ცნობილი მოგზაური წყვილი, ფოტოპროექტ Follow me-ს (გამომყევი) ავტორები - მურად ოსმანი და ნატალია ზახაროვა საქართველოს ესტუმრნენ. ულამაზესი ფოტოები, რომლებიც მურად ოსმანის ინსტაგრამის გვერდზე განთავსდა, ყაზბეგსა და ჯვრის მონასტერშია გადაღებული, რა თქმა უნდა წყვილისთვის დამახასიათებელი ხელწერით. აღსანიშნავია, რომ მურადი და ნატალია საქართველოში რამდენიმე წლის წინაც იმყოფებოდნენ და მათ კოლექციას თბილისში გადაღებული ფოტოებიც შემატეს.
გადაცემა, რომელშიც Follow me-ს წყვილი საქართველოში მოგზაურობას აღწერს, რუსული ტელეკომპანია "ORT"-ზე გავიდა.
“Follow me” - The couple behind the famous creative photo project and their impressions of Georgia