პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშა მესხის და სოფო ბედიას რომანტიკა: "შეუძლია დამიდგეს გვერდით როგორც ძმაკაცი, ხანდახან დედის ფუნქციაც აიღოს"
მიშა მესხის და სოფო ბედიას რომანტიკა: "შეუძლია დამიდგეს გვერდით როგორც ძმაკაცი, ხანდახან დედის ფუნქციაც აიღოს"

ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რი მიშა მეს­ხი და მომ­ღე­რა­ლი სოფო ბე­დია ერ­თმა­ნეთს მა­შინ შეხ­ვდნენ, როცა ორი­ვეს ცხოვ­რე­ბა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. მიშა ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი იყო პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით, სოფო კი ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი და შვილ­თან ერ­თად მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბას ეჩ­ვე­ო­და. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად გან­ვი­თარ­და და იქორ­წი­ნეს. რო­გორც მიშა "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან დღემ­დე არ გა­მო­სუ­ლან. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს მიშა მეს­ხის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც მან ჟურ­ნალ "სარ­კეს" მის­ცა:

"ზოგს ჰგო­ნია, რომ ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი ვარ და ცოლს ამი­ტომ დავ­ყვე­ბი ყველ­გან. ეს სი­სუ­ლე­ლეა, სო­ფოს სრუ­ლი­ად ვენ­დო­ბი. ზოგი ქმა­რი ამ­ბობს, ცოლს ვენ­დო­ბიო და და­სას­ვე­ნებ­ლად მარ­ტოს უშ­ვებს, არც კი­თხუ­ლობს. ჩემი აზ­რით, ასე­თებს თა­ვი­ან­თი ცო­ლე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სიც და­კარ­გუ­ლი აქვთ. მე ვენ­დო­ბი და მა­ინ­ტე­რე­სებს კი­დეც, სა­დაც მე ვარ, ჩემი ცო­ლიც იქ არის და პი­რი­ქით...

ჩვენ ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს: სა­ა­თი არ გავა, ერ­თმა­ნეთს არ და­ვურ­ე­კოთ, არ მო­ვი­კი­თხოთ. ეს ყვე­ლა­ფე­რი, ერთი მხრივ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ გუ­ლი­დან მო­დის. როცა სოფო ჩემ­თან არ არის, ან მე­ნატ­რე­ბა, ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რას აკე­თებს. თუ რა­მის სა­ყიდ­ლა­დაა წა­სუ­ლი, ვეხ­მი­ა­ნე­ბი, თუ რა­მეს ყი­დუ­ლობს, ფო­ტო­ებს "ვა­ი­ბე­რით" მიგ­ზავ­ნის...

მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი ცოლი მყავს. ის არის ჩემი უდი­დე­სი მე­გო­ბა­რი და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია - და­გიდ­გეს გვერ­დით, რო­გორც ძმა­კა­ცი და ხან­და­ხან დე­დის ფუნ­ქცი­აც კი აი­ღოს თა­ვის თავ­ზე.

...ჩემი მე­უღ­ლე ვე­რას­დროს და­ი­წუ­წუ­ნებს, რომ მისი ქმა­რი ღამე სახ­ლში არ მი­ვი­და ან ღა­მის 3 სა­ათ­ზე და­უ­რე­კა და უთხრა, შინ ვერ მოვ­დი­ვა­რო. მის გა­რე­შე ცალ­კე არ­სად ვქე­ი­ფობ და თვი­თო­ნაც ასეა".

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

მიშა მესხის და სოფო ბედიას რომანტიკა: "შეუძლია დამიდგეს გვერდით როგორც ძმაკაცი, ხანდახან დედის ფუნქციაც აიღოს"

მიშა მესხის და სოფო ბედიას რომანტიკა: "შეუძლია დამიდგეს გვერდით როგორც ძმაკაცი, ხანდახან დედის ფუნქციაც აიღოს"

ყოფილი პოლიტპატიმარი, "ქართული ოცნების" წევრი მიშა მესხი და მომღერალი სოფო ბედია ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როცა ორივეს ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო. მიშა ციხიდან ახალი გამოსული იყო პოლიტპატიმრის სტატუსით, სოფო კი ქმარს გაშორებული და შვილთან ერთად მარტოხელა დედობას ეჩვეოდა. მათი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და იქორწინეს. როგორც მიშა "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, შეყვარებულობის პერიოდიდან დღემდე არ გამოსულან. გთავაზობთ ამონარიდებს მიშა მესხის ინტერვიუდან, რომელიც მან ჟურნალ "სარკეს" მისცა:

"ზოგს ჰგონია, რომ ეჭვიანი ქმარი ვარ და ცოლს ამიტომ დავყვები ყველგან. ეს სისულელეა, სოფოს სრულიად ვენდობი. ზოგი ქმარი ამბობს, ცოლს ვენდობიო და დასასვენებლად მარტოს უშვებს, არც კითხულობს. ჩემი აზრით, ასეთებს თავიანთი ცოლების მიმართ ინტერესიც დაკარგული აქვთ. მე ვენდობი და მაინტერესებს კიდეც, სადაც მე ვარ, ჩემი ცოლიც იქ არის და პირიქით...

ჩვენ ასეთი ურთიერთობა გვაქვს: საათი არ გავა, ერთმანეთს არ დავურეკოთ, არ მოვიკითხოთ. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, ვალდებულებაა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ გულიდან მოდის. როცა სოფო ჩემთან არ არის, ან მენატრება, ან მაინტერესებს, რას აკეთებს. თუ რამის საყიდლადაა წასული, ვეხმიანები, თუ რამეს ყიდულობს, ფოტოებს "ვაიბერით" მიგზავნის...

მართლა ძალიან მაგარი ცოლი მყავს. ის არის ჩემი უდიდესი მეგობარი და ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია - დაგიდგეს გვერდით, როგორც ძმაკაცი და ხანდახან დედის ფუნქციაც კი აიღოს თავის თავზე.

...ჩემი მეუღლე ვერასდროს დაიწუწუნებს, რომ მისი ქმარი ღამე სახლში არ მივიდა ან ღამის 3 საათზე დაურეკა და უთხრა, შინ ვერ მოვდივარო. მის გარეშე ცალკე არსად ვქეიფობ და თვითონაც ასეა".

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

როდის გამოიდარებს საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა - "რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა