პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელი, თავად გეი იყო - რა უამბეს ყოფილმა ცოლმა და მეგობარმა მედიას
ორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელი, თავად გეი იყო - რა უამბეს ყოფილმა ცოლმა და მეგობარმა მედიას

ამე­რი­კის ქა­ლაქ ორ­ლან­დო­ში გეი-კლუბ Pulse-ში ჰო­მო­ფო­ბი­ურ ნი­ა­დაგ­ზე მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის მომ­წყო­ბი ომარ მა­ტი­ნი, თა­ვად იყო ამ კლუ­ბის ხში­რი სტუ­მა­რი და იქ ყვე­ლა ხე­დავ­და მას უკა­ნას­კნე­ლი სამი წლის მან­ძილ­ზე.

50 ადა­მი­ა­ნის მკვლე­ლის შე­სა­ხებ მის­მა მე­უღ­ლემ და კლა­სელ­მა, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მა­ტი­ნი პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და, მე­დი­ას­თან ისა­უბ­რეს. სი­ტო­რა იუ­სუფ­მა, რო­მე­ლიც 2009 წელს, სამი თვით იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მა­ტინ­ზე, ბრა­ზი­ლი­ურ ტე­ლე­არხთან SBT Brazil-თან გა­ამ­ხი­ლა, რომ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გეი იყო. იუ­სუ­ფის სი­ტყვე­ბი ბრა­ზი­ლი­ურ მე­დი­ას მის­მა ამ­ჟა­მინ­დელ­მა საქმრომ მარ­კო დი­ას­მა გა­დას­ცა. ქალ­მა გა­იხ­სე­ნა, რო­გორ უწო­და მის თვალ­წინ მის­მა მა­მამ­თილ­მა მა­ტინს გეი. ამას­თან, იუ­სუ­ფის თქმით, FBI-მ აუკ­რძა­ლა ამ თე­მა­ზე ამე­რი­კულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბა­რი.

ამას­თან, გა­მო­ცე­მა "ორ­ლან­დო სენ­ტი­ნე­ლი" კლუ­ბის ერთ-ერთ ხშირ სტუ­მარ­ზე ტაი სმიტ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ თავ­დამ­სხმე­ლი ხში­რად იყო Pulse-ში, კუ­თხე­ში ჯდე­ბო­და და მარ­ტო სვამ­და, ზოგ­ჯერ თვრე­ბო­და, ხმა­უ­რობ­და და აგ­რე­სი­უ­ლა­დაც იქ­ცე­ო­და. "თით­ქმის არ გვი­სა­უბ­რია ერ­თმა­ნეთ­თან, მაგ­რამ მახ­სოვს აგ­რე­სი­უ­ლად სა­უბ­რობ­და სა­კუ­თარ მა­მა­ზე", - აღ­ნიშ­ნავს სმი­ტი.

კი­დევ ერთი მო­უ­ლოდ­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბა ჰო­მო­ფობ მკვლელ­ზე გა­ა­კე­თა მის­მა კლა­სელ­მა, რო­მე­ლიც მა­ტინ­თან ერ­თად 2006 წელს სწავ­ლობ­და პო­ლი­ცი­ის აკა­დე­მი­ა­ში.

მა­მა­კა­ცი, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბაც არ სა­ხელ­დე­ბა, ყვე­ბა, რომ იგი ხში­რად რჩე­ბო­და ომარ­თან მარ­ტო და ზოგ­ჯერ ერ­თა­დაც და­დი­ოდ­ნენ გეი-კლუ­ბებ­ში. მი­სი­ვე თქმით, გეი-კლუბ­ში მო­რი­გი ვი­ზი­ტის დროს, ომარ­მა მას სექ­სი შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მან ეს შე­თა­ვა­ზე­ბა უარ­ყო: "მას ყო­ველ­თვის სურ­და პარტნი­ო­რი, თუმ­ცა იგი არა­ვის მოს­წონ­და", - აცხა­დებს მკვლე­ლის კლა­სე­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk და nypost.com-ის მი­ხედ­ვით

წა­ი­კი­თხეთ: ვინ არის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც ორ­ლან­დო­ში სა­საკ­ლაო მო­ა­წყო - ტრა­გე­დი­ის ყვე­ლა დე­ტა­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელი, თავად გეი იყო - რა უამბეს ყოფილმა ცოლმა და მეგობარმა მედიას

ორლანდოს გეი-კლუბზე თავდამსხმელი, თავად გეი იყო - რა უამბეს ყოფილმა ცოლმა და მეგობარმა მედიას

ამერიკის ქალაქ ორლანდოში გეი-კლუბ Pulse-ში ჰომოფობიურ ნიადაგზე მასობრივი მკვლელობის მომწყობი ომარ მატინი, თავად იყო ამ კლუბის ხშირი სტუმარი და იქ ყველა ხედავდა მას უკანასკნელი სამი წლის მანძილზე.

50 ადამიანის მკვლელის შესახებ მისმა მეუღლემ და კლასელმა, რომელთან ერთადაც მატინი პოლიციის აკადემიაში სწავლობდა, მედიასთან ისაუბრეს. სიტორა იუსუფმა, რომელიც 2009 წელს, სამი თვით იყო დაქორწინებული მატინზე, ბრაზილიურ ტელეარხთან SBT Brazil-თან გაამხილა, რომ მისი ყოფილი მეუღლე გეი იყო. იუსუფის სიტყვები ბრაზილიურ მედიას მისმა ამჟამინდელმა საქმრომ მარკო დიასმა გადასცა. ქალმა გაიხსენა, როგორ უწოდა მის თვალწინ მისმა მამამთილმა მატინს გეი. ამასთან, იუსუფის თქმით, FBI-მ აუკრძალა ამ თემაზე ამერიკულ მედიასთან საუბარი.

ამასთან, გამოცემა "ორლანდო სენტინელი" კლუბის ერთ-ერთ ხშირ სტუმარზე ტაი სმიტზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ხშირად იყო Pulse-ში, კუთხეში ჯდებოდა და მარტო სვამდა, ზოგჯერ თვრებოდა, ხმაურობდა და აგრესიულადაც იქცეოდა. "თითქმის არ გვისაუბრია ერთმანეთთან, მაგრამ მახსოვს აგრესიულად საუბრობდა საკუთარ მამაზე", - აღნიშნავს სმიტი.

კიდევ ერთი მოულოდნელი განცხადება ჰომოფობ მკვლელზე გააკეთა მისმა კლასელმა, რომელიც მატინთან ერთად 2006 წელს სწავლობდა პოლიციის აკადემიაში.

მამაკაცი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ყვება, რომ იგი ხშირად რჩებოდა ომართან მარტო და ზოგჯერ ერთადაც დადიოდნენ გეი-კლუბებში. მისივე თქმით, გეი-კლუბში მორიგი ვიზიტის დროს, ომარმა მას სექსი შესთავაზა, თუმცა მან ეს შეთავაზება უარყო: "მას ყოველთვის სურდა პარტნიორი, თუმცა იგი არავის მოსწონდა", - აცხადებს მკვლელის კლასელი.

მომზადებულია dailymail.co.uk და nypost.com-ის მიხედვით

წაიკითხეთ: ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ორლანდოში სასაკლაო მოაწყო - ტრაგედიის ყველა დეტალი

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა