საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მურამ ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამეო..." - რა უამბო ოჯახს დაკარგულმა 6 წლის ბიჭუნამ, რომელიც ძაღლმა გადაარჩინა
"მურამ ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამეო..." - რა უამბო ოჯახს დაკარგულმა 6 წლის ბიჭუნამ, რომელიც ძაღლმა გადაარჩინა

სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ უზუნ­თის ტყე­ში 6 წლის ლუკა ომი­ა­ძის და­კარ­გვი­სა და პოვ­ნის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვი ორი დღის წინ მთელ სო­ცი­ა­ლურ ქსელს მო­ე­დო. ბავ­შვი შა­ბათს, 11 ივ­ნისს, დი­ლის 11 სა­ათ­ზე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლა და კვი­რას, 12 ივ­ნისს, კვლავ 11 სა­ა­თის­თვის უპო­ვი­ათ. რო­დე­საც ამ­ბის დაწ­ვრი­ლე­ბით მო­სა­ყო­ლად სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლის მო­ად­გი­ლეს ელ­გიზ ქი­მა­ძეს ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დით, ემო­ცია არ გა­ნე­ლე­ბო­და: "სას­წა­უ­ლი იყო ამ ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა, ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი. თქვენ არ იცით, სად მდე­ბა­რე­ობს ეს სო­ფე­ლი!"

უზუნ­თა სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მა­ღალმთი­ა­ნი სო­ფე­ლი ყო­ფი­ლა, რაჭა-იმე­რე­თის სა­ზღვარ­ზე, შქმერ­თან ახ­ლოს, ზღვის დო­ნი­დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 1600 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე. იმ ღა­მეს ძა­ლი­ან ძლი­ე­რად უწ­ვი­მია და სე­ტყვაც მო­სუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, გან­სა­კუთ­რე­ბით აცი­ვე­ბუ­ლა სო­ფელ­ში...

"კვი­რის პა­ლიტ­რა" და­კარ­გუ­ლი ბი­ჭუ­ნას ბე­ბი­ას, ქე­თე­ვან მა­ჩა­ი­ძეს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც შვი­ლიშ­ვი­ლის მო­ნა­თხრო­ბი უამ­ბო ჟურ­ნა­ლისტს: "თბი­ლის­ში, ზეს­ტა­ფო­ნის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობთ. 4 წე­ლი­წა­დია, ზა­ფხუ­ლო­ბით, ყო­ველ წე­ლი­წადს დამ­ყავს ლუკა სო­ფელ­ში. ძა­ლი­ან უყ­ვარს აქა­უ­რო­ბა. იმ დი­ლით, 10 სა­ათ­ზე ვა­ბა­ნა­ვე, ლო­გინ­ზე იყო წა­მო­წო­ლი­ლი და ტე­ლე­ვი­ზორ­ში მულ­ტფილ­მს უყუ­რებ­და. მე ბავ­შვის­თვის მარ­წყვის მო­საკ­რე­ფად გა­ვე­დი, რომ დავ­ბრუნ­დი, ლო­გინ­ში აღარ დამ­ხვდა. სახ­ლშიც ვე­ძე­ბე, შემ­დეგ იქვე, მდი­ნა­რის­კე­ნაც გა­ვე­დი, მე­ზო­ბელ­თა­ნაც მო­ვი­კი­თხე, მაგ­რამ არ­სად აღ­მოჩ­ნდა. ხმა­მაღ­ლა რომ ვე­ძახ­დი, ბო­ლოს გა­მა­გო­ნა, მაგ­რამ დიდი ტყეა და ვერ მივ­ხვდი, ზუს­ტად სა­ი­დან მო­დი­ო­და ხმა.

ლუკა ისეთ ად­გი­ლებ­ში გა­სუ­ლა, სა­დაც არ გავ­დი­ვართ ხოლ­მე. მუ­რაც მას გაჰ­ყო­ლია. იქით კლდე­ე­ბი­ცაა და ლუ­კას ცალი ფეხ­საც­მე­ლი კლდი­დან გა­და­ვარ­დნია. ცალი ფეხ­საც­მლით გა­უგ­რძე­ლე­ბია გზა. 5 სა­ათს ვე­ძებ­დით და მერე სა­ში­ნე­ლი წვი­მა და სე­ტყვა და­ი­წყო. რო­გორც ლუ­კამ მი­ამ­ბო, ძაღ­ლი პა­ტა­რა ხის ქვეშ შემ­ძვრა­ლა, თვი­თო­ნაც შეჰ­ყო­ლია და მურა ზე­მო­დან გა­და­ფა­რე­ბია. მერე მურა პა­ტა­რა შვლის ნუკრს გაჰ­კი­დე­ბია და ლუკა მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლა, თუმ­ცა გა­წუ­წუ­ლი ძაღ­ლი მალე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. ლუ­კას მოკ­ლემკლა­ვი­ა­ნი მა­ი­სუ­რი ეცვა და მი­თხრა, ძა­ლი­ან შემ­ცივ­და, მუ­ცე­ლი მტკი­ო­და, მში­ო­და და ბევ­რი ვი­ტი­რე. ძაღ­ლმა ბა­ლა­ხის ჭამა და­ი­წყო და მეც ხის ფოთ­ლე­ბი შევ­ჭა­მეო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"მურამ ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამეო..." - რა უამბო ოჯახს დაკარგულმა 6 წლის ბიჭუნამ, რომელიც ძაღლმა გადაარჩინა

"მურამ ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამეო..." - რა უამბო ოჯახს დაკარგულმა 6 წლის ბიჭუნამ, რომელიც ძაღლმა გადაარჩინა

საჩხერის რაიონის სოფელ უზუნთის ტყეში 6 წლის ლუკა ომიაძის დაკარგვისა და პოვნის სულისშემძვრელი ამბავი ორი დღის წინ მთელ სოციალურ ქსელს მოედო. ბავშვი შაბათს, 11 ივნისს, დილის 11 საათზე გაუჩინარებულა და კვირას, 12 ივნისს, კვლავ 11 საათისთვის უპოვიათ. როდესაც ამბის დაწვრილებით მოსაყოლად საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილეს ელგიზ ქიმაძეს ტელეფონით დავუკავშირდით, ემოცია არ განელებოდა: "სასწაული იყო ამ ბავშვის გადარჩენა, ნამდვილი სასწაული. თქვენ არ იცით, სად მდებარეობს ეს სოფელი!"

უზუნთა საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფელი ყოფილა, რაჭა-იმერეთის საზღვარზე, შქმერთან ახლოს, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 1600 მეტრის სიმაღლეზე. იმ ღამეს ძალიან ძლიერად უწვიმია და სეტყვაც მოსულა, შესაბამისად, განსაკუთრებით აცივებულა სოფელში...

"კვირის პალიტრა" დაკარგული ბიჭუნას ბებიას, ქეთევან მაჩაიძეს ესაუბრა, რომელმაც შვილიშვილის მონათხრობი უამბო ჟურნალისტს: "თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე ვცხოვრობთ. 4 წელიწადია, ზაფხულობით, ყოველ წელიწადს დამყავს ლუკა სოფელში. ძალიან უყვარს აქაურობა. იმ დილით, 10 საათზე ვაბანავე, ლოგინზე იყო წამოწოლილი და ტელევიზორში მულტფილმს უყურებდა. მე ბავშვისთვის მარწყვის მოსაკრეფად გავედი, რომ დავბრუნდი, ლოგინში აღარ დამხვდა. სახლშიც ვეძებე, შემდეგ იქვე, მდინარისკენაც გავედი, მეზობელთანაც მოვიკითხე, მაგრამ არსად აღმოჩნდა. ხმამაღლა რომ ვეძახდი, ბოლოს გამაგონა, მაგრამ დიდი ტყეა და ვერ მივხვდი, ზუსტად საიდან მოდიოდა ხმა.

ლუკა ისეთ ადგილებში გასულა, სადაც არ გავდივართ ხოლმე. მურაც მას გაჰყოლია. იქით კლდეებიცაა და ლუკას ცალი ფეხსაცმელი კლდიდან გადავარდნია. ცალი ფეხსაცმლით გაუგრძელებია გზა. 5 საათს ვეძებდით და მერე საშინელი წვიმა და სეტყვა დაიწყო. როგორც ლუკამ მიამბო, ძაღლი პატარა ხის ქვეშ შემძვრალა, თვითონაც შეჰყოლია და მურა ზემოდან გადაფარებია. მერე მურა პატარა შვლის ნუკრს გაჰკიდებია და ლუკა მარტო დარჩენილა, თუმცა გაწუწული ძაღლი მალე დაბრუნებულა. ლუკას მოკლემკლავიანი მაისური ეცვა და მითხრა, ძალიან შემცივდა, მუცელი მტკიოდა, მშიოდა და ბევრი ვიტირე. ძაღლმა ბალახის ჭამა დაიწყო და მეც ხის ფოთლები შევჭამეო...  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი