კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი კადრები: პარაოლიმპიელ სპორტსმენს, რომელსაც საცოლის მკვლელობაში ედება ბრალი, პროცესზე პროთეზის გარეშე გავლა სთხოვეს
უმძიმესი კადრები: პარაოლიმპიელ სპორტსმენს, რომელსაც საცოლის მკვლელობაში ედება ბრალი, პროცესზე პროთეზის გარეშე გავლა სთხოვეს

სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გრძელ­დე­ბა ცნო­ბი­ლი პა­რა­ო­ლიმ­პი­ე­ლის ოს­კარ პის­ტო­რი­უ­სის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, რო­მელ­საც სა­ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი. დღეს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე პის­ტო­რი­უსს ბოლო შან­სი მი­ე­ცა სას­ჯე­ლი შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. თუ მან სა­სა­მარ­თლოს დარ­წმუ­ნე­ბა ვერ შეძ­ლო, ცი­ხე­ში 15 წლის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წევს.

სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი რივა სტინ­კამ­პი ცნო­ბილ­მა პა­რა­ო­ლიმ­პი­ელ­მა მორ­ბე­ნალ­მა, ოს­კარ პის­ტო­რი­უს­მა 2013 წლის 14 თე­ბერ­ვალს მოკ­ლა. რივა და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 4 სა­ათ­ზე პის­ტო­რი­უ­სის სახ­ლში, ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ნას­როლ­მა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა. ხმე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ პის­ტო­რი­უსს იგი მძარ­ცველ­ში აე­რია, პო­ლი­ცი­ამ არ და­ა­დას­ტუ­რა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის თქმით, მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე, რი­ვას და ოს­კა­რის გარ­და არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე ად­ვო­კა­ტის მო­თხოვ­ნით, პა­რა­ო­ლიმ­პი­ელ სპორ­ტსმენს მი­მარ­თეს, ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში. მან ორი­ვე ფე­ხი­დან მო­იხ­სნა პრო­თე­ზი და სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში ამ­პუ­ტი­რე­ბუ­ლი ფე­ხე­ბით გა­ი­ა­რა, რათა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ შემ­თხვე­ვის ღა­მეს ახალ­გაღ­ვი­ძე­ბულ­მა უპ­რო­თე­ზო ფე­ხე­ბით რამ­დე­ნი­მე მეტ­რი გა­ი­ა­რა, სა­ნამ სა­ბე­დის­წე­რო გას­რო­ლას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

ად­ვო­კატს ამით სურ­და ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ია­რა­ღის გა­რე­შე პის­ტო­რი­უ­სი სრუ­ლი­ად და­უც­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და და ამან გა­ნა­პი­რო­ბა მისი ნაჩ­ქა­რე­ვი რე­აქ­ცია, რა­მაც რივა სტინ­კამ­პი იმ­სხვერ­პლა. ასე­ვე მისი ად­ვო­კა­ტი მო­ი­თხოვს საქ­მი­დან ამოღ­ბუ­ლი იქ­ნას ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის მუხ­ლი, რად­გან ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა იყო და არა გა­მიზ­ნუ­ლი ძა­ლა­დო­ბის აქტი. თა­ვად სპორ­ტსმე­ნი მკვლე­ლო­ბის ღა­მის აღ­წე­რის დროს ძა­ლი­ან დამ­ცი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო: თვა­ლე­ბი ძირს ქონ­და დახ­რი­ლი და გა­ნუ­წყვეტ­ლივ ტი­რო­და. მას­თან ერ­თად ტი­რო­და დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბი­ლი ხალ­ხის უმ­რავ­ლე­სო­ბაც.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

უმძიმესი კადრები: პარაოლიმპიელ სპორტსმენს, რომელსაც საცოლის მკვლელობაში ედება ბრალი, პროცესზე პროთეზის გარეშე გავლა სთხოვეს

უმძიმესი კადრები: პარაოლიმპიელ სპორტსმენს, რომელსაც საცოლის მკვლელობაში ედება ბრალი, პროცესზე პროთეზის გარეშე გავლა სთხოვეს

სამხრეთ აფრიკაში გრძელდება ცნობილი პარაოლიმპიელის ოსკარ პისტორიუსის გახმაურებული პროცესი, რომელსაც საცოლის მკვლელობაში ედება ბრალი. დღეს მიმდინარე პროცესზე პისტორიუსს ბოლო შანსი მიეცა სასჯელი შეემსუბუქებინა. თუ მან სასამართლოს დარწმუნება ვერ შეძლო, ციხეში 15 წლის გატარება მოუწევს.

სამხრეთ აფრიკელი მოდელი და მსახიობი რივა სტინკამპი ცნობილმა პარაოლიმპიელმა მორბენალმა, ოსკარ პისტორიუსმა 2013 წლის 14 თებერვალს მოკლა. რივა დაახლოებით, ღამის 4 საათზე პისტორიუსის სახლში, იარაღიდან რამდენჯერმე ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. ხმები იმის შესახებ, რომ პისტორიუსს იგი მძარცველში აერია, პოლიციამ არ დაადასტურა. სამართალდამცავების თქმით, მკვლელობის ადგილზე, რივას და ოსკარის გარდა არავინ იმყოფებოდა.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატის მოთხოვნით, პარაოლიმპიელ სპორტსმენს მიმართეს, ეჩვენებინა თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის მომენტში. მან ორივე ფეხიდან მოიხსნა პროთეზი და სასამართლო დარბაზში ამპუტირებული ფეხებით გაიარა, რათა ეჩვენებინა, რომ შემთხვევის ღამეს ახალგაღვიძებულმა უპროთეზო ფეხებით რამდენიმე მეტრი გაიარა, სანამ საბედისწერო გასროლას განახორციელებდა.

იხილეთ ვიდეო

ადვოკატს ამით სურდა ეჩვენებინა, რომ იარაღის გარეშე პისტორიუსი სრულიად დაუცველი იქნებოდა და ამან განაპირობა მისი ნაჩქარევი რეაქცია, რამაც რივა სტინკამპი იმსხვერპლა. ასევე მისი ადვოკატი მოითხოვს საქმიდან ამოღბული იქნას ქალზე ძალადობის მუხლი, რადგან ეს უბედური შემთხვევა იყო და არა გამიზნული ძალადობის აქტი. თავად სპორტსმენი მკვლელობის ღამის აღწერის დროს ძალიან დამცირებულ მდგომარეობაში იყო: თვალები ძირს ქონდა დახრილი და განუწყვეტლივ ტიროდა. მასთან ერთად ტიროდა დარბაზში შეკრებილი ხალხის უმრავლესობაც.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა