"კურიერის" წამყვანის დიანა ჯოჯუას მეუღლე "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გახდა. ტელეწამყვანის მეორე ნახევარი 39 წლის ნიკოლოზ რამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა, იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილეც.
"პატრიოტთა ალიანსში" რამიშვილის გაწევრიანებას პარტიაში დაპირისპირება მოჰყვა. მანუჩარ მაჩაიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა, რის მიზეზებზეც ექსკლუზიურად kvirispalitra.ge-ისთან ისაუბრა:
"გარკვეულ საკითხებში "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" პოლიტსაბჭოს, მისი თავმჯდომარის, დავით თარხან-მოურავისა და ჩემი შეხედულებები ერთმანეთს არ დაემთხვა, ამიტომ იძულებული ვიყავი პარტია დამეტოვებინა. ძირითადი საკითხი იყო ის, რომ "რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანის, ქალბატონი დიანა ჯოჯუას მეუღლე, ბატონი ნიკოლოზ რამიშვილი, ბატონ თარხან-მოურავის რეკომენდაციით შეიყვანეს საარჩევნო სიაში, რისი წინააღმდეგიც ვიყავი. ამ კანდიდატს პოლიტსაბჭოში ჩემ გარდა ყველამ დაუჭირა მხარი, ამის გამო პროტესტის ნიშნად დავტოვე პარტია" განაგრძეთ კითხვა
ასევე წაიკითხეთ: რას წერს ირმა ინაშვილი დიანა ჯოჯუას მეუღლის "პატრიოტთა ალიანსში" გაწევრიანებაზე