა წყვილის გეგმებში დაქორწინება, უცნობია.

“ადგილი, სადაც გართობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი”,- Eclectik Space პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს!

საბერძნეთში ყველაზე სექსუალური ქართველის ცხელი ფოტოსესია - 42 წლის თამთა გოდუაძე იდეალურად გამოიყურება

"დიდი სცენის" მე-5 ლაივ კონცერტი გუშინ გაიმართა - ვინ დარჩა პროექტში და როგორია შემდეგი ლაივის წესები