საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონცენტრაციო ბანაკები აშშ-ში - როგორ უსწორდებოდნენ ამერიკაში მცხოვრებ იაპონელებს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ
საკონცენტრაციო ბანაკები აშშ-ში - როგორ უსწორდებოდნენ ამერიკაში მცხოვრებ იაპონელებს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ

ომს სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბი აქვს. რო­დე­საც წინა ხაზ­ზე სიკ­ვდი­ლი და ნგრე­ვაა, ზურ­გშიც მკაც­რი კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს. სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის სიმ­წა­რე ფრონტზე მყოფ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად, ზურ­გში მყოფ­მა მშვი­დო­ბი­ან­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც "იგე­მა". ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­უ­ბა­რი არაა მტრის ჭურ­ვებ­სა თუ ბომ­ბებ­ზე. გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მეა, რო­დე­საც საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ან­თა გა­და­სახ­ლე­ბი­სა და მათი რე­ზერ­ვა­ცი­ა­ში მოქ­ცე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით ასი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აყა­რეს და ურა­ლის ქედს იქით გა­და­ა­სახ­ლეს. მხო­ლოდ 1941 წლის გა­ზა­ფხუ­ლის მი­წუ­რულს, 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­და­სახ­ლე­ბა 10 ათას ეს­ტო­ნელს, 15,5 ათას ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე­სა და 29,8 ათას ლიტ­ველს, ბე­ლო­რუს, უკ­რა­ი­ნელ­სა და მოლ­დო­ველს შე­ე­ხო. ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­სახ­ლე­ბა­ში პო­ლო­ნე­ლებს უშ­ვებ­და. ებ­რა­ე­ლებს კი გე­ტო­ებ­სა და სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში უკ­რავ­და თავს. სა­კუ­თა­რი წვლი­ლი ხალ­ხის მა­სი­ურ ინ­ტერ­ნი­რე­ბა­ში (გა­და­სახ­ლე­ბა­ში) აშშ-საც აქვს შე­ტა­ნი­ლი.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე აშშ-ის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე (უმე­ტე­სად კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში) 127 ათა­სამ­დე ია­პო­ნე­ლი ცხოვ­რობ­და. მათ­გან 62% აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე იყო. ია­პო­ნე­ლე­ბი ამე­რი­კის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი იყ­ვნენ. და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა 1941 წლის 7 დე­კემ­ბრის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა.

პერლ-ჰარ­ბორ­ზე თავ­დას­ხმის შემ­დეგ, ამე­რი­კამ ია­პო­ნი­ას ომი გა­მო­უ­ცხა­და. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბით, ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ია­პო­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია აგორ­და. საქ­მეს პრე­საც უწყობ­და ხელს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში უპ­რობ­ლე­მოდ მცხოვ­რე­ბი ათა­სო­ბით ია­პო­ნე­ლი, ორი­ო­დე დღე­ში სა­ხელ­მწი­ფო მტრად და ჯა­შუ­შად იქცა. 1942 წლის 14 იან­ვარს, პრე­ზი­დენ­ტის გან­კარ­გუ­ლე­ბით, უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებს ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა გერ­მა­ნე­ლის, იტა­ლი­ე­ლი­სა და ია­პო­ნე­ლის აღ­რი­ცხვა და კონ­ტროლ­ზე აყ­ვა­ნა და­ე­ვა­ლა. ამ ეროვ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეკ­რძა­ლე­ბო­დათ სამ­ხედ­რო ბა­ზებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა.

19 თე­ბერ­ვალს რუზ­ველტმა ახა­ლი ბრძა­ნე­ბა გა­მოს­ცა. ამი­ე­რი­დან სამ­ხედ­რო­ებს ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ე­რი ტე­რი­ტო­რი­ის "სამ­ხედ­რო ზო­ნად" გა­მო­ცხა­დე­ბი­სა და ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ნე­ბის­მი­ე­რი არა­სა­სურ­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის გა­მო­სახ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. პირ­ველ რიგ­ში, ინ­ტერ­ნი­რე­ბა ია­პო­ნე­ლებს შე­ე­ხო.

მა­ლე­ვე აშშ-ის ტე­რი­ტო­რა­ზე გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ია­პო­ნე­ლე­ბის­თვის 10 ბა­ნა­კი აშენ­და. მავ­თულხლარ­თე­ბით შე­მო­ღო­ბილ ბა­ნა­კებს, სა­დაც ხალ­ხი ხის ბა­რა­კებ­ში ცხოვ­რობ­და, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი იცავ­დნენ. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ გა­და­სახ­ლე­ბა იმ ია­პო­ნე­ლებ­საც შე­ე­ხო, რომ­ლე­ბიც აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ.

გერ­მა­ნულ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­თან შე­და­რე­ბით, გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ია­პო­ნე­ლე­ბი უკე­თეს პი­რო­ბებ­ში იყ­ვნენ. თუმ­ცა ტო­ლით გა­და­ხუ­რუ­ლი ხის ბა­რა­კე­ბი მათ წვი­მი­სა და სი­ცი­ვის­გან ვერ იცავ­და. ერთ ადა­მი­ან­ზე დღე­ში 45 ცენ­ტი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. მავ­თულხლარ­თე­ბის მიღ­მა აღ­მო­ჩე­ნილ ია­პო­ნე­ლებს კარ­გად ექ­ცე­ოდ­ნენ. ფი­ზი­კუ­რი ან რა­ი­მე სხვა ტი­პის დას­ჯა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა იყო. მაგ­რამ გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბად­რა­გი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას არ ერი­დე­ბო­და. პე­რი­ო­დუ­ლად უფა­სო მუ­შა­ხელს ამე­რი­კე­ლე­ბი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მიზ­ნით იყე­ნებ­დნენ. და­ნარ­ჩე­ნი დრო ია­პო­ნე­ლე­ბი სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში იყ­ვნენ.

აშშ-ში ია­პო­ნე­ლე­ბის დევ­ნა მხო­ლოდ 1945 წლის და­სა­წყის­ში შე­წყდა. გა­და­სახ­ლე­ბუ­ლებს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს. ბა­ნა­კე­ბი­დან გა­მოშ­ვე­ბულ ია­პო­ნე­ლებს 25-25 დო­ლარს და მა­ტა­რებ­ლის ბი­ლეთს აძ­ლევ­დნენ. უკა­ნას­კნე­ლი ბა­ნა­კი 1946 წელს და­ი­ხუ­რა.

1960-იან წლებ­ში, სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ია­პო­ნე­ლე­ბის გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო. პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას ია­პო­ნურ­მა მოძ­რა­ო­ბამ 1976 წელს მი­აღ­წია, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა ფორდმა ინ­ტერ­ნი­რე­ბას "არას­წო­რი ნა­ბი­ჯი" უწო­და. 1983 წელს კონ­გრე­სის სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ ია­პო­ნელ­თა გა­და­სახ­ლე­ბას რა­სიზ­მი უწო­და. 1988 წელს, პრე­ზი­დენტ რე­ი­გა­ნის ბრძა­ნე­ბით, ყო­ვე­ლი გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით 20 ათას დო­ლარს მი­ი­ღებ­და (ჯა­მუ­რი თან­ხა 1,2 მლრდ). 4 წლის თავ­ზე კომ­პენ­სა­ცი­ე­ბის სრუ­ლი გა­ცე­მის­თვის ბი­უ­ჯე­ტი­დან და­მა­ტე­ბით 400 მლნ დო­ლა­რი გა­მო­ი­ყო.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს აშშ-ის არ­მი­ა­ში 442-ე ქვე­ი­თი პოლ­კი ირი­ცხე­ბო­და. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ შე­ნა­ერ­თის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში იბ­რძო­და, თით­ქმის მთლი­ა­ნად ინ­ტერ­ნი­რე­ბუ­ლი ია­პო­ნე­ლე­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. 14 ათა­სი სამ­ხედ­რო­დან 9486-მა ჯილ­დო "მე­წა­მუ­ლი გული" (რე­კორ­დი აშშ-ის არ­მი­ის ის­ტო­რი­ა­ში) და 21-მა აშშ-ის უმაღ­ლე­სი სამ­ხედ­რო ჯილ­დო "დი­დე­ბის მე­და­ლი" მი­ი­ღო.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

საკონცენტრაციო ბანაკები აშშ-ში - როგორ უსწორდებოდნენ ამერიკაში მცხოვრებ იაპონელებს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ

საკონცენტრაციო ბანაკები აშშ-ში - როგორ უსწორდებოდნენ ამერიკაში მცხოვრებ იაპონელებს პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ

ომს საკუთარი კანონები აქვს. როდესაც წინა ხაზზე სიკვდილი და ნგრევაა, ზურგშიც მკაცრი კანონები მოქმედებს. საომარი მოქმედებების სიმწარე ფრონტზე მყოფ სამხედროებთან ერთად, ზურგში მყოფმა მშვიდობიანმა მოსახლეობამაც "იგემა". ამ შემთხვევაში, საუბარი არაა მტრის ჭურვებსა თუ ბომბებზე. გაცილებით უფრო მძიმეა, როდესაც საბრძოლო მოქმედებების გამო, ხელისუფლება სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა გადასახლებისა და მათი რეზერვაციაში მოქცევის გადაწყვეტილებას იღებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს სტალინის ბრძანებით ასი ათასობით ადამიანი აყარეს და ურალის ქედს იქით გადაასახლეს. მხოლოდ 1941 წლის გაზაფხულის მიწურულს, 2 კვირის განმავლობაში გადასახლება 10 ათას ესტონელს, 15,5 ათას ლატვიის მოქალაქესა და 29,8 ათას ლიტველს, ბელორუს, უკრაინელსა და მოლდოველს შეეხო. ნაცისტური გერმანიის ხელისუფლება გადასახლებაში პოლონელებს უშვებდა. ებრაელებს კი გეტოებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში უკრავდა თავს. საკუთარი წვლილი ხალხის მასიურ ინტერნირებაში (გადასახლებაში) აშშ-საც აქვს შეტანილი.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე (უმეტესად კალიფორნიაში) 127 ათასამდე იაპონელი ცხოვრობდა. მათგან 62% აშშ-ის მოქალაქე იყო. იაპონელები ამერიკის საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ. დამოკიდებულება 1941 წლის 7 დეკემბრის შემდეგ შეიცვალა.

პერლ-ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ, ამერიკამ იაპონიას ომი გამოუცხადა. რამდენიმე კვირაში უშიშროების სამსახურების ხელშეწყობით, ამერიკაში მცხოვრები იაპონელების წინააღმდეგ მიმართული კამპანია აგორდა. საქმეს პრესაც უწყობდა ხელს. წლების განმავლობაში კალიფორნიაში უპრობლემოდ მცხოვრები ათასობით იაპონელი, ორიოდე დღეში სახელმწიფო მტრად და ჯაშუშად იქცა. 1942 წლის 14 იანვარს, პრეზიდენტის განკარგულებით, უშიშროების სამსახურებს ამერიკაში მცხოვრები ყველა გერმანელის, იტალიელისა და იაპონელის აღრიცხვა და კონტროლზე აყვანა დაევალა. ამ ეროვნების მოქალაქეებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ სამხედრო ბაზებთან მიახლოება.

19 თებერვალს რუზველტმა ახალი ბრძანება გამოსცა. ამიერიდან სამხედროებს ქვეყნის ნებისმიერი ტერიტორიის "სამხედრო ზონად" გამოცხადებისა და ამ ტერიტორიიდან ნებისმიერი არასასურველი მოქალაქის გამოსახლების უფლება მიეცათ. პირველ რიგში, ინტერნირება იაპონელებს შეეხო.

მალევე აშშ-ის ტერიტორაზე გადასახლებული იაპონელებისთვის 10 ბანაკი აშენდა. მავთულხლართებით შემოღობილ ბანაკებს, სადაც ხალხი ხის ბარაკებში ცხოვრობდა, შეიარაღებული პირები იცავდნენ. საგულისხმოა, რომ გადასახლება იმ იაპონელებსაც შეეხო, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები იყვნენ.

გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებთან შედარებით, გადასახლებული იაპონელები უკეთეს პირობებში იყვნენ. თუმცა ტოლით გადახურული ხის ბარაკები მათ წვიმისა და სიცივისგან ვერ  იცავდა. ერთ ადამიანზე დღეში 45 ცენტი იყო გამოყოფილი. მავთულხლართების მიღმა აღმოჩენილ იაპონელებს კარგად ექცეოდნენ. ფიზიკური ან რაიმე სხვა ტიპის დასჯა იშვიათი მოვლენა იყო. მაგრამ გაქცევის მცდელობის შემთხვევაში, ბადრაგი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას არ ერიდებოდა. პერიოდულად უფასო მუშახელს ამერიკელები სასოფლო-სამეურნეო მიზნით იყენებდნენ. დანარჩენი დრო იაპონელები სრულ იზოლაციაში იყვნენ.

აშშ-ში იაპონელების დევნა მხოლოდ 1945 წლის დასაწყისში შეწყდა. გადასახლებულებს სახლში დაბრუნების უფლება მისცეს. ბანაკებიდან გამოშვებულ იაპონელებს 25-25 დოლარს და მატარებლის ბილეთს აძლევდნენ. უკანასკნელი ბანაკი 1946 წელს დაიხურა.

1960-იან წლებში, საკუთარი უფლებების დაცვისა და კომპენსაციების მიღების მიზნით, იაპონელების გამოსვლები დაიწყო. პირველ წარმატებას იაპონურმა მოძრაობამ 1976 წელს მიაღწია, როდესაც პრეზიდენტმა ფორდმა ინტერნირებას "არასწორი ნაბიჯი" უწოდა. 1983 წელს კონგრესის სპეციალურმა კომისიამ იაპონელთა გადასახლებას რასიზმი უწოდა. 1988 წელს, პრეზიდენტ რეიგანის ბრძანებით, ყოველი გადასახლებული კომპენსაციის სახით 20 ათას დოლარს მიიღებდა (ჯამური თანხა 1,2 მლრდ). 4 წლის თავზე კომპენსაციების სრული გაცემისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 400 მლნ დოლარი გამოიყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის არმიაში 442-ე ქვეითი პოლკი ირიცხებოდა. საგულისხმოა, რომ შენაერთის პირადი შემადგენლობა, რომელიც იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში იბრძოდა, თითქმის მთლიანად ინტერნირებული იაპონელებით იყო დაკომპლექტებული. 14 ათასი სამხედროდან 9486-მა ჯილდო "მეწამული გული" (რეკორდი აშშ-ის არმიის ისტორიაში) და 21-მა აშშ-ის უმაღლესი სამხედრო ჯილდო "დიდების მედალი" მიიღო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა