საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა
საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა

ბოლო ხა­ნებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ფასი გა­ი­ზარ­და: თით­ქმის ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის საწ­ვა­ვის ფასი 10-15 თეთ­რით არის მო­მა­ტე­ბუ­ლი, რაც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აჩენს კი­თხვას - კი­დევ ხომ არ გაძ­ვირ­დე­ბა საწ­ვა­ვი? რო­გორც ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე, ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, ნავ­თო­ბის მიმ­დი­ნა­რე ფა­სებ­ზე ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას:

ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი - ბოლო პე­რი­ოდ­ში ნავ­თო­ბის ფასი იზ­რდე­ბა და დღე­ი­სათ­ვის ბოლო 7-8 თვის მაქ­სი­მა­ლურ მაჩ­ვე­ნე­ბელს გა­უ­ტოლ­და. ლონ­დო­ნის ბირ­ჟა­ზე Brent-ის ტი­პის ნავ­თო­ბის ფას­მა შე­ად­გი­ნა 50,06 დო­ლა­რი ერთ ბა­რელ­ზე, ხოლო ნიუ-იორკში - Light Sweet ტი­პის ნავ­თო­ბის ფას­მა - 48,56 დო­ლა­რი/ბა­რელ­ზე. ნავ­თო­ბის მიმ­დი­ნა­რე ფა­სებ­ზე შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი მოქ­მე­დებს: ბოლო პე­რი­ოდ­ში კა­ნა­და­სა და ნი­გე­რი­ა­ში ად­გი­ლი ჰქონ­და ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და ექ­სპორ­ტის შემ­ცი­რე­ბას. თუ კა­ნა­და­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბით აიხ­სნე­ბა, ნი­გე­რი­ა­ში ვი­თა­რე­ბა კი­დევ უფრო რთუ­ლა­დაა: ე.წ. ბო­ე­ვიკ­თა დაჯ­გუ­ფე­ბამ ქვეყ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნავ­თობ­სა­დე­ნე­ბი და­ა­ზი­ა­ნა, რა­მაც ნი­გე­რი­ა­ში ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და ექ­სპორ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ამავდრო­უ­ლად, წლის და­სა­წყი­სი­დან იზ­რდე­ბა ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტი და მოხ­მა­რე­ბა ჩი­ნეთ­სა და ინ­დო­ეთ­ში. კერ­ძოდ, ჩი­ნეთ­ში ბენ­ზი­ნის მოხ­მა­რე­ბა 6%-ითაა გაზ­რდი­ლი. ნავ­თო­ბის ფა­სის მიმ­დი­ნა­რე ტენ­დენ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი 2 ივ­ნისს გა­მარ­თულ ნავ­თო­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის (ოპე­კი) შეხ­ვედ­რა­ზე, სა­დაც ვერ იქნა მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა ნავ­თო­ბის მიმ­დი­ნა­რე მო­პო­ვე­ბის "გა­ყინ­ვის" თა­ო­ბა­ზე. მარ­თა­ლია, მსოფ­ლიო სა­ნავ­თო­ბო ბაზ­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­თა­მა­შე - ირა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად ზრდის მსოფ­ლი­ო­ში ნავ­თო­ბის ექ­სპორ­ტს, ასე­ვე გაზ­რდი­ლია ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა და ექ­სპორ­ტი ერა­ყი­დან და ქუ­ვე­ი­თი­დან, მაგ­რამ ამ ორი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მე­ლიც წინა პე­რი­ოდ­ში ნავ­თო­ბის და­ბალ ფა­სებს გან­სა­ზღვრავ­და, ნავ­თო­ბის ფასი ზრდას აგ­რძე­ლებს.

ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ფა­სე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დეს, რად­გან წინ გვაქვს ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ნავ­თო­ბის მოხ­მა­რე­ბა და მას­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლად იზ­რდე­ბა. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაა რიგ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნავ­თობმ­წარ­მო­ე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ნავ­თო­ბის ფა­სის სა­მო­მავ­ლო ტენ­დენ­ცი­ე­ბი ბუნ­დო­ვა­ნი და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია - აღ­ნიშ­ნა მან "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რის დროს: "სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­სე­ბის ზრდას ჩვენ­თა­ნაც აქვს ად­გი­ლი, რის გა­მოც, 1 ლიტ­რი საწ­ვა­ვის ფასი სა­შუ­ა­ლოდ 12-15 თეთ­რით გაძ­ვირ­და. საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდა შე­ე­ხო რო­გორც ბრენ­დი­რე­ბულ, ასე­ვე არაბ­რენ­დი­რე­ბულ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებს. რომ არა ლა­რის გამ­ყა­რე­ბა და კონ­კუ­რენ­ცი­ის ფაქ­ტო­რი, გაძ­ვი­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბო­და" - აცხა­დებს მთვრა­ლაშ­ვი­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა

საწვავი 12-15 თეთრით გაძვირდა

ბოლო ხანებში საქართველოში ნავთობპროდუქტების ფასი გაიზარდა: თითქმის ყველა დასახელების საწვავის ფასი 10-15 თეთრით არის მომატებული, რაც მოსახლეობაში აჩენს კითხვას - კიდევ ხომ არ გაძვირდება საწვავი? როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილი ამბობს, ნავთობის მიმდინარე ფასებზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას:

ვანო მთვრალაშვილი - ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 7-8 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელს გაუტოლდა. ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 50,06 დოლარი ერთ ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 48,56 დოლარი/ბარელზე. ნავთობის მიმდინარე ფასებზე შემდეგი ძირითადი ფაქტორები მოქმედებს: ბოლო პერიოდში კანადასა და ნიგერიაში ადგილი ჰქონდა ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის შემცირებას. თუ კანადაში ნავთობის მოპოვების შემცირება ტექნიკური პრობლემებით აიხსნება, ნიგერიაში ვითარება კიდევ უფრო რთულადაა: ე.წ. ბოევიკთა დაჯგუფებამ ქვეყნის მნიშვნელოვანი ნავთობსადენები დააზიანა, რამაც ნიგერიაში ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. ამავდროულად, წლის დასაწყისიდან იზრდება ნავთობის იმპორტი და მოხმარება ჩინეთსა და ინდოეთში. კერძოდ, ჩინეთში ბენზინის მოხმარება 6%-ითაა გაზრდილი. ნავთობის ფასის მიმდინარე ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული 2 ივნისს გამართულ ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების (ოპეკი) შეხვედრაზე, სადაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ნავთობის მიმდინარე მოპოვების "გაყინვის" თაობაზე. მართალია, მსოფლიო სანავთობო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშე - ირანი ყოველდღიურად ზრდის მსოფლიოში ნავთობის ექსპორტს, ასევე გაზრდილია ნავთობის მოპოვება და ექსპორტი ერაყიდან და ქუვეითიდან, მაგრამ ამ ორი, მნიშვნელოვანი ფაქტორის მიუხედავად, რომელიც წინა პერიოდში ნავთობის დაბალ ფასებს განსაზღვრავდა, ნავთობის ფასი ზრდას აგრძელებს.

ვანო მთვრალაშვილი არ გამორიცხავს, რომ ფასების ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდეს, რადგან წინ გვაქვს ზაფხულის პერიოდი, როდესაც ნავთობის მოხმარება და მასზე მოთხოვნილება ტრადიციულად იზრდება. ასევე აღსანიშნავია, რომ რთული პოლიტიკური ვითარებაა რიგ მნიშვნელოვან ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში. შესაბამისად, ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია - აღნიშნა მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრის დროს: "საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, ფასების ზრდას ჩვენთანაც აქვს ადგილი, რის გამოც, 1 ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 12-15 თეთრით გაძვირდა. საწვავის ფასის ზრდა შეეხო როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებს. რომ არა ლარის გამყარება და კონკურენციის ფაქტორი, გაძვირება გაცილებით მასშტაბური იქნებოდა" - აცხადებს მთვრალაშვილი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი