"ევროინტეგრაციის მინისტრი დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობის"აქტივისტია და ის საბერძნეთში ელჩად მიხეილ სააკაშვილის პირადი ნაცნობობით დაინიშნა", - ამის შესახებ თამაზ მეჭიაურის პარტიის წევრმა სანდრო ბრეგაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.
როგორც სანდრო ბრეგაძემ აღნიშნა, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან მან იცის, რომ ბაქრაძე საბერძნეთში ზონდერებთან ერთად ატერორებდა იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილს და "ოცნებას"უჭერდნენ მხარს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" უზრუნველყო ის, რომ თქვენ ვიზების გარეშე ვერ ჩახვალთ ევროპაში. მან უმტრო საქართველოს მოსახლეობას. მათ ხელისუფლებას აჯობეს. იცით რატომ აჯობეს? ევროინტეგრაციის მინისტრი, ბატონი ბაქარაძე "ნაციონალური მოძრაობის"აქტივისტია. ეს გახლდათ ადამიანი, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროს საქართველოს ელჩი იყო საბრეძნეთში. ის "ნაციონალური მოძრაობის", კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილის პირადი ნაცნობობით დანიშნული ელჩი იყო. არაერთ მაგალითს მოგიყვანთ, რომელიც საბერძნეთში მყოფი ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან ვიცი. ზონდერებთან ერთად ბაქრაძე ატერორებმა იმ ადამიანებს, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობას"ეწინააღმდეგებოდნენ. პირდაპირი ტერორი ჰქონდა მათზე გამოცხადებული. ეუბნებოდა, რომ თუ ისინი "ნაციონალების" წინააღმდეგ წავიდოდნენ და "ქართულ ოცნებას"მხარს დაუჭერდნენ, მაშინ მათ ოჯახებს საქართველოში დიდი პრობლემები შეექმნებოდათ"- განაცხადა ბრეგაძემ.