სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგა გრიგოლია GDS-ის წამყვანის სიდედრი გახდა: "ფაქოს დიდი ხანია ვიცნობ... ახლა გვთხოვა მისი ხელი"
ინგა გრიგოლია GDS-ის წამყვანის სიდედრი გახდა: "ფაქოს დიდი ხანია ვიცნობ... ახლა გვთხოვა მისი ხელი"

ტე­ლე­წამ­ყვან ინგა გრი­გო­ლი­ას სიძე იუ­მო­რის­ტი ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი, იგი­ვე ფაქო გახ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნია GDS-ის გა­და­ცე­მა "ბინა 18"-ის წამ­ყვან­მა, გრი­გო­ლი­ას დის­შვი­ლი, ნინი ძა­ძა­მია შე­ირ­თო ცო­ლად.

ფაქო თა­ვის პი­რადს ყო­ველ­თვის სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და. "სარ­კეს­თან" ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ არ სურ­და, მისი ვი­ნა­ო­ბა გა­ემ­ხი­ლა, თუმ­ცა კი და­ქორ­წი­ნე­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობ­და.

"ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად ვემ­ზა­დე­ბი. 29 წლის გავ­ხდი, პა­ტა­რა ბიჭი აღარ ვარ. და­ვი­წყე იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვი­ღა­ცის­თვის უნდა ვი­ცხოვ­რო, ეს ვი­ღაც კი არ არ­სე­ბობს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ერთხელ უკვე ვი­ყა­ვი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი და აღარ მინ­დო­და, შეც­დო­მა და­მეშ­ვა. შე­იძ­ლე­ბა გო­გო­ებს უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ ბი­ჭის­თვის სუ­ლაც არაა ად­ვი­ლი ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ერთხელ უკვე შევ­ცდი და ამი­ტომ აღარ მინ­და იმა­ვე შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა. მა­ნამ­დე ვფიქ­რობ­დი, სა­ნამ ბო­ლომ­დე არ დავ­რწმუნ­დი, რომ სწორ ნა­ბიჯს ვდგამ­დი. აი, დად­გა დრო, როცა ნამ­დვი­ლად ვიცი, რაც მინ­და" - ამ­ბობ­და ლე­ვან გო­გო­რე­ლი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე თვის წი­ნან­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ნინი ძა­ძა­მია და ფაქო, და­ახ­ლო­ე­ბით 5 წე­ლია ერ­თად არი­ან, თუმ­ცა იუ­მო­რის­ტი აქამ­დე ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ვი­ნა­ო­ბას. "სა­ი­დუმ­ლოს" ფარ­და ინგა გრი­გო­ლი­ამ ახა­და. მან "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც წერს: "ჯი­დი­ე­სის" სი­დედ­რი გავ­ხდი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ჩემი მე­ო­რე შვი­ლის წყა­ლო­ბით ოჯახ­ში შე­მო­მი­ვი­და "ჯი­დი­ე­სი".

"ნინი ჩემი დის­შვი­ლია, ჩემი გაზ­რდი­ლია. ერ­თმა­ნე­თი 4 წე­ლია უყ­ვარ­დათ და ახლა გვთხო­ვა ნი­ნის ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად. ფა­ქოს დიდი ხა­ნია ვიც­ნობ, ვმე­გობ­რობ და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ზა­ფხულ­ში ჯვრის­წე­რას აპი­რე­ბენ", - ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

(ფო­ტო­ზე მა­რი­ამ გრი­გო­ლია და ნინი ძა­ძა­მია)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

ინგა გრიგოლია GDS-ის წამყვანის სიდედრი გახდა: "ფაქოს დიდი ხანია ვიცნობ... ახლა გვთხოვა მისი ხელი"

ინგა გრიგოლია GDS-ის წამყვანის სიდედრი გახდა: "ფაქოს დიდი ხანია ვიცნობ... ახლა გვთხოვა მისი ხელი"

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას სიძე იუმორისტი ლევან გოგორელიანი, იგივე ფაქო გახდა. ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "ბინა 18"-ის წამყვანმა, გრიგოლიას დისშვილი, ნინი ძაძამია შეირთო ცოლად.

ფაქო თავის პირადს ყოველთვის საგულდაგულოდ მალავდა. "სარკესთან" ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ არ სურდა, მისი ვინაობა გაემხილა, თუმცა კი დაქორწინებაზე სერიოზულად ფიქრობდა.

"ოჯახის შესაქმნელად ვემზადები. 29 წლის გავხდი, პატარა ბიჭი აღარ ვარ. დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცისთვის უნდა ვიცხოვრო, ეს ვიღაც კი არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ უკვე ვიყავი დაოჯახებული და აღარ მინდოდა, შეცდომა დამეშვა. შეიძლება გოგოებს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბიჭისთვის სულაც არაა ადვილი ქორწინების გადაწყვეტილების მიღება. ერთხელ უკვე შევცდი და ამიტომ აღარ მინდა იმავე შეცდომის დაშვება. მანამდე ვფიქრობდი, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდი, რომ სწორ ნაბიჯს ვდგამდი. აი, დადგა დრო, როცა ნამდვილად ვიცი, რაც მინდა" - ამბობდა ლევან გოგორელიანი რამდენიმე თვის წინანდელ ინტერვიუში.

ნინი ძაძამია და ფაქო, დაახლოებით 5 წელია ერთად არიან, თუმცა იუმორისტი აქამდე ასაიდუმლოებდა საყვარელი ქალის ვინაობას. "საიდუმლოს" ფარდა ინგა გრიგოლიამ ახადა. მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: "ჯიდიესის" სიდედრი გავხდი ოფიციალურად, ჩემი მეორე შვილის წყალობით ოჯახში შემომივიდა "ჯიდიესი".

"ნინი ჩემი დისშვილია, ჩემი გაზრდილია. ერთმანეთი 4 წელია უყვარდათ და ახლა გვთხოვა ნინის ხელი ოფიციალურად. ფაქოს დიდი ხანია ვიცნობ, ვმეგობრობ და ძალიან ბედნიერი ვარ. ზაფხულში ჯვრისწერას აპირებენ", - ამბობს ტელეწამყვანი.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

(ფოტოზე მარიამ გრიგოლია და ნინი ძაძამია)

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი