პარიზში არეულობის შედეგად, რაც ქვეყანაში შრომის რეფორმას უკავშირდება, დაშავებულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია. საპროტესტო აქციის ამდენივე მონაწილე დაკავებულია. დაშავებულთა შორის 29 სამართალდამცველია . ამის შესახებ "ფრანსპრესი" იუწყება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 26 იყო. საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციაში 80 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. პროფკავშირების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ქუჩაში პროტესტი მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა.
პარიზში ზოგიერთმა აგრესიულად განწყობილმა ადამიანმა მაღაზიისა და ბანკების შუშები დაამტვრია, პოლიციას კი პიროტექნიკა დაუშინა. დააზიანეს ავტომობილებიც. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.