კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს

ორი დღის წინ, ბა­თუმ­ში ბიზ­ნეს­მე­ნი ალი­კა და­ვი­თა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ის გარ­დაც­ვლი­ლი სა­კუ­თა­რი სახ­ლის ეზო­ში იპო­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით არის აღ­ძრუ­ლი. და­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპერ­ტი­ზა, რო­მე­ლიც და­ვი­თა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს და­ად­გენს. ბიზ­ნეს­მე­ნის ოჯა­ხი შსს-ს ვერ­სი­ას არ ეთან­ხმე­ბა და ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ბიზ­ნეს­მე­ნი მოკ­ლუ­ლია. Ambebi.ge ბიზ­ნეს­მე­ნის შვი­ლიშ­ვილს გი­ორ­გი და­ვი­თა­ძეს ესა­უბ­რა:

"გუ­შინ­წინ, სახ­ლის წინ მოხ­და მკვლე­ლო­ბა. ცოტა ხნის წინ, ბა­ბუ­ამ მძი­მე ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა, თავ­ში ჰქონ­და სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, რაც მა­ღა­ლი წნე­ვით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. რო­დე­საც ის გარ­დაც­ვლი­ლი ვი­პო­ვეთ, ყუ­რი­დან სის­ხლი სდი­ო­და. ვი­ფიქ­რეთ, რომ ეს წნე­ვის ბრა­ლი იყო. როცა სახ­ლში და­ვას­ვე­ნეთ, პო­ლი­ცია მო­ვი­და და ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. ღა­მის 4 სა­ათ­ზე გა­ირ­კვა, რომ ყურ­ში ია­რა­ღი ჰქონ­და ნას­რო­ლი. ამის შემ­დეგ მთე­ლი ოჯა­ხი წაგ­ვიყ­ვა­ნეს და­კი­თხვა­ზე, და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

- ბა­ბუ­ათ­ქვე­ნი აჭა­რა­ში გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ლო­და მტრე­ბი?

- მტრე­ბი ყვე­ლას ჰყავს და ჯერ კი­დევ ას­ლან აბა­ში­ძის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მა­საც ჰყავ­და მტრე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ავ­ტო­მა­ტი ჩა­უ­დეს, უნ­დო­დათ ბიზ­ნე­სი და­ეთ­მო, მაგ­რამ მან არ დათ­მო და ბო­ლომ­დე იჯდა ცი­ხე­ში. ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, უმე­ტე­საც სახ­ლში იჯდა, ბიზ­ნე­სი მე და დე­და­ჩემს გად­მოგ­ვა­ბა­რა, ხან­და­ხან მო­დი­ო­და ობი­ექ­ტებ­ზე და აკონ­ტრო­ლებ­და. მე­ზობ­ლებს არა­ფე­რი შე­უ­ნიშ­ნავთ და ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლიც კი არ ჰყავს პო­ლი­ცი­ას.

იხი­ლეთ ვი­დეო

- შსს-მ საქ­მე თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლით აღ­ძრა, ჰქონ­და ია­რა­ღი ბა­ბუ­ათ­ქვენს?

- ბა­ბუ­ა­ჩემს ია­რა­ღი არ ჰქონ­და, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზეც არა­ფე­რი არის ამო­ღე­ბუ­ლი. მას თვით­მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზი არ ჰქონ­და, ბედ­ნი­ე­რი იყო თა­ვის შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად.

- რა ბიზ­ნესს ფლობს თქვე­ნი ოჯა­ხი?

- რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნე­სი გვაქვს, რეს­ტორ­ნე­ბი, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი, ფქვი­ლის ბიზ­ნე­სი, გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნია და ა.შ. სა­ა­კაშ­ვილს უნ­დო­და ამ ბიზ­ნე­სე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, ამი­ტო­მაც და­ა­კა­ვა, მაგ­რამ ბა­ბუ­ა­ჩემ­მა არა­ფე­რი დათ­მო. მხო­ლოდ გო­გე­ბაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტი წაგ­ვარ­თვეს, სა­დაც სუ­პერ­მარ­კე­ტი გვქონ­და. სა­ა­კაშ­ვილ­მა წაგ­ვარ­თვა, და­ან­გრია და ახა­ლი შე­ნო­ბა აა­შე­ნა. "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ მო­ვი­გეთ სა­სა­მარ­თლო დავა და ეს ქო­ნე­ბა დაგ­ვიბ­რუ­ნეს. ახლა სა­სა­მარ­თლო და­ვაც კი არ გვაქვს არა­ფერ­ზე. სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შეგ­ვი­ნიშ­ნავს, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ აღარ და­დი­ო­და ფა­რულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე, ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი უფრო წინა წლებ­ში ხდე­ბო­და და ჩვენც აღარ ვაქ­ცევ­დით ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას, არაფ­რის შიში არ გვქონ­და ზღვა­ზეც მარ­ტო გა­დი­ო­და, ამი­ტომ გვიკ­ვირს რაც მოხ­და და სრულ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვართ. იმე­დი გვაქვს, გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რად წა­რი­მარ­თე­ბა, მაგ­რამ სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და ბა­ბუ­ა­ჩე­მის მკვლე­ლო­ბა და არ ვიცი რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ ამას.

ცნო­ბის­თვის, ალი­კა და­ვი­თა­ძე აჭა­რა­ში გავ­ლე­ნი­ან ბიზ­ნეს­მე­ნად ით­ვლე­ბო­და. ის ას­ლან აბა­ში­ძის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე არა­ერთ ბიზ­ნესს ფლობ­და. და­ვი­თა­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, რის­თვი­საც სას­ჯე­ლის სა­ხით 5 წელი და სამი თვე ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რა. პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ­მა და­ვი­თა­ძემ სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი შვი­ლიშ­ვილს და რძალს გა­დას­ცა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს

ორი დღის წინ, ბათუმში ბიზნესმენი ალიკა დავითაძე გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც დავითაძის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. ბიზნესმენის ოჯახი შსს-ს ვერსიას არ ეთანხმება და ვარაუდობენ, რომ ბიზნესმენი მოკლულია. Ambebi.ge ბიზნესმენის შვილიშვილს გიორგი დავითაძეს ესაუბრა:

"გუშინწინ, სახლის წინ მოხდა მკვლელობა. ცოტა ხნის წინ, ბაბუამ მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თავში ჰქონდა სისხლჩაქცევები, რაც მაღალი წნევით იყო გამოწვეული. როდესაც ის გარდაცვლილი ვიპოვეთ, ყურიდან სისხლი სდიოდა. ვიფიქრეთ, რომ ეს წნევის ბრალი იყო. როცა სახლში დავასვენეთ, პოლიცია მოვიდა და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ღამის 4 საათზე გაირკვა, რომ ყურში იარაღი ჰქონდა ნასროლი. ამის შემდეგ მთელი ოჯახი წაგვიყვანეს დაკითხვაზე, დაწყებულია გამოძიება.

- ბაბუათქვენი აჭარაში გავლენიან ადამიანად ითვლებოდა, შეიძლებოდა ყოლოდა მტრები?

- მტრები ყველას ჰყავს და ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული მასაც ჰყავდა მტრები. სააკაშვილის დროს ავტომატი ჩაუდეს, უნდოდათ ბიზნესი დაეთმო, მაგრამ მან არ დათმო და ბოლომდე იჯდა ციხეში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უმეტესაც სახლში იჯდა, ბიზნესი მე და დედაჩემს გადმოგვაბარა, ხანდახან მოდიოდა ობიექტებზე და აკონტროლებდა. მეზობლებს არაფერი შეუნიშნავთ და ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავს პოლიციას.

იხილეთ ვიდეო

- შსს-მ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა, ჰქონდა იარაღი ბაბუათქვენს?

- ბაბუაჩემს იარაღი არ ჰქონდა, შემთხვევის ადგილზეც არაფერი არის ამოღებული. მას თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა, ბედნიერი იყო თავის შვილიშვილებთან ერთად.

- რა ბიზნესს ფლობს თქვენი ოჯახი?

- რამდენიმე ბიზნესი გვაქვს, რესტორნები, სუპერმარკეტები, სააფთიაქო ქსელი, ფქვილის ბიზნესი, გადამზიდავი კომპანია და ა.შ. სააკაშვილს უნდოდა ამ ბიზნესების ჩამორთმევა, ამიტომაც დააკავა, მაგრამ ბაბუაჩემმა არაფერი დათმო. მხოლოდ გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ობიექტი წაგვართვეს, სადაც სუპერმარკეტი გვქონდა. სააკაშვილმა წაგვართვა, დაანგრია და ახალი შენობა ააშენა. "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოვიგეთ სასამართლო დავა და ეს ქონება დაგვიბრუნეს. ახლა სასამართლო დავაც კი არ გვაქვს არაფერზე. საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ აღარ დადიოდა ფარულ მოლაპარაკებებზე, ასეთი რაღაცეები უფრო წინა წლებში ხდებოდა და ჩვენც აღარ ვაქცევდით ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას, არაფრის შიში არ გვქონდა ზღვაზეც მარტო გადიოდა, ამიტომ გვიკვირს რაც მოხდა და სრულ გაურკვევლობაში ვართ. იმედი გვაქვს, გამოძიება სწორად წარიმართება, მაგრამ საიდუმლო ვითარებაში მოხდა ბაბუაჩემის მკვლელობა და არ ვიცი როგორ მოახერხებენ ამას.

ცნობისთვის, ალიკა დავითაძე აჭარაში გავლენიან ბიზნესმენად ითვლებოდა. ის ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული დღემდე არაერთ ბიზნესს ფლობდა. დავითაძე მიხეილ სააკაშვილის დროს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, რისთვისაც სასჯელის სახით 5 წელი და სამი თვე ციხეში გაატარა. პატიმრობაში მყოფმა დავითაძემ საკუთარი ბიზნესი შვილიშვილს და რძალს გადასცა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ