მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელვაჩაურის სოფელში დაბადების დღეზე 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი მოიწამლა
ხელვაჩაურის სოფელში დაბადების დღეზე 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი მოიწამლა

ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, სო­ფელ სა­ტე­ხი­ა­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე 24 ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა.

14 ივ­ნისს სა­ღა­მოს, და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შეკ­რე­ბი­ლი ყვე­ლა სტუ­მა­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მო­წამ­ვლას გა­და­ურ­ჩა ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჩი­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს ად­გი­ლობ­რივ კო­რეს­პონ­დენტს აჭა­რის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ნინო ნი­ჟა­რა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, 24 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 11 ბავ­შვი სამ სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი დი­აგ­ნო­ზი არის "და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ე­ბის ტოქ­სი­უ­რი ეფექ­ტი". ნინო ნი­ჟა­რა­ძის თქმით, პირ­ვე­ლა­დი მოკ­ვლე­ვით საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­მო­რი­ცხუ­ლია.

"პა­ცი­ენ­ტე­ბის წი­ნას­წა­რი დი­აგ­ნო­ზი იყო და­უდ­გე­ნე­ლი ეტი­ო­ლო­გი­ის ინ­ტოქ­სი­კა­ცია. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სა­შუ­ა­ლო და მსუ­ბუ­ქი სიმ­ძი­მის. ძი­რი­თა­დი კლი­ნი­კა ჰქონ­დათ თავ­ბრუხ­ვე­ვა და გო­ნე­ბის და­ბინ­დვა. 11 ბავ­შვი გა­და­იყ­ვა­ნეს ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი ბა­თუ­მის ორ სხვა­დას­ხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და წვე­უ­ლე­ბა­ზე მყოფ­მა ჩი­ნელ­მა სტუ­მარ­მა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ იყო რთუ­ლი. დღეს ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტი სტა­ბი­ლუ­რა­დაა. პირ­ვე­ლა­დი ეპიდ­მოკ­ვლე­ვით საკ­ვე­ბის­მი­ე­რი ინ­ტოქ­სი­კა­ცია გა­მო­ი­რი­ცხა. ეპიდ­მოკ­ვლე­ვას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გა­ნაგ­რძობს, რო­მე­ლიც სა­ა­ნა­ლი­ზოდ იღებს საკ­ვებ პრო­დუქ­ტებს და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა ამის შემ­დეგ და­ი­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ნინო ნი­ჟა­რა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ რა გახ­და 24 ადა­მი­ა­ნის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მი­ზე­ზი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ხელვაჩაურის სოფელში დაბადების დღეზე 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი მოიწამლა

ხელვაჩაურის სოფელში დაბადების დღეზე 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი მოიწამლა

ხელვაჩაურში, სოფელ სატეხიაში წვეულებაზე 24 ადამიანი მოიწამლა.

14 ივნისს საღამოს, დაბადების დღის აღსანიშნავად შეკრებილი ყველა სტუმარი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოწამვლას გადაურჩა ერთადერთი მამაკაცი, რომელიც ჩინეთის მოქალაქეა.

როგორც AMBEBI.GE-ს ადგილობრივ კორესპონდენტს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განუცხადა, 24 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი სამ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მისივე განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოტანილი დიაგნოზი არის "დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი". ნინო ნიჟარაძის თქმით, პირველადი მოკვლევით საკვები პროდუქტებით ინტოქსიკაცია გამორიცხულია.

"პაციენტების წინასწარი დიაგნოზი იყო დაუდგენელი ეტიოლოგიის ინტოქსიკაცია. მათი მდგომარეობა იყო საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. ძირითადი კლინიკა ჰქონდათ თავბრუხვევა და გონების დაბინდვა. 11 ბავშვი გადაიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში, დანარჩენები კი ბათუმის ორ სხვადასხვა საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში მისვლაზე უარი განაცხადა წვეულებაზე მყოფმა ჩინელმა სტუმარმა, მისი მდგომარეობა არ იყო რთული. დღეს ყველა პაციენტი სტაბილურადაა. პირველადი ეპიდმოკვლევით საკვებისმიერი ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ეპიდმოკვლევას სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს, რომელიც საანალიზოდ იღებს საკვებ პროდუქტებს და შესაბამისი დასკვნა ამის შემდეგ დაიდება", - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ.

მისივე განმარტებით, თუ რა გახდა 24 ადამიანის ინტოქსიკაციის მიზეზი ლაბორატორიული კვლევის შედეგების შემდეგ გახდება ცნობილი.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა